კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№17 სამი უმთავრესი საგნის შესახებ

თქვენ სამი კითხვა დასვით. ეს არის:
– ადამიანის ღირსების შესაფერისი უდიდესი ზრახვა?
– ადამიანის ღირსების შესაფერისი უმთავრესი საზრუნავი?
– ადამიანის ღირსების შესაფერისი უდიდესი მოლოდინი?
აჰა, ჩემი პასუხიც:
– ადამიანის ცხოვრებაში გამოვლენილ საღმრთო განგებულებაზე ფიქრი – არის უდიდესი ზრახვა, რაც ადამიანურ ღირსებას შეეფერება.
– სულის ხსნაზე ზრუნვა – არის უმთავრესი საზრუნავი, რომელიც ადამიანურ ღირსებას შეეფერება.
– სიკვდილის ხსოვნა – არის უდიდესი მოლოდინი, რაც ადამიანურ ღირსებას შეეფერება.
როგორ გვმართებს, ვიფიქროთ ადამიანის ცხოვრებაში გამოვლენილი საღმრთო განგებულების შესახებ? საზომად საღმრთო სჯულის მორალი უნდა ავიღოთ. ყველაფერი, რაც ჩვენი და ჩვენი ახლობლებისა და ნაცნობების ცხოვრებაში ხდება, ამ საზომით უნდა გავაანალიზოთ. უმეტესი ყურადღება მომხდარის მორალურ მიზეზებს უნდა მივაქციოთ. ეს არც ისე ადვილია, რადგან მიზეზი, არცთუ იშვიათად, ადამიანის შორეულ წარსულში იძებნება, ზოგჯერ კი მათი მიგნება მხოლოდ მისი მშობლების ცხოვრებაშია შესაძლებელი. მართლმადიდებლური აღმსარებლობა ამგვარ მიზეზთა გამოვლენას ეფუძნება. ფსალმუნთმგალობელი უფალს მიმართავდა: „მცნებათა შენთა გულს ვეტყოდე და განვიცადნე მე გზანი შენნი... შევიყუარე შჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა“ (118, 15, 97), რამეთუ ყოველივეს, რაც ადამის მოდგმის თავს ხდება, საფუძვლად საღმრთო მცნება უდევს. საღმრთო მცნებები – ეს არის საუფლო ნათელი, რომელიც სამყაროში ყოველივეს განანათლებს.
  როგორ უნდა ვიზრუნოთ სულის ხსნაზე? ვიტყვი მხოლოდ: სახარება იკითხეთ და ეკლესიას დაეკითხეთ. ადამიანს სულზე უფრო ძვირფასი არაფერი აქვს, და ერთადერთი, რასაც ის წარწყმედისა და სიკვდილისგან შეუძლია იხსნას, სწორედ ეს ძვირფასი საკუთრებაა. სხვა ყოველივე, რასაც ადამიანი აფასებს და ინახავს, სულს არ ეკუთვნის და აუცილებლად წახდება, წარწყმდება. უფლის თვალში ადამიანის სული ყოველგვარ მიწიერ საფასეზე უფრო ძვირფასია. შემთხვევითი არ არის მისი სიტყვები: „რაი სარგებელ ეყოს კაცსა უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?“ (მთ. 16,26). აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის იმაზე დიდი საზრუნავი არ არსებობს, ვიდრე საკუთარ სულზე ზრუნვაა.
როგორ გვმართებს აღსასრულის მოლოდინი? სწორედ ისე, როგორც მას ომში ჯარისკაცი ან მოსწავლე მოელის, რომელმაც მონდომებით მოამზადა გაკვეთილი. მაცხოვარმა შეგვახსენა, ჩვენი აღსასრული მუდამ უნდა გვახსოვდეს, როდესაც უგუნურ მდიდარზე მოგვითხრო იგავი, რომელიც ახალ ბეღლებს აგებდა და განცხრომით ცხოვრებისთვის ემზადებოდა, ვიდრე მოულოდნელად არ ემცნო: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე, ვისა იყოს?“ (ლკ. 12, 20).
***
  რატომ არის საღმრთო განგებულების შესახებ ზრახვა უდიდესი, რომელიც ადამიანის ღირსებას შეჰფერის? იმიტომ, რომ ის ადამიანს განაგრძობს და ნეტარებას ანიჭებს.
  სული ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საუნჯეა, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ უდიდესი საფასისადმი დიდი ზრუნვაც გამოვავლინოთ.
რატომ არის სიკვდილის ხსოვნა უდიდესი სახსოვარი, რაც ადამიანის ღირსებას შეჰფერის? იმიტომ, რომ სიკვდილის მოლოდინი სინდისს განწმენდს და ადამიანს კეთილი საქმეების აღსასრულებლად აღძრავს. ერთხელ ერთ კარგ, მოშურნე, სინდისიერ და ქველმოქმედ ადამიანს ჰკითხეს, ყველაზე უფრო რა აღძრავდა მას ღვაწლისათვის, მან უპასუხა: „სიკვდილის ხსოვნა“.
ეს სამი საკითხი არ ეხება ცხოველებს და მხოლოდ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, სხვა ყოველივე დანარჩენი პირუტყვსა და ადამიანებს ერთნაირი აქვთ.
ნიკოლოზ სერბელი
скачать dle 11.3