კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№17 რატომ დასრულდა დღეს კომფორტული ქრისტიანობა და რატომ უნდა უხაროდეთ მორწმუნეებს აპოკალიფსის დადგომა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  რა არის ქრისტიანული აზროვნება, რა უნდა გვახსოვდეს ამ ძნელბედობის ჟამს – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– დღეს მსოფლიოში ბევრი ეკლესია არღვევს საეკლესიო კანონიკას, როდესაც ამბობენ, თქვენ დარჩით სახლში, ჩვენ ვილოცებთ, მღვდლებიო. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია და ცუდ შედეგებს გამოიწვევს, ვიდრე ვირუსით დაინფიცირება. ეს ნიშნავს, რომ მე ვუფრთხილდები ხორცს და არ მაინტერესებს სულის მდგომარეობა. რა უნდა შეიძინო, თუ სულს დაკარგავ? ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ, რა არის ქრისტიანული აზროვნება.
– რა არის და როგორია ქრისტიანული აზროვნება?
– ხომ გახსოვთ, როგორ მიდის მაცხოვარი გოლგოთაზე მარტო და მასთან არცერთი მოციქული არ არის. როდესაც ის შეფერხდა გზაში, მას უცხო ადამიანი, სვიმონ კვირინელი მიეხმარება. შეიძლება, დღესაც თითოოროლა ადამიანი დარჩეს ეკლესიაში. უნდა გავაკეთოთ არჩევანი – ქრისტესთან თუ ქრისტეს გარეშე. მე არ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ოჯახის წევრების ხათრით ვერ მოდიან ეკლესიაში. გრიგოლ პალამა ამბობს: ვისაც ეშინია სიკვდილის, მას არავინ დაუჯერებს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასო. იესო ქრისტემ სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა და საფლავებსა შინა სიცოცხლე მოუტანა მიცვალებულებს. შენ კი ცრუ მიზეზების გამო გეშინია მიხვიდე ეკლესიაში. არავინ ამბობს, რომ დღესასწაულების დღეებში ეკლესიაში ვინც არ მივიდა, ისინი ცუდი ადამიანები არიან, უბრალოდ, როგორი იქნება შენი მომავალი ცხოვრება, ამაზე შენ აგებ პასუხს. პატრიარქი ადრე ამბობდა და გავიმეორებ: როცა ადამიანი განსაცდელშია და წუწუნებს, იყვედრება: ვაიმე, უფალო, არ შემიძლიაო, უფალი წყვეტს მასზე განსაცდელს, მაგრამ მადლიც ჩერდება მასზე. არ გინდა განსაცდელი, მაშინ ნუ გინდა მადლი. განსაცდელის გარეშე არ არსებობს მადლი – ასეთია ჩვენი ეკლესიური სწავლება. ქრისტეს ნაცვალი არ არსებობს. მოვა ვითომ ქრისტე, ადამიანები ჭეშმარიტ ქრისტეს უარყოფენ და ცრუ ქრისტეს მიიღებენ. ვინც უნდა გითხრათ, არ უნდა შეიცვალოთ გადაწყვეტილება. უნდა გვახსოვდეს და დღეს ეს კარგად გამოჩნდა, რომ ქრისტიანობა არ არის კომფორტული რელიგია.
– რას გულისხმობთ მამაო?
– 1990 წლიდან დავიწყეთ სიარული ეკლესიაში და დღემდე სერიოზული პრობლემა არ გვქონია. მივეჩვიეთ სითბოს, სიყვარულს, მოფერებას და გვგონია, რომ ეს არის ქრისტიანობა. აბა, თვალი გადაავლეთ თქვენი მშობლების, მათი მშობლების წარსულს, როდესაც ეკლესიური ცხოვრება კატეგორიულად იკრძალებოდა. მშვიდობიანი პერიოდი ჩვენ ძალიან გაგვიგრძელდა. ღმერთმა საკმარისი ცოდნა, მადლი მოგვცა, მოგვცა ჯვარი: შენი ოჯახი, აღმსარებლობა, სარწმუნოება დაიცავი არა ვირუსისგან, არამედ ცრუ სწავლებისგან, ცრუ იდეოლოგიისგანო. ჩვენ დავასრულეთ კომფორტული ქრისტიანობა. შეიძლება, კატაკომბებში გადასვლა მოგვიწიოს, თუ ეკლესიას დაკეტავენ. როგორი იქნება მომავალი აღდგომა, არავინ იცის, რადგან სერიოზული განსაცდელები დაიწყო და სერიოზული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. დღეს „განათლებული“ „გავეშებული“ ღვთისმეტყველები გვყავს, რომლებიც უკიჟინებენ პატრიარქს: რანაირი მმართველობა გაქვს, დაემორჩილე მსოფლიო პატრიარქსო.
– ალბათ, დღეს ბევრს გაუჩნდა კითხვა, როგორ უნდა გავიგოთ, ჩვენი პატრიარქი მართალია თუ არა, იქნებ სხვა ეკლესიები არიან მართლები, იქნებ ჩვენი ქრისტიანობა ურა მართლმადიდებლობააო. მათ რა პასუხი გავცეთ, მამაო?
– რომ გეცოდინება წმიდა გარდამოცემა, ეკლესიის ისტორია, როგორი იყო მამების ცხოვრება, მიხვდები, ვინ როგორ იქცევა. ჩვენი პატრიარქი მიჰყვება მამათა სწავლებას. უნდა ვიყოთ ფხიზლად, რომ არ ჩავვარდეთ განსაცდელში. როდესაც ქრისტე გეთსამანიის ბაღში ლოცულობს, ადამიანურად ტირის და მამა ღმერთს ეუბნება: ამარიდე ეს სასმისი, ოღონდ იყოს ნება შენიო. ანუ ქრისტიანი ნებისმიერი გაჭირვების დროს, ამბობს: იყოს, ღმერთო, ნება შენიო. ეს ყველაფერი ჩვენთვის, ჩვენს გამოსაფხიზლებლად ხდება და შენ უნდა უთხრა ღმერთს: მადლობა, ღმერთო, რომ ამ საუკუნეში მიწევს ცხოვრება, რომ მიკრძალავენ ეკლესიაში წასვლას და მე მივდივარ. შემდეგ, როდესაც ქრისტე ამოდის გეთსამანიის ბაღიდან, თან წაყვანილ ჩაძინებულ სამ მოციქულს აფხიზლებს და ეუბნება ისევე, როგორც ჩვენ: ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელშიო. სადაც ლოცვა მრავლდება, იქ იკლებს განსაცდელი, სნეულება, მწუხარება. არ გიშვებენ ეკლესიაში, ოჯახიც ხომ მცირე ეკლესიაა. შეიძლება, ოჯახში ისე ილოცო, უფრო მეტი მადლი მიიღო, ვიდრე გონებაგაფანტული იყო ეკლესიაში და მადლი ვერ მიიღო. და ბოლოს, ყველაზე მთავარი: ქრისტე ლუკას სახარების 21-ე თავის 28-ე მუხლში გვეუბნება, რომ დაინახავთ ამ ყველაფერს, მოახლობულია მეორედ მოსვლა, რა უნდა გააკეთოთ ქრისტიანებმა, რა და, აიხედეთ მაღლა, ასწიეთ თავები, რადგან მოახლოებულია თქვენი გადარჩენაო. ანუ აპოკალიფსი საშიშროება კი არ არის, სიხარულია, შენი ღმერთი მოდის. მაგრამ სანამ ჩვენი ღმერთ მოვა, მანადე ცრუ ღმერთი მოვა. აშენდება მესამე ტაძარი, სადაც გამეფდება ანტიქრისტე. თუმცა არ არის ცნობილი, ტაძარს ანტიქრისტე ააშენებს, თუ აშენებული იქნება და მერე მოვა. რომ აშენდება, მაშინვე მოვა, თუ გავა გარკვეული წლები და მერე მოვა. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ, წმიდა წერილითა და წმიდა მამათა განმარტებით უნდა ვიცხოვროთ. და ყველაზე მთავარი: ვინც ყველაფერს მოითმენს, ის გადარჩება. შეშინებული ადამიანი ვეღარც ლოცულობს, ვეღაც მარხულობს, ყველაფერზე თანახმა იქნება. ანტიქრისტე რომ მოვა, საზოგადოება ისეთ დღეში იქნება, ისე დაძაბუნდება ადამიანი, ერთი სული ექნება, სახლიდან გამოვიდეს და ოღონდ არ იყოს პანდემია, ორივე ხელით აირჩევენ ანტიქრისტეს. თუ ფიქრობ, რომ ღმერთი შენთან არის, რას გიზამს ან ვირუსი, ან ეშმაკი, ან ანტიქრისტე. სადაც არის ქრისტე, იქ შიში არ არის, ეშმაკი არ არის, მწუხარება და გლოვა არ არის, იქ არის ბედნიერება, სიყვარული.

скачать dle 11.3