კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ დაჰყვება დავით ყურაშვილს კორონა ფეხდაფეხ და როგორ გახდა ის ბერასა და სამეფო ქორწილების ორგანიზატორი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

დავით ყურაშვილი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა კარანტინში, მაგრამ დრო უქმად არ დაუკარგავს და ამ პერიოდში ახალი პროფესია შეითავსა, თან, ისე, რომ ყველას ამ საქმის პროფესიონალი ჰგონია, თუმცა ეს მისთვის სრულიად ახალი გამოწვევაა.
დავით ყურაშვილი: 22 მარტს, საღამოს, ჩემს მშობლებთან ჩამოვედი სტუმრად ბოლნისში. დაახლოებით, 11 საათისთვის პრემიერმა ეს ტერიტორია კარანტინის ზონად გამოაცხადა და სულ რამდენიმე დღით ჩამოსული, კარანტინში აღმოვჩნდი გამოკეტილი.
– თუმცა, კარანტინის პირობებშიც, დროს ძალიან პრაქტიკული და ინფორმაციული დანიშნულება მიეცა. როგორ დაიწყო ეს ამბვი?
– ჩემი მეგობარი – ზურა ბალანჩივაძე „იმედის დილის“ წამყვანია. მან მითხრა, ძალიან დიდი ინტერესია, თუ შეძლებ, რომ ადგილიდან ჩართვები გააკეთო და მოგვიყვე, რა ხდება საკარანტინო ზონაშიო. დილით რამდენიმე მაღაზია დავათვალიერე და ერთ-ერთ გამყიდველს შევუთანხმდი, პირდაპირ ეთერში ჩართვაზე. შემდეგ დღის პროდიუსერმა დამირეკა და მთხოვა 11-საათიან გამოშვებაში გამეკეთებინა ჩართვა, რასაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. როგორც აღმოჩნდა, ძალიან მოეწონათ. ცოტა ხანში „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიხლაძემ დამირეკა და მითხრა, რომ არ სჯეროდა, ჟურნალისტი რომ არ ვიყავი და შემომთავაზა ამ პერიოდის განმავლობაში დისტანციურად მეთანამშრომლა მათთან – ვყოფილიყავი მათი რეპორტიორი ცხელი წერტილიდან. ძალიან გამიხარდა. ეს ამბავი ცუდ სიზმარში კარგი ამბის შემთხვევას ჰგავდა. ასე გავხდი ამხელა ტელევიზიის ნაწილი.
– ეკრანზე მართლა არ იგრძნობა, რომ ჟურნალისტური გამოცდილება არ გაქვთ. მოვუყვეთ მკითხველს, რით იყავით აქამდე დაკავებული?
– სხვადასხვა დროს ბევრ რამეს ვაკეთებდი. ახლა 24 წლის ვარ. რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვარ „ივენთების“ ორგანიზატორი. ორი წლის წინ მე გავაკეთე ბაგრატიონების ქორწილი სვეტიცხოველში და ასევე, ჩემი გაკეთებულია ბერა ივანიშვილის ქორწილი. ვმუშაობ საერთაშორისო ჟურნალ „ჰელოუში“ „სთაილინგზე“ და ასევე, ვარ ჟურნალის გაყიდვების მენეჯერი. რაც შეეხება ჟურნალისტიკას, რეალურად, ეს ჩემთვის ახდენილი ოცნებასავითაა. ბავშვობაში სახლში ვიდეოკამერა გვქონდა, რომლითაც მუდმივად ან მე ვიღებდი, ან ჩემთვის უნდა გადაეღოთ. ცხოვრების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მქონდა ჩემი პოზიცია, რომელიც სხვადასხვა პირდაპირი ეთერის მეშვეობით დამიფიქსირებია. ასე რომ, ეს ნამდვილად არ იყო ჩემთვის უცხო. თუმცა, როდესაც ამბის მოყოლის მთელი პასუხისმგებლობა შენზეა და მხოლოდ საკუთარ აზრს კი არ აფიქსირებ, ფაქტებიც უნდა გააცნო მაყურებელს, ეს ნამდვილად გამოწვევა იყო. სირთულე რეალურად ისაა, რა ვითარებაშიც
ახლა გვიწევს ცხოვრება და არა კამერასთან ამბის მოყოლა. ეს, ალბათ, ცოტა ნიჭის და ცოტა მონდომების ამბავია, რაც ყველა ადამიანს შეუძლია.
– თქვენი ჩართვების წყალობით, ყველას მეტის გაგების საშუალება მიეცა, რასაც, წესით, პოზიტიური გამოხმაურება უნდა მოჰყოლოდა.
– სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი კომპლიმენტი მოვისმინე ჟურნალისტებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ადგილობრივები ჩემს მშობლებს ეუბნებიან, ძალიან უხარიათ, როცა ჩემგან ისმენენ ამბებს და „იმედის“ უფრო აქტიური მაყურებლები გახდნენ.
– თქვენს რეგიონში როგორი სიტუაციაა დღეს?
– დღეს საგანგებო პირობებში გვიწევს ყოფნა და არავის გვინდა, ეს დიდხანს გაგრძელდეს. ახლა შემზარავად ცარიელია ქუჩები, რაც არა მხოლოდ ბოლნისისთვის, მთელი საქართველოსთვის რთული შესაგუებელია, თუმცა აუცილებელია. სამწუხაროდ, ადამიანები ისე ვართ მოწყობილი, რომ სანამ ესა თუ ის პრობლემა უშუალოდ ჩვენ არ შეგვეხება, მთელი სიმძაფრით ვერ აღვიქვამთ საფრთხის რეალურობას. როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, ბუნებრივია, ყველანი ვალდებულები ვართ, პირველ რიგში, საკუთარ და შემდგომ, სხვების მდგომარეობაზე ვიზრუნოთ. დაძაბული ფონი იყო, მაგრამ აქ ყოფნისას მივხვდი, რომ რთულია კარანტინი, თუმცა, თუ ადამიანი მას შეხედავს, როგორც მისი კარგად ყოფნისთვის აუცილებელ პრევენციულ ზომას, ყველაფერი ასატანი ხდება. დღეს საველე ჰოსპიტალში ვიყავი და ვნახე ადამიანები, რომლებიც ჩვენი კარგად ყოფნისთვის 24 საათის განმავლობაში ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ – დარაჯები, პოლიციელები, ექიმები, ჯარისკაცები. ჩვენ არჩევანი გვაქვს, შეგვიძლია, სახლში ვიყოთ, ვიკითხოთ, ფილმებს ვუყუროთ, ოპერას მოვუსმინოთ ან მოწყენილები დივანზე წამოვწვეთ. იმ ადამიანებს კი ძალიან მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. იმისთვის, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ და თუ შევადარებთ, ნამდვილად დივანზე მოწყენილი ჯდომა სჯობს ყინვაში გარეთ სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ასე რომ, უხერხულიცაა შედარება და წუწუნი სახლში ჯდომასთან დაკავშირებით.
– მოვლენების ეპიცენტრში პირველად არ აღმოჩენილხართ...
– პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური ვიყავი. მქონდა საკუთარი აზრი, რომელსაც ხმამაღლა გამოვთქვამდი. თუმცა, ჩემს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად საყდრისის პროექტი მიმაჩნია. დღეს ადამიანებმა თუ რამე იციან საყდრისის შესახებ, ეს ჩემი და ჩემი მეგობრების დამსახურებაა. კამპანიაში, რომელიც ამ საკითხის ხაზგასასმელად ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ჩემი წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ამის შემდეგ იყო ძალიან ბევრი „ცხელი თემა“, ყველა ბრძოლაში მომიწია რაღაც სახით მონაწილეობა. თუმცა, საყდრისის ამბებში, უშუალოდ, ორგანიზატორი ვიყავი.
– აი, კორონას დროს ეპიცენტრიდან ოდნავ გამოგისწრიათ.
– ძალიან მიყვარს იტალია. როდესაც ეს ამბები დაიწყო, ავსტრიაში ვიყავი. ევროტური მქონდა დაგეგმილი, რომელიც მილანით მთავრდებოდა. გეგმაში მქონდა პარიზიც, მაგრამ ამ ამბების გამო, ჩემი ტურის განახევრება და სამშობლოში ადრე დაბრუნება მომიწია. 8 მარტს დავბრუნდი და 14-დღიანი თვითიზოლაცია გავიარე.
– ანუ, ეპიცენტრს მოერიდეთ, შემდეგ იყო ორკვირიანი იზოლაცია, ახლა – კარანტინი...
– დამსდევს კორონა, სადაც წავედი იქ იფეთქა (იცინის). გულწრფელად რომ ვთქვა, არ მეშინია, რომ მე დამემართება. თუმცა, არ მინდა, შემთხვევით ისე აღმოჩნდეს, რომ მე გავხდე ვინმეს დაინფიცირების მიზეზი. სხვა მხრივ, საბედნიეროდ, მე არ შევდივარ რისკ-ჯგუფში, ამიტომ ამ ვირუსთან ბრძოლის არ მეშინია. მაგრამ ზუსტად სხვებისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის გამო ძალიან მკაცრად ვიცავ სოციალური დისტანციის წესს.
– როგორც ზემოთ ახსენეთ, ორი გამორჩეული ქორწილის ორგანიზატორი ყოფილხართ. ეს ამბები როგორ დაიწყო?
– ყველაფერი ერთ დღეში გადაწყდა. ჩემს ცხოვრებაში, ძირითადად, ასე ხდება (იცინის). სამსახურს ვეძებდი. მეგობარმა მითხრა, რომ მისი ახლობელი – ქრისტინე ძიძიგურ-ბაგრატიონის დედა, რომელსაც ცხოველებისა და ფრინველების ბაზრობა აქვს, ეძებდა სოციალური მედიის მენეჯერს. მასთან მივედი და იქ გავიცანი ქრისტინე. ამ ამბებიდან ერთ წელში ჰქონდა ქორწილი. მანამდე ჩვენ ერთად გავაკეთეთ ცხოველების გამოფენა, რომელსაც უკვე ოთხი წელია, ვაკეთებთ. ამ ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა და მივხვდით, რომ მე და ქრისტინეს, გარდა მეგობრობისა, საქმის ერთად კეთებაც ძალიან კარგად გამოგვდიოდა. ამიტომ ერთად დავიწყეთ ქორწილის ორგანიზება. შემდეგ, შევკრიბეთ დიდი ჯგუფი – „ჯორჯიან ივენთი“ და გავაკეთეთ ქრისტინეს ქორწილის ორგანიზება. ტექნიკური ნაწილის ხელმძღვანელები იყვნენ მაკა ღუბუსიძე, ნინო იოსელიანი და მარიკა დანელია, რომელმაც დეკორაცია შექმნა. შემდეგ ვიმუშავეთ ბერას ქორწილზე ვანო ჭელიძესთან ერთად, რომელიც ყოველ ახალ წელს ალამაზებს ჩვენს ქალაქს. საერთო ჯამში, ამ ხუთმა ადამიანმა გავაკეთეთ ეს ორი ღონისძიება. მე, უშუალოდ, ჯვრისწერის ცერემონიის ორგანიზატორი ვიყავი. ასე რომ, მე ვიყავი მცხეთის გადაკეტვის ბრალდების ადრესატი, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერებოდა (იცინის).

скачать dle 11.3