კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ „დააკავეს“ აკაკი კვანტალიანი

  აკაკი კვანტალიანი თავდაუზოგავად მუშაობდა თეატრში, კინოში, ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, მაგრამ მისი ხელფასი მაინც ვერ აუდიოდა მის პურმარილიანობას. მუდამ ცოლისდის ვალი ჰქონია და მეუღლესთანაც ხშირად კამათობდა ფინანსურ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი დავის შემდეგ, უმცროს ძმას, ვასოს, საქეიფოდ დაუპატიჟებია. ცოლი გაცეცხლებულა, მაგრამ, მაზლს დაუმშვიდებია: რამდენ ჭიქასაც დავლევ, იმდენი თუმანი ჩემზე იყოსო. კაკო წაჰყოლია და 44 ჭიქამდე ასულა (ძმისწული, ბიძინა კვანტალიანი ითვლიდა და ჭიქების რაოდენობასაც „ბერავდა“). ბოლოს ვასოს თანხა დაუმრგვალებია და რძლისთვის 500 მანეთი გაუგზავნია. ქალი მაინც ბრაზობდა: ისე ას ჭიქას სვამ და ახლა რა გეტაკა, 44 ჭიქაზე მეტი ვერ დალიეო?
  უყვარდა, როცა ვინმეს ეხმარებოდა – შინაურს თუ გარეულს. როცა მორიდებით ჰკითხავდნენ, ამას და ამას თუ იცნობთო, პასუხობდა: მე თუ არ ვიცნობ, ის ხომ მიცნობსო და დასახმარებლად მიჰყვებოდა. ყველა მასთან მიდიოდა – ვის ბინის მიღება უნდოდა, ვის თბილისში ჩაწერა, ვის წართმეული მართვის მოწმობის დახსნა. დიდუბის მილიციის წინ გავლისას მილიციას ხმამაღლა ესალმებოდა: „მე მიცავს ჩემი მილიცია!“ მილიციაც უზომო სიყვარულით პასუხობდა. ერთხელ, ახალგაზრდობაში, ნაღვინევ ოთარ მეღვინეთუხუცესს უჩხუბია – ვიღაც უცემია და მილიციას დაუკავებია. ვინ არ მიუგზავნიათ, მაგრამ არ გამოუშვიათ. ბოლოს კაკო კვანტალიანი მისულა. მილიციის უფროსს მაშინვე უთქვმს: ერთი პირობით გამოვუშვებ, თუ საქეიფოდ გამომყვებითო! მეღვინოთუხუცესი შინ გაუშვეს, მის ნაცვლად კი კვანტალიანი „დააკავეს“ სუფრასთან.
скачать dle 11.3