კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რა სარგებლობა მოაქვს იძულებითი შინაპატიმრობის პირობებში ატეხილ „ისტერიკული ლაგების“ პროცესს

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  ყველა ნივთი სხვადასხვანაირად მოქმედებს სახლში მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე, განწყობასა და ბიოველზე. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი ახლა, როცა ყველა სახლშია გამოკეტილი და საშინაო საქმეთა შორის, ხელების დაბანის შემდეგ, უპირველესად თუ არა, ერთ-ერთ მთავარ საქმედ საცხოვრებელი სივრცის გაწმენდა-დალაგება მიაჩნია. ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი ქალბატონი ლილი დ.
- ყველა ნივთი, რომელსაც ენერგია მიაქვს, ნეგატიურ ემოციას იწვევს, რაც ნიშანია იმისა, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოიშორო თავიდან. მაგრამ, ზოგი ნივთი ყურადღებას იმით იქცევს, რომ გამშვიდებს და გიქმნის სურვილს, მოდუნდე ან პირიქით, გააქტიურდე. მაშ ასე, ნებისმიერ ნივთს აქვს ენერგია და იმაზე, პოზიტიურია ის თუ ნეგატიური, ბევრადაა დამოკიდებული სახლის ატმოსფერო, იქ მცხოვრებთა განწყობა, ხასიათი.
- რას გვირჩევთ, როგორ ამოვიცნოთ საკუთარ სახლში „ჩასაფრებული მტერი“ და მერე გავანეიტრალოთ?
- დავიწყოთ ყველაზე საშიშით, რასაც თქვენი არაკეთილმოსურნენი მალულად ჩურთავენ სადღაც, სარჩულქვეშ და ეს შეიძლება იყოს: პატარა ტომსიკა, ნემსები, ქინძისთავები, ლურსმნები ჩარჭობილი კარის ღრიჭოებში ან სხვა მოფარებულ ადგილას. არანაკლები ძალისაა საეჭვო საჩუქრებიც - მორთმეული არცთუ კეთილგანწყობილი ნაცნობებისგან. შეეცადეთ, ძღვენი შიშველი ხელით არ გამოართვათ, ხოლო შემდეგ, ზემოხსენებულ ჯადოსთან ერთად, დაუყოვნებლივ მოიშოროთ თავიდან - გადააგდეთ, გაყიდეთ... ასევე, ძალიან საშიშია ძვირფასი სამკაულები, რადგან ოქრო-ვერცხლი, განსაკუთრებით კი ძვირფასი ქვები, წარსულის ენერგეტიკას ატარებს, რის შესახებაც თქვენ არაფერი იცით. ბევრს უყვარს სხვადასხვა, ლამაზი სტატუეტით სახლის მორთვა, თუმცა აქაც უნდა გაითვალისწონოთ, რომელი მათგანი აფრქვევს ნეგატიურ ენერგიას. მაგალითად, ასეთია უკანა თათებზე დამჯდარი ლომის ან ძაღლის გამოსახულება; თევზები - გათვალვისა და ჯადოს მსხვერპლად გაქცევთ; სპილოს ფიგურა - ზევით აწეული ხორთუმით წარმატების სიმბოლოა, დაბლა დაშვებულით - სევდის, დეპრესიის, მძიმე ფიქრებისა და სტრესის შემომტანი; ასევე, მაგიური მიზნით გამოყენებადი - ძვალი, თავის ქალა, ნიღაბი, შუშის სფერო, მედალიონი და სხვა მსგავსი სარიტუალო ნივთები წყაროა მავნე ენერგიისა; უბედურება მოაქვს ფრინველთა გამოსახულებებსაც (შაშვი, ყვავი, არწივი, მტრედი, ყარყატი) და თქვენ წარმოიდგინეთ, ზღვისპირეთიდან ჩამოტანილ სრულიად უწყინარ ნიჟარებსაც კი, ასე თავმომწონედ რომ გამოვფენთ ხოლმე ყველა ოთახში - იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ხელს უწყობს სახლში ქურდებისა და არაკეთილისმსურველთა შემოღწევას.
- გატეხილ-გაბზარულსა და მოძველებულ ნივთებზე რას გვეტყვით?
- რაც შეეხება გატეხილ ჭურჭელსა და სარკეს - თქვენგან ისრუტავს დადებით ენერგიას და სიღარიბისა და უბედურებისთვის იმეტებს მთელ ოჯახს. გატეხილი ჭურჭელი და სამზარეულოს „შებღალული რეპუტაცია“ არა მარტო დამასნებოვნებელი ბაქტერიების ბუდეა, არამედ ოჯახური სკანდალების მაპროვოცირებელიც. ამიტომ დაუყოვნებლივ გააქრეთ სახლიდან. თუმცა, გატეხილი ან გაფუჭებული - უმოქმედო ელექტროტექნიკაც არანაკლებ საზიანოა და ისიც გაიტანეთ. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ სახლში მოძველებული ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი. ეს, ეგრეთ წოდებული, „ძონძები“ ყველანაირად უშლის ხელს სახლში დადებითი ენერგიის გავრცელებას. ამიტომ, დაუნანებლად მოიშორეთ თავიდან, რათა თან გაიყოლოს თქვენი ყველა პრობლემა, ცუდი განწყობა თუ ბნელი აზრები. თუ ამ ყველაფერს ძველ, უსარგებლო ავეჯსაც თან მიაყოლებთ, ანტიკვარული რარიტეტის გამოკლებით, უფრო უკეთ გაწმენდთ სახლს უარყოფითი ენერგიისგან, რის შემდეგაც შეგეძლებათ, მშვიდად დაელოდოთ ბედნიერებას. ოღონდ ძველი ცოცხი არსად დაგრჩეთ - მას მხოლოდ უბედურება მოაქვს, გატეხილ იატაკის საწმენდ ჯოხსა და ძალიან ჭუჭყიან ტილოსთან ერთად - მალევე შეცვალეთ დალაგების ეს საშუალებები ახლით, თორემ ხშირად იავადმყოფებთ და არცერთი მიმართულებით არ გაგიმართლებთ ცხოვრებაში. ნეგატივის ტალღა წამოვა, თუ დროს გააჩერებთ, ანუ გაფუჭებულ საათს შეინახავთ. სიძველე წარსულს უკავშირდება და ის იქვე უნდა დატოვოთ. უიღბლობა რომ არ დაიბედოთ, გადააგდეთ გასული წლის კალენდარი და არც მიმდინარე თვისა თუ დღის აღმნიშვნელი გვერდი დაგრჩეთ გადაუფურცლავი. წარსულს ჩააბარეთ ოჯახის გარდაცვლილ წევრთა ნივთებიც - ფოტოები, ტექნიკა, ტანსაცმელი. გაეცით, გააჩუქეთ ან გაყიდეთ: სხვაგან ისინი არავის ვნებს, სახლში კი ნეგატივს აგროვებს.
- ცარიელ ბოთლებსა და მაკულატურაზე რას გვეტყვით?
- ქაღალდი და მინა ნეგატივის საუკეთესო გამტარია და ისე იწებებს უარყოფით ენერგიას, რომ მათ გარემოში საფრთხის დონე მაქსიმუმს აღწევს. ძველი ჟურნალ-გაზეთები აგროვებს მტვერს, ანაგვიანებს სივრცეს, ამიტომ, არა მხოლოდ სახლში, სარდაფშიც არ დატოვოთ. მტვერი ყველაზე ვერაგი მტერია - მტვრიანი იატაკი სიღარიბესა და უფულობას გიქადით; მტვრიანი გარემო ჯანმრთელობას ვნებს, რადგან ენერგიის განახლებას აფერხებს. ჭუჭყიანი ჭურჭელი კი, თუ მაშინვე არ გარეცხავთ, წყლის ნიჟარაში მაინც მოათავსეთ. ნუ დააგროვებთ ნაგავს და მით უმეტეს, გადაყრამდე კართან ნუ დადებთ. ამით ენერგიის ყველა შესასვლელსა და გასასვლელს ბლოკავთ. დაბოლოს, მცენარეთა შესახებ, რომელთა სახლში გახარებაც საფრთხის შემცველია. ყველა ეკლიანი მცენარე - კაქტუსი, ვარდი, ასკილი ბლოკავს პოზიტიური ენერგიის შემოდინებას ფანჯრიდან, თუ მაინცდამაინც, ერთი კაქტუსი შეგიძლიათ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან დადგათ. დამჭკნარ ყვავილსაც ნუ გააჩერებთ ოთახში - მისგან მომდინარე ნეგატივი ხელს უშლის სახლში მყოფთა ნორმალურ აზროვნებას, ინტელექტუალური სამუშაოს შესრულების უნარს, ცვლის მსოფლმხედველობას. ეს, რაც შეეხება ნეგატივს, რომლისგანაც შეგიძლიათ გაათავისუფლოთ სახლი, ხოლო პოზიტიური ენერგიის შემომტან ნივთებსა და საგნებზე ცალკე ვისაუბრებთ.

скачать dle 11.3