კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 გამოიყენეთ ფურისულა სამკურნალოდ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  არც ერთი მცენარის ფოთოლი იმდენ C ვიტამინს არ შეიცავს, რამდენსაც უნაბისა და გაზაფხულის ფურისულას ფოთლები.
  გაზაფხულის ფურისულას წყლიანი გამონაცემი (მიიღება მცენარის სხვადასხვა ნაწილიდან მოქმედ ნივთიერებათა წყლით გამოწვლილვით) და სპირტზე ნაყენი მცირედი ტოქსიკურობით ხასიათდება და ნახველის ამოღების გასაადვილებელი თვისება აქვს, რაც ბრონქების ლორწოვანი გარსის სეკრეციის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული. ფურისულას ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხსნის ქავილისა და წვის შეგრძნებას და ატენიანებს კანს. აქტიურად გამოიყენება დერმატიტების, ეგზემის, ფსორიაზის დროს. ფოთლებს სალათისა და ნაყენის სახით იყენებენ ჰიპო და ავიტამინოზის დროს.
  გაზაფხულის ფურისულას ფესვების გამონაცემს ან ნახარშს (30-40 გრამი – 1 ლიტრ წყალზე) ამოსახველებელ საშუალებად იღებენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში 3-3-ჯერ მშრალი ხველისა და ბრონქიტის დროს.
  ყვავილების წყლით გამონაწვლილს (20 გრამი – 1 ლიტრ წყალზე) ან მთლიანი მცენარის წყლიან ნაყენს (40-60 გრამი – 1 ლიტრ წყალზე) იღებენ ხველების, ბრონქიტის, სურდოსა და საერთოდ ყოველგვარი გაციებით გამოწვეული დაავადებებისას, აგრეთვე, ცხვირის ნესტოებში გამოსავლებად.
  მასვე სვამენ ქრონიკული კუჭაშლილობისა და შაკიკის სამკურნალოდ, აგრეთვე, როგორც შარდმდენ საშუალებას. ის ბავშვებში სუსტად მოქმედ საძილე საშუალებადაც გამოიყენება. გამოკვლევამ აჩვენა, რომ შაკიკის დროს ამ გამონაწვლილის მიღების შედეგად წყდება სინათლის გამაღიზიანებელი მოქმედება და თავის ტკივილი თანდათანობით წყნარდება.
ფურისულას ფესვებს აქვთ შარდმდენი და ოფლის მომგვრელი თვისება. აძლიერებს კუჭის სეკრეციას და საერთოდ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
  გაზაფხულის ფურისულას იყენებენ წყლის გამონაწვლილის სახით. 10 გრამ (დაახლოებით 2 სუფრის კოვზ) ხმელ ყვავილს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 15 წუთის შემდეგ წურავენ (დღეღამის დოზა ნევროზის და უძილობის დროს) ან ერთ სუფრის კოვზ (დაახლოებით, 5 გრამი) ხმელ დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა წყალს და 15 წუთს ხარშავენ ნელი დუღილით, უმატებენ შაქარს ან თაფლს და დღეში 4-5-ჯერ იღებენ თითო სუფრის კოვზს სასუნთქი ორგანოების დაავადებისას.
  ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანი იფიტება, თხელდება, ხდება უფრო მგრძნობიარე, კარგავს ბზინვარებას და ელასტიკურობას. ფურისულას ზეთს კი დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, არის კარგი დამატენიანებელი, ხელს უშლის კანის გამოშრობასა და ნაოჭების წარმოქმნას. ამტკიცებს ქსოვილებს, აბალანსებს და ტონუსს აძლევს ეპიდერმისს.
  ფესვებს შემოდგომით, ფოთლების დაჭკნობის შემდეგ აგროვებენ, ფოთლებს კი – ყვავილობის დროს, მაღალ ტემპერატურაზე ჩქარი გახმობით აღწევენ მათში C ვიტამინის დიდი რაოდენობით შენარჩუნებას, მაგრამ ცუდი შედეგებით ამ მხრივ არც ჩრდილში გამხმარი ფოთლები ხასიათდება.
скачать dle 11.3