კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 სეპარატისტების მუზა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                                       „ფული, ბაბაია, ფული“
  მართალია, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსთან ბრძოლის საშუალებები არ აქვთ და, უნდათ თუ არა, მათთვის ყველა გზა (სამკურნალო) რომისკენ (ანუ თბილისისკენ) მიდის, მაგრამ, ძირითადად, რაკი შიში მაინც ოხერია და, თუ კორონას ვერაფერს აკლებენ, ისევ თბილისი მაინც ჰყავთ სალანძღავ პროგრამაში.
  თავდაპირველად დიმიტრი მედოევმა დაამშვიდა თანამემამულე სეპარატისტები, რომ „საზღვრები“ საფუძვლიანად ჩაუკეტეს თბილისს, რადგან, თურმე, ქართველები შეეცდებოდნენ, მიწყდომოდნენ უსაფრთხო „ქვეყნებს“, მაშასადამე, „იუჟნაია ოსეტიას“, ახლა კი უკვე სეპარატისტულმა, ეგრეთ წოდებულმა, „უშიშროების კომიტეტმა“ დაასახელა მთავარ საფრთხედ საქართველოში კოვიდ-19-ს პანდემია (თითქოს მათთვის მშობლიურ რფ-ში უარესი არ ხდებოდეს?!) და, არც მეტი, არც ნაკლები, ფულიც მოითხოვეს.
  სეპარატისტული ლოგიკით, საქართველო მალავს დაინფიცირებულთა რეალურ რაოდენობას, რადგან (მომყავს ციტატა): „ქვეყანა (ანუ საქართველო) მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობით ბოლოდან მეორე ადგილზეა. იმის გამო, რომ თბილისის რეჟიმს არ გააჩნია მოსახლეობის მასშტაბური ტესტირების შედეგები,“ მეტიც, შფოთავენ, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი „იუჟნაია ოსეტიას“ დახმარებას დაჟინებით მოითხოვსო, ამიტომაც მოითხოვენ თავიანთ წილს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხიდან, ანუ თბილისს თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ.
  ცხადია, ყველა ისე ბოდავს, რის გასაქანსაც მას საკუთარი ფანტაზია აძლევს, თუმცა ამაზე ცხადია ის, რომ ამ ჩვენს სეპარატისტებს თვით ჟამიანობის დროსაც კი მხოლოდ ფული ელანდებათ, ოღონდ ფაქტია, რომ ისევე ვერ იხილავენ, როგორც საკუთარ ყურებს და, საბოლოოდ, მაინც ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში მოუწევთ შერყეული ჯანის გამრთელება.
скачать dle 11.3