კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 თემო საჯაია: ჩემი „მუღამია“ – ბრძოლა სიცოცხლისთვის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალი და ტელეწამყვანი თემო საჯაია ყოველთვის ცდილობს, შინაგანი ემოცია „შეფუთოს“ და ემოციების მოთოკვის ხარჯზე, გარშემო მყოფებსა თუ მაყურებლებს, პოზიტიური განწყობა გაუზიაროს. ამბობს, რომ როცა სძინავს, მისი გონება მაშინაც მუშაობს და მომავალი დღის გეგმებს აწყობს. გავრცელდა ჭორი, თითქოს ის და მარიტა ჯანაშია შეყვარებულები არიან. ჩვენ ეს ამბავი თავად მომღერალთან გადავამოწმეთ და სხვა ამბებიც გამოვკითხეთ.
– როგორ შეცვალა მსოფლიო პანდემიამ შენი ცხოვრება და ზოგადად, შენი გეგმები?
– დღეს შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებულ თვითიზოლაციას ვერ ვახერხებ, რადგან ტელევიზიაში ვმუშაობ და მაინც მიწევს სამსახურში სიარული. აღარ მაქვს კონცერტები, სტუდიაში ჩაწერები, რეპეტიციები და ამ მხრივ, რასაკვირველია, იზოლაციაში ვარ. ოჯახის წევრებთან დისტანციური ურთიერთობა მაქვს, მეგობრებს კი საერთოდ ვერ ვნახულობ და ეს ძალიან მიჭირს. შეზღუდვები, რომელიც ახლაა, ადამიანს დისკომფორტს უქმნის, თუმცა, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, კანონს არ დავარღვევ და კომენდანტის საათის დროს გარეთ არ გავალ. იმიტომ კი არა, რომ მომწონს ეს შეზღუდვა, იმიტომ რომ, კანონია ასეთი და მას უნდა დაემორჩილო, რომ იყო ჯანმრთელად და საკუთარ თავს და სხვებს საფრთხე არ შეუქმნა. ამიტომ, როცა სახელწიფო ამ შეზღუდვას გიწესებს, შენთვისვეა კარგი და არ მესმის იმ ადამიანების, ვინც არღვევს – თუ საკუთარი ჯანმრთელობის შიში არ გაქვთ და იმის, რომ სხვას დაავადებას გადასდებთ, ის სამი ათასი ლარი საიდან გაქვთ, რომ დატანტალებთ?
– ყოველდღე სამსახურში სიარული რომ არ გიწევდეს და ახლანდელ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, გიფიქრია, რას იზამდი?
– ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, ვიზამდი იმას, რასაც ყოველდღიურად ვეუბნები მაყურებელს ტელეეკრანიდან: დარჩით სახლში! და დავრჩებოდი სახლში. დღეს კი ვცდილობთ, ტელეეკრანიდან მივაწოდით მოსახლეობას ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც რეალობაში ხდება და ჩემი დევიზია – „მე ვმუშაობ შენთვის და შენ იჯექი სახლში!“ ჩემი აზრით, ეს ვირუსი, პირველ რიგში, ჩვენ შეგვცვლის და მივხვდებით, რამხელა სიხარულსა და ბედნიერებას განვიცდიდით, თუნდაც, ერთმანეთის ნახვით, ჩახუტებითა და გადაკოცნით და ვერ ვხვდებოდით. მომაკლდა ყველა ჩემი ახლობლის ენერგია და ჩახუტება. ახლა ვხვდები, რომ სადეზინფექციო ხსნარით ხელის დამუშავება, მათ სიყვარულს ვერ ცვლის და ის თავისუფლად ხელის ჩამორთმევის სითბო მენატრება. მეზიზღება მეგობრებთან დისტანციური კომუნიკაცია, მათთან ჩახუტებით ენერგიისა და სითბოს გადაცემა მირჩევნია.
– რამდენიმე დღის წინ ჩაწერე სიმღერა სახელწოდებით – „სიცოცხლე ბრძოლად ღირს“! კლიპის სახე მიეცი და ტელევიზიით გავიდა თუ არა, საკმაოდ დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა.
– „სიცოცხლე ბრძოლად ღირს“! – ესაა ცხოვრების დევიზი. სიმღერის იდეა კი მარტივია – რაც უნდა ხდებოდეს, ადამიანმა არ უნდა ჩაიქნიო ხელი, უნდა იბრძოლო და იცოდე, რომ სიცოცხლე ღირს და ის ჯობია სიკვდილს, ყოველგვარ დაავადებას და უბედურებასაც. განგებამ ერთი სიცოცხლე მოგანიჭა და ბოლომდე უნდა იბრძოლო მისთვის. სწორედ, ეს იყო ჩემი მთავარი სათქმელი სიმღერით, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. კლიპი ტელეკომპანია „პოსტ ტივიში“ დამონტაჟდა და მასში ასახულია ის ყოველდღიურობა, დაცარიელებული ქუჩები და ექიმები, მეხანძერეები, მაშველები, პოლიციელები, ვინც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, ებრძვიან ამ საშინელ ვირუსს, ჩვენზე ზრუნავენ და მართლა იბრძვიან თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. ეს იყო ამ სიმღერის იდეა, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს.
– ზოგადად, რამდენად ბრძოლისუნარიანი ადამიანი ხარ და გიწევს თუ არა ყოველდღიურობისთვის ბრძოლა?
– როგორც ყველას, მეც მიწევს ყოველდღიურობისთვის ბრძოლა. რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა მხვდება, უფრო ვძლიერდები და ბრძოლისუნარიანი ვხდები. წინაღობა – ეს არ არის ჩემთვის დეპრესიაში ჩავარდნისა და ხელის ჩაქნევის მიზეზი, ასე უფრო მეტად მებრძოლი ვხდები. კიდევ ვამბობ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და სიცოცხლისთვის – პირველ რიგში.
– ყველაზე მეტად რისთვის მოგიწია ცხოვრებაში ბრძოლა და როდის იდგა პერიოდი, როცა საკუთარი შესაძლებლობების განსაკუთრებულად მობილიზება გიწევდა?
– ძალების მობილიზება ბრძოლისთვის ყოველდღიურად მიწევს. ყველა ადამიანს თავისი ბრძოლა და ომი აქვს, ზოგი მარცხდება ამ ომში, ზოგიც იმარჯვებს. თუმცა, უნდა იბრძოლო და მეც ვიბრძვი. ეს, ჩემი „მუღამია“ – ბრძოლა სიცოცხლისთვის. ზოგადად, როცა ცუდად მიგვდის საქმეები, იღბალს ვაბრალებთ, თუ კარგად – ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი დამსახურებაა. ყველაფერში იღბლიანი ვერ იქნები, ცხოვრებაში მარცხიც გექნება და გამარჯვებებიც. მთელი „მუღამი“ იმაშია, რომ ყველაფერ ამას ჰქვია სიცოცხლე. ზოგადად, ცხოვრებაში ბევრ რამეს ვნანობ და მიკვირს იმ ადამიანის, ვინც ამბობს: გადავხედე ჩემს განვლილ ცხოვრების გზას და არაფერს ვნანობო. ყველაფერს ვნანობ, რაც ჩემს პროფესიონალურ ცხოვრებას დავაკელი, უფრო მეტი არ ვისწავლე და უფრო მეტი არ ვიშრომე. მხოლოდ ამას ვნანობ. არის წლები, როცა შეცდომებს უშვებ, მაშინ ვერ იაზრებ. მერე ნანობ, მაგრამ დროს ვერ აბრუნებ. ახლა 32 წლის, ფაქტობრივად, ქრისტეს ასაკში ვარ, დავამთავრე სიყმაწვილე, გადავედი კარგ ეტაპზე და შეცდომის დაშვების უფლება აღარ მაქვს (იცინის).
– ვიცი, არ საუბრობ პირად ცხოვრებაზე, მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხო – გარდა იმისა, რომ ახალი სიმღერით პოზიტიური მესიჯი გადაეცი საზოგადოებას და სამყაროში გაუშვი, გავრცელდა ჭორები, რომ პირად ცხოვრებაშიც პოზიტიური ცვლილებები გაქვს და სასიამოვნო პერიოდი გიდგას.
– მეც ბევრი მეკითხება, ჭორი გავიგე შენზეო და არაფერს ვპასუხობ. არ მიყვარს პირადზე საუბარი და მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ მე ჭორებზე არ ვპასუხობ.
– მესმის, მაგრამ შეყვარებული რომ ხარ, ის გოგონა კი ულამაზესი მარიტა ჯანაშიაა და ამ ურთიერთობას მალავ, ამასაც უარყოფ?
– მე და მარიტა თანაწამყვანები ვართ და იმავდროულად, ახლო მეგობრები. და, თუ ჩვენზე ჭორები დადის, კარგია, ესე იგი, საინტერესო ადამიანები ვართ (იცინის) და, კიდევ ვამბობ, მეგობრები და ახლო ადამიანები. ზოგადად კი, ამ თემაზე და ჭორებზე საუბარი არ მსურს. მაგრამ, თუ გაინტერესებთ, პირად ცხოვრებაში მიმართლებს.

скачать dle 11.3