კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ამ ბოლო დროს ხელებზე პიგმენტური ლაქები გამიჩნდა, რომლებიც დღითიდღე მუქდება და მრავლდება. მითხრეს, ასაკობრივიაო. ბევრი საშუალება ვცადე, რომლებიც აფთიაქსა თუ სხვადასხვა კოსმეტიკურ მაღაზიაში შევიძინე და საკმაოდ დიდი თანხაც დამიჯდა, მაგრამ არ მიშველა. რაიმე მეთოდი თუ არსებობს, რომ სახლის პირობებში გავაუფერულო ან საერთოდ ავლაგმო ისინი ხელის კანიდან?
პასუხი: გირჩევთ, ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად უპირატესობა ნატურალურ, საშინაო საშუალებებს მიანიჭოთ, რომელთა ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. მაგალითად: ლიმონი – აიღეთ ხელის ნებისმიერი კრემი იმ რაოდენობით, რომელიც ერთ გამოყენებაზე გეყოფათ. დაუმატეთ მას ცოტა ლიმონის წვენი, კარგად გადაურიეთ და ძილის წინ ხელის კანის ის პრობლემური მონაკვეთები დაიმუშავეთ, სადაც ლაქებია. დაიტოვეთ ის მთელი ღამით. რეგულარული პროცედურების შედეგად ლაქები ხანმოკლე დროში ნაკლებად შესამჩნევი გახდება, დროთა განმავლობაში კი – საერთოდ გაქრება. ვაშლის ძმარი – შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ხელის კრემი და ვაშლის ძმარი. მიღებული მასით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები და დაიტოვეთ მთელი ღამით. თუ ამ პროცედურას ყოველ საღამოს ჩაიტარებთ, ძალიან მალე ლაქებისგან კვალიც კი არ დარჩება.
კითხვა: დილით სახის კანი გამომშრალი და შეშუპებული მაქვს. როგორ დავატენიანო ის და მოვიხსნა ეს პრობლემა დროის უმოკლეს ხანში?
პასუხი: იმისთვის, რომ დაამარცხოთ შეშუპება და უსწრაფესად დაიტენიანოთ კანი, მოამზადეთ მარილის კონცენტრირებული წყალხსნარი, ჩაალბეთ მასში პირსახოცი და დაიფინეთ სახეზე 10 წუთით. შეშუპება მალევე გაქრება.


скачать dle 11.3