კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: პარსვის მერე ფეხის კანზე თმა მიბრუნდება. შემდეგ ის ადგილი იბურცება და ჩაბრუნებული თმის ამოღებაზე ხან ნემსით ვწვალობ და ხან პინცეტით. იქნებ, არსებობს რაიმე საშუალება, რომ ამ პრობლემას ადვილად გავუმკლავდე?
პასუხი: ჩაბრუნებული თმის მოშორება ადვილია, თუ ასეთ მარტივ პროცედურას მიმართავთ: სხეულის პრობლემური მონაკვეთი კარგად დაიმუშავეთ ზეითუნის ან აბუსალათინის ზეთით. მოამზადეთ ბლანტი მასა საჭმელი სოდისა და წყალისგან, კარგად წაისვით ის კანის შესაბამის მონაკვეთზე და დაიტოვეთ 15 წუთით. გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით. ჩაზრდილი თმა და კანის მონაკვეთი დარბილდება და მას მოშორებას პინცეტით სწრაფად, მარტივად და უმტკივნეულოდ შეძლებთ.
კითხვა: თმას ყოველ საღამოს ვიბან და შემდეგ ფენით ვიშრობ. დილით კი უთოთი ვისწორებ. წლებია, ასე ვიქცევი. ალბათ, ამის გამო თმის ბოლოები გამეყო და საშინელი შესახედია. არ მინდა, თმის დამოკლება და რას მირჩევთ?
პასუხი: იმისთვის, რომ თმის გაყოფილი ბოლოები დამალოთ, წაისვით ცოტაოდენი ვაზელინი. ზოგადად, კი სჯობს, დროდადრო, თმის ბოლოები შეიჭრათ. მოერიდოთ ცხელი თმის საშრობისა და უთოს ყოველდღიურად გამოყენებას.
კითხვა: მაქვს პრობლემური, მშრალი სახის კანი. ამის გამო წლებია, ფხვიერ ტონალურ კრემს ვიყენებ და ეს კანის რაიმე პრობლემას ხომ არ შემიქმნის მომავალში? რომელ ტონალურს მივანიჭო უპირატესობა?
პასუხი: ფხვიერი ტონალური კარგი დაფარვით გამოირჩევა ცხიმიანი კანისთვის. მშრალი კანისთვის კი აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი და ბაზისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფხვიერმა ტონალურმა შეიძლება, კიდევ უფრო გამოკვეთოს თქვენი მშრალი კანი.
კითხვა: მაკიაჟის გაკეთების დროს ძალიან მიყვარს ექსპერიმენტების გაკეთება და ხშირად რამდენიმე პროდუქტს ერთდროულად ვიყენებ და არც ბაზარზე შემოსულ სიახლეებზე ვამბობ უარს. ამ ბოლო დროს სახის კანზე წითელი ლაქები მიჩნდება. შეიძლება, ეს ალერგიის ბრალი იყოს რომელიმე კოსმეტიკურ პროდუქტზე?
პასუხი: ზოგადად, რამდენიმე პროდუქტის ყოველდღიურმა კომპლექსურმა გამოყენებამ შესაძლოა, სახეზე წითელი ლაქები და სხვა მსგავსი ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ახალი კოსმეტიკური პროდუქტის გამოყენებამდე კი აუცილებლად გაეცანით მის შემადგენლობას და დარწმუნდით, რომ მისი ინგრედიენტების მიმართ ალერგიული არ ხართ.


скачать dle 11.3