კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 უტკბესი ხორცი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                           ანუ ადამიანი ადამიანისთვის მგელია?!
  რაკი აღმოჩნდა, რომ ხორცი ტკბილია (როგორც ვხედავთ, ადამიანისთვის არა სული, არამედ ხორცი ყოფილა უმთავრესი, ამიტომაც ეს ცნობილი გამოთქმა მოვარგე სინამდვილეს), ადამიანებმა ნიღბებიც აიფარეს და ხელთათმანებიც წამოიცვეს და, მე რომ მკითხოთ, ამით ბუნებრივი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებაც მისცეს შესაბამისი ტექნოლოგიების პატრონებს, რომ ადამიანები ამოიცნონ სახისა და თითის ანაბეჭდების გარეშეც.
  ასეა თუ ისე, ერთი მხრივ, გარდაუვალს ვერაფერი შეაჩერებს და თითოეულიც ბოლოს მაშინ ჩაისუნთქავს, როცა უწერია, მეორე მხრივ კი, სიფრთხილეს თავი მაინც არ სტკივა (ანუ დარჩი სახლში, თუნდაც, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი მაინც არ არსებობს).
  ვირუსის გავრცელების გარიჟრაჟზე (სანამ ლამის მთელ დედამიწას სახლებში გამოკეტავდნენ) ჩინეთმა გაავრცელა ინფო, რომ კორონას ვირუსი მხოლოდ ადამიანის კანზე ცოცხლობდა, მოგვიანებით, ეს ინფორმაცია ჩაიკარგა (და კაცმა რომ თქვას, ჩინეთმა კიდევ ბევრი რამ დამალა, რამაც დასავლეთის ქვეყნებს არ მისცა პრევენციის საშუალება, ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ დასავლელი პოლიტიკოსები), თუმცა ახალახან გერმანელმა მეცნიერებმა (კერძოდ, ვირუსოლოგ ჰენდრიკ შტრეკის გუნდმა), გამოიკვლიეს რა კორონავირუსით დასნებოვნებული ადამიანების საცხოვრებლები, ვერსად აღმოაჩინეს ცოცხალი ვირუსის კვალი (მხოლოდ დახოცილებს მიაგნეს).
ოღონდ ფაქტია ისიც, რომ ბევრი ადამიანი სნებოვნდება ხალხმრავალ ადგილებში, სავარაუდოდ, ამიტომაცაა გამოკეტილი სახლებში დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა.
  მეტიც, ადამიანებს ეშინიათ ერთმანეთთან მიახლოება (შეხებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია?!) და, როგორც ჩანს, კაცობრიობა შედის ეპოქაში, რომლის დევიზადაც ცნობილი გამონათქვამი იქცევა: ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო.
скачать dle 11.3