კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 „ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                               ანუ პოსტკორონული პერიოდი
  თუ დანარჩენ მსოფლიოს არ გაუმართლა და ჩვენგან განსხვავებით, არ იციან, რომ შიში ვერ იხსნის სიკვდილს და ამიტომაც არ ვარგა გულისხეთქვა, ნასწავლს, მაინცდამაინც, ვერც ჩვენ ვიყენებთ.
  ან კი როგორ გამოვიყენებთ, როდესაც სოციალური და ელექტრონული მედია შიშისა და პანიკის კოცონებში ნავთს ისე მალიმალ ასხამს, რომ ისიც კი მიკვირს, საერთოდაც როგორ არიან საღ გონზე ჩემი თანამემამულეები (მაგრამ ისიც აშკარაა, რომ დიდხანს ამ წნეხს ადამიანების მყიფე ფსიქიკა ვერ გაუძლებს).
  შესაბამისად, წამალიც ერთია, ან არ უსმინოთ კორონავირუსზე სიახლეებს (აბა, რას მოგცემთ, იმას გარდა, რომ დამატებით იფიქრებთ ამაზე და უფრო მეტად შეგეშინდებათ?!), რადგან, საბოლოოდ, დიდი მნიშვნელობა არ ექნება, შიში მოგკლავს თუ ვირუსი (თან – ვირუსისგან გადარჩენის შანსი გაცილებით დიდია).
  ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ადამიანს არ შეუძლია, გამუდმებით ერთი და იმავე, თუნდაც, სასიამოვნო საქმის კეთება (არათუ უსიამოვნოსი), იმიტომ რომ იღლება, ვეჭვობ, პანდემიის დამდგმელები (გინდა ხელოვნური იყოს და გინდა – ბუნებრივი) დიდხანს ვერ გაწელავენ ამ პროცესს, იმას გარდა, რომ, რადგან ყველაფერი სრულდება, ეს პანდემიური ისტერიკაც დასრულდება. ამიტომაც მგონია, რომ მთავარი საზრუნავი ახლა კორონავირუსით დაფეთება კი არა, პოსტკორონასეული პერიოდისთვის თავისა და ფსიქიკის შენახვა უნდა იყოს.


скачать dle 11.3