კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 ხასიათის გასაღები

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  დაათვალიერეთ ფოტოზე გამოსახული გასაღებები. ისინი კონკრეტული პრონციპის მიხედვით არიან შერჩეული. თითოეულს თავისი „მაგია“ აქვს და თქვენი „ხასიათის“ შეცნობაში დაგეხმარებათ. დააკვირდით, ამოირჩიეთ და „გაიცანით“ საკუთარი თავი.
გასაღები #1
  თქვენზე ვერავინ იტყვის, რომ მეოცნებე ხართ. არასოდეს გჯეროდათ სასწაულების. თქვენი რაციონალიზმი ოცნების უფლებას არ გაძლევთ. ღრუბლებში არ დაფრინავთ და ცხოვრებას ზედმეტად რეალურად უყურებთ. ზოგჯერ ცოტა რომანტიზმი ცუდი არაა, მით უფრო, ურთიერთობაში.
გასაღები #2
  ძალიან ფრთხილი ხართ, თითქოს მთელი ცხოვრება რაღაცის გეშინიათ. ამას განსაკუთრებით სხვებთან ავლენთ. ამიტომაც გიჭირთ მეგობრების შეძენა და ახალი ურთიერთობების დაწყება. მხოლოდ ახლობლებს აძლევთ უფლებას, კარგად გაგიცნონ. ვისაც თქვენთან სიახლოვე უნდა, მან ჯერ თქვენი ნდობა და კეთილგანწყობა უნდა დაიმსახუროს!
გასაღები #3
  თქვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციები, ანუ ბუნებით კონსერვატორი ხართ. ცვლილებებსა და ინოვაციებს ადვილად ვერ იღებთ. თუმცა გამორჩეულად ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი ხართ და თქვენგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
გასაღები #4
  გამოუსწორებელი მეოცნებე და რომანტიკოსი ხართ. ადამიანებში ყველაზე მეტად სიკეთესა და პატიოსნებას აფასებთ. დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ ეს თვისებებია მნიშვნელოვანი ამ სამყაროში. მთელ თავისუფალ დროს საყვარელ საქმეს ახმართ.
გასაღები #5
  უჩვეულოდ განვითარებული წარმოსახვა გაქვთ. შესანიშნავი მწერალი იქნებოდით. გაქვთ უნარი, რომ მოსაწყენი ამბავიც კი ნამდვილ შედევრად აქციოთ. თავგადასავლების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ. მოგწონთ ყველაფერი ახალი და სულ გაქვთ ადრენალინის მოთხოვნილება.
გასაღები #6
  იცით და შეგიძლიათ საიდუმლოს შენახვა. საინტერესო ის არის, რომ მუდმივად იზიდავთ ყველაფერ უცნაურსა და უჩვეულოს. სულ ცდილობთ, ამოხსნათ რაღაც საიდუმლო.

скачать dle 11.3