კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№15 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: სულ ვკითხულობ საეკლესიო ლიტერატურას, გარდა ამისა, მე ჩემებურად მესმის წმიდა წერილის ზოგიერთი ადგილი. ამის გამო დავაც მომდის ხოლმე მრევლში მათი განმარტებების დროს. როგორ მოვიქცეთ, რომ ბიბლია სწორად გავიგოთ?
პასუხი: წმიდა წერილის განმარტებისთვის უნდა მივმართოთ წმიდა მამათა თხზულებებს. როგორც ეგნატე ბრიანჩანინოვი შეგვაგონებს: „ნუ გაკადნიერდები, თავად განმარტო სახარება და წმიდა წერილის სხვა წიგნები. სულიწმიდა განმარტავს მათ წმიდა მამების მეოხებით, ხოლო ღვთის სიტყვა, სიტყვა ხსნისა, კადნიერი განმმარტებლისთვის იქცევა მომაკვდინებლად“.
კითხვა: რას გამოვხატავთ პირჯვრის წერით და რამდენად აუცილებელია ის ადამიანისთვის?
პასუხი: ვინც პირჯვარს იწერს, ის უსიტყვოდ აღიარებს იესო ქრისტეს. ჯვრის გარდასახვით მიმდინარეობს ყველა საღვთო საიდუმლო, ამითვე იკურთხება სასიცოცხლოდ აუცილებელი ყოველი საგანი. ქრისტიანი პირჯვრის წერის გარეშე არის მეომარი იარაღის გარეშე და მტერი მას იოლად დაამარცხებს.
კითხვა: რას ნიშნავს მართლმადიდებლობა? რატომ ვიწოდებით მართლმადიდებელ ქრისტიანებად?
პასუხი: ჩვენ ვართ რწმენის მართლად მადიდებელნი და ამიტომაც ვიწოდებით მართლმადიდებელ ქრისტიანებად – ვაღიარებთ იმას, რაც ჭეშმარიტად გვიანდერძა მაცხოვარმა, დაგვმოძღვრეს მოციქულებმა, გადმოგვცეს წმიდანებმა და დაადგინა აღმსარებლობად ერთიანმა წმიდა მსოფლიო სამოციქულო ეკლესიამ.
კითხვა: რამდენად მართალია, რომ უფალი უმსგავსო ფიქრებისა და უხამსი სიტყვებისთვის სჯის?
პასუხი: აუცილებლად დაგვსჯის უფალი, თუ ასეთ საქციელს სინანულით არ აღმოვფხვრით და არ შევიცვლით ცხოვრების წესს. თვით მაცხოვარი ამბობდა: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვებისთვის, რომელსაც იტყვიან ბაგენი, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს“ (მათე, 12,36).
კითხვა: არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ვერაფრით არწმუნებ თავისი საქციელის უკეთურებაში, მას მართლაც სჯერა, რომ არაფერს ცუდს არ სჩადის, რატომ უჭირს ადამიანს საკუთარი ცოდვების დანახვა უფრო მეტად, ვიდრე სხვის?
პასუხი: ყოველი ადამიანი დაბადებიდანვე ცოდვებისგან მიიდრიკება, მისი ბუნება დასაბამიდან ცოდვებმა დაამძიმა და შემდგომშიც თანდათან ხდებოდა მათი დაგროვება. თუმცა, ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, დაშორდეს ცოდვებს, თანდაყოლილი იქნება თუ შეძენილი, თუკი უფალთან მიახლოებას დაიწყებს, შეუდგება ეკლესიურ ცხოვრებას და სხვა თვალით შეხედავს საკუთარ თავს. სხვა შემთხვევაში, ყოველი კაცი სხვის ცოდვას უფრო ადვილად ამჩნევს, ხოლო საკუთარის დანახვა უჭირს. უფალი ყველას გვაძლევს საშუალებას, მოვინანიოთ ცოდვები და განწმენდილი სულით მივეახლოთ მას.
კითხვა: შეუძლია თუ არა ადამიანს, თავად აკურთხოს საკუთარი ბინა?
პასუხი: ბინას მხოლოდ მღვდელმსახურნი აკურთხებენ. თქვენ შეგიძლიათ, მხოლოდ ნაკურთხი წყალი აპკუროთ სახლს, თუმცა ეს არ არის კურთხევა.
скачать dle 11.3