კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ვისი ბრძანება იყო ლიპარიტ ორბელიანის გამოხსნა მაჰმადიანთა მძევლობიდან, რა მიზნები ამოძრავებდა ივანე მხარგრძელს და რა სთხოვა მან თამარ მეფეს

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  1206 წელს თამარ მეფის ჯარმა, ზაქარია და ივანე მხარგრძელების მეთაურობით, სომხური პროვინცია სივნიეთი მაჰმადიანთაგან გაათავისუფლა და შემოუერთა ჩვენს სახელმწიფოს.
სივნიეთის ეპისკოპოსმა მოისურვა დის შვილიშვილის, ლიპარიტ ელიკუმის ძის გამოხსნა მძევლობიდან. შესაძლოა, ამის ინტერესი ჰქონდათ საქართველოს ამირსპასალარს, ზაქარია მხარგრძელს და მის ძმას, ივანე მსახურთუხუცესს. ისინი ორბელების დიდების ხანაში ფეოდალურ კიბეზე ორბელებზე დაბლა იდგნენ. ფაქტობრივად, ორბელების ყმად ითვლებოდნენ (ფეოდალური პრინციპით, მეფის გარდა, ყველა ვიღაცის ყმა იყო). ორბელებისა და დემნა უფლისწულის აჯანყების მერე, ორბელების ნაწილი სიკვდილით დასაჯა მეფე გიორგი მესამემ. მხოლოდ სიკვდილით დასჯილი ივანე ორბელის უმცროსი ძმა, ლიპარიტი, მისი ორი ვაჟი ელიკომი (ელიგუმ, ელიკუმ) და ივანე გადარჩნენ, რადგან უცხოეთში იყვნენ წასული აჯანყებულთათვის სამხედრო დახმარების სათხოვნელად.
  შემდეგ ივანე ორბელიანი თამარმა შეიწყალა და დააბრუნა საქართველოში. ელიკუმი უცხოეთში გარდაიცვალა. მისი მცირეწლოვანი ვაჟის, ლიპარიტის დედა მაჰმადიანმა მოიყვანა ცოლად და ციხესიმაგრეში გამოკეტა პატარა ლიპარიტი.
  საქართველოს სამეფო კარზე უკვე მხარგრძელთა გვარი გახლდათ ყველაზე გავლენიანი, განსაკუთრებით მათი განდიდების შემაკავებელი მეფე დავით სოსლანის გარდაცვალების მერე. მხოლოდ ძმები, შალვა და ივანე ახალციხელები არ ეპუებოდნენ განდიდებულ მხარგრძელებს. თუმცა, თანამდებობრივად მხარგრძელები უფრო მაღლა იდგნენ, მეტ ტერიტორიებსაც ფლობდნენ და ქონებაც მეტი ჰქონდათ.
  იქნებ მხარგრძელებს არ უნდოდათ მათი შესაძლო კონკურენტის, ორბელიანის; დატოვება უცხოეთში. ან, იქნებ უნდოდათ, ყველა გადარჩენილი ორბელიანის ზემოთ ყოფილიყვნენ ფეოდალურ იერარქიაში. არ გამოვრიცხავ, ყოფილ ვასალებს გარკვეული ვალდებულების ადამიანური განცდაც ჰქონოდათ და ამიტომ სდომებოდათ გადარჩენილი ორბელიანის ქვეყანაში დაბრუნება.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თამარ მეფეთა მეფისგან ჰქონდათ დავალება, პატარა ორბელიანის მოძებნისა. თამარ მეფე ძალიან ჰუმანური ადამიანი იყო და ალბათ, ეცოდებოდა პატარა, ობოლი ორბელიანი.
მცირეწლოვანი ლიპარიტ ორბელიანის მაჰმადიანი მამინაცვლისგან გამოხსნის სურვილი მისი ბებიის ძმას, სივნიეთის ეპისკოპოსს ექნებოდა, რა თქმა უნდა.
  სტეფანოს ორბელიანი ამის შესახებ წერს: „ხოლო ოდეს დაიპყრეს ესე ქუეყანა ზაქარია და ივანე და უღონო იქმნა სპარსეთი, მაშინ იწყეს ძიება და იტყოდენ:
– არისა ვინმე სპარსეთში ორბელიანი ნათესავისა?
აუწყა ამათ ეპისკოპოსმან სივნელთამან, სიმამრმან ელიკუმისამან, რამეთუ:
– არის ყრმა ერთი ნახჩევანს, რომელი დაჰშთა დისა ჩემისაგან, რომელსა ეწოდება ლიპარიტ, გარნა კრძალვით დაცულ ჰყავსთ“.
  რომლისათვის დიდად განიხარეს ზაქარიამ და ივანემან და ევედრნენ ეპისკოპოსსა, რათამცა გამოეყვანა იგი რომლითამე მანქანებითა“.
სტეფანოს ორბელიანის თქმით, ყველაზე მეტად მხარგრძელები იყვნენ დაინტერესებული პატარა ლიპარიტის გამოხსნით. აქ ალბათ, სტეფანოსს უნდა, ხაზი გაუსვას საკუთარი ოჯახის მნიშვნელობას და თამარ მეფის დავალებაზე მიუთითებს.
  ასეა თუ ისე, მხარგრძელებმა გადაწყვიტეს, ეს ვითარება – თამარის მხრიდან ლიპარიტ ელიგუმის ძე ორბელის გამოხსნის ბრძანება, საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ, რასაც მერე ვნახავთ. მხარგრძელებისა და სივნიეთის ეპოსკოპოსის მიერ მაჰმადიანთაგან ლიპარიტ ორბელიანის გამოხსნა დაიგეგმა ქართული ჯარის მიერ სომხური პროვინცია სივნიეთის გათავისუფლების პერიოდში.
რამდენიმე წელიწადში ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა თამარ მეფეს შესთავაზეს ირანის დალაშქვრა. გასცა ბრძანება მეფეთა მეფემ და დალაშქრეს ირანის ქალაქები ქართველებმა.
  ირანის ლაშქრობიდან დაბრუნებიდან მალე ზაქარია მხარგრძელი გარდაიცვალა. თამარ მეფემ ზაქარიას უმცროსი ძმა, ივანე მხარგრძელი დაიბარა და უბრძანა, ამირსპასალარობას გიბოძებო.
  მაგრამ ივანე მხარგრძელს უფრო მეტი უნდოდა და შეეწყალა პატრონს, დიდი საქართველოს ხელმწიფეს, თამარს – რაღაც სთხოვა.
ფეოდალური სამყაროსთვის დამახასიათებელი იყო შეწყალების თხოვნა ყმისგან და პატრონის პასუხი. ვასალი რაიმეს სთხოვდა, შეეწყალებოდა პატრონს, პატრონიც ან შეიწყალებდა და შეუსრულებდა თხოვნას ან არა. მაგრამ, ძირითადად, ყმამ იცოდა, თავისი პატრონის ხასიათი, საკუთარი დამსახურებების მნიშვნელობა სუზერენთან და ამის ანალიზის საფუძველზე აყალიბებდა ხოლმე სათხოვარს პატრონთან.
  იცოდა ივანე მხარგრძელმა თამარის გულმოწყალების ამბავი, იცოდა საკუთარი მნიშვნელობაც მის კარზე. იცოდა, როგორ გაეძლიერებინა გავლენა სახელმწიფოში, იცოდა, როგორ ეთქვა და სწორედ ისე უთხრა: უხერხულია, ჩემი ძმის მაგიერ ამირსპასალარობა მივიღო, ხალხი რას იტყვის, გევედრები, ათაბაგობით განმადიდე, რომ მხოლოდ ამირსპასალარად არ მომიხსენიებდნენ. ათაბაგობა სულთანთა წესია. მათთან ათაბაგი მეფეთა და სულთანთა მამად და გამზრდელად იწოდება. ამგვარად განადიდე შენი ჩემდამი წყალობაო.
  ამ თხოვნაში, იქნებ, სხვა, სამომავლო სურვილიც იმალებოდა. ათაბაგი, ზოგიერთ შემთხვევაში, ტერიტორიულ მმართველსაც ნიშნავდა. ასე იყო, მაგალითად, იმდროინდელ თურქთა სასულთნოში. ათაბაგები ხშირად დამოუკიდებელ მმართველად აცხადებდნენ თავს. რა ვიცით, რას უმიზნებდა საქართველოს სომხური ტერიტორიების დიდი ნაწილის გამგებელი, სომხური სარწმუნოებიდან, ალბათ, გულწრფელად ქართულზე გადმოსული ივანე მხარგრძელი.
  გარდა ამისა, ივანე მხარგრძელს ახალციხელებისთვისაც უნდოდა რაღაც ეჩვენებინა. რამდენიმე ხნით ადრე თამარ მეფის ჯარმა დაიკავა ადრე სომეხთა სამეფოს ყოფილი ქალაქი ყარსი და საქართველოს შემოუერთა. ქალაქი მეფე თამარმა სამართავად ივანე ახალციხელს გადასცა, უბოძა კარის ათაბაგობა და ამირთა-ამირობა და მონაპირეობა დაავალა. ამგვარად, ყოფილ სომხურ ტერიტორიაზე მხოლოდ ივანე ახალციხელი აღარ იქნებოდა ათაბაგი. გარდა ამისა, ივანე ახალციხელი თუ ყარსის (კარის) ათაბაგი გახდა, ივანე მხარგრძელი სამეფო კარის, მთელი საქართველოს ათაბაგობას მიიღებდა, რაც უფრო მაღალი რანგი იყო თავისთავად, თან, ამირსპასალარობასთან ერთად.
ვერ უთხრა უარი თამარ მეფემ დამსახურებულ ყმას და ამირსპასალარობასთან ერთად ათაბაგობაც უბოძა.
  ამგვარად, საქართველოს სამეფო კარზე, სავაზიროში, მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მანამდე მეფეთა მამად და მზრდელად ჭყონდიდელი ეპისკოპოსები ითვლებოდნენ. რომელთაც დავით აღმაშენებლის დროიდან სავაზიროში მწიგნობართუხუცესის თანამდებობა ეკავათ, ანუ ვაზირთა უპირველესის სახელო.
  ივანე მხარგრძელმა, ფაქტობრივად, გადატრიალება მოახდინა მთავრობაში, ამიერიდან მეფეთა მამის წოდება ივანე მხარგრძელის ხელში გადავიდა.
ლიპარიტ ორბელს, ივანე მხარგრძელის გეგმით, რაღაც ფუნქცია უნდა შეესრულებინა.

скачать dle 11.3