კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 უნდა წავიდნენ თუ არა ქრისტიანები დღევანდელ სიტუაციაში ეკლესიაში და როგორ უნდა გავიგოთ სადამდე დაგვიცავს ჩვენი რწმენა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  უნდა წავიდნენ თუ არა ქრისტიანები დღევანდელ სიტუაციაში ეკლესიაში და როგორ უნდა გავიგოთ სადამდე დაგვიცავს ჩვენი რწმენა
– ძალიან ძნელია, გამოიტანო დასკვნა – ეკლესიაში წახვიდე თუ სახლში დარჩე. ზედმეტად არ უნდა ვინერვიულოთ და დავიცვათ ჩვენი პატრიარქისა და წმიდა სინოდის განჩინება. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებლად უნდა შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაწვდის, თუმცა ჩვენი მთავარი მოვალეობაა ეკლესიაში წასვლა. მხოლოდ სახლში დარჩენა ან ეკლესიაში წასვლა არ წყვეტს ჩვენს ნუგეშს, რადგან თუ ადამიანს არ აქვს ჭეშმარიტი რწმენა, მნიშვნელობა არ აქვს, ის სახლში დარჩება თუ ეკლესიაში წავა. მაცხოვარს უამრავი ადამიანი აწუხებდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იკურნებოდა. კურნების დროს კი შემდეგ სიტყვებს ამბობს: შენმა რწმენამ გაცხოვნა შენ. თუ სახლში დარჩებით, რწმენა გჭირდებათ იმისა, რომ უფალი იქნება თქვენთან და იქნებით მშვიდად, თუ წაბრძანდებით ეკლესიაში, იქ აუცილებლად გჭირდებათ რწმენა, რომ ღმერთი იქნება თქვენთან და მის საიდუმლოებებში მიიღებთ მონაწილეობას. მექანიკურად სახლში დარჩენა ან ეკლესიაში წასვლა ვერაფერში დაგვეხმარება.
– დღეს სოციალურ ქსელში სხვადასხვა ტიპის მოწოდებები ვრცელდება, რამაც ადამიანები ცოტა დააბნია.
– სასულიერო პირებს და ასევე მათ, ვინც სოციალურ ქსელში ძალიან ანერვიულებენ ადამიანებს, მინდა, შევახსენო, რომ ჩვენ, ყველანი, საერონიც და სასულიერონიც ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ ეკლესიის განჩინებას, წმიდა სინოდის დადგენილებას. არ არის კარგი, როდესაც რომელიმე სასულიერო პირი ან ოჯახის წევრი ადამიანს დაჟინებით სთხოვს: ლაჩარი ხარ, თუ სახლში დარჩები, აუცილებლად წამოდი წირვაზეო, არც ის არის კარგი, რომ გარკვეული სასულიერო პირი დაჟინებით სთხოვს: დარჩი სახლში, კარგად იქნებიო. ყველაფერს განაპირობებს ჩვენი სარწმუნოება, მთავარია, ჩვენ როგორ გვწამს. მოდი, ვაღიაროთ, რომ ყველას შეგვეშინდა და სასირცხვილო არაფერია იმაში, თუ ამას ვიტყვით. ვისაც არაფრის ან არავისი ეშინია, შეიძლება, ის უფრო მშიშარა აღმოჩნდეს, რადგან ცრუობდეს. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, ვისი ან რისი უნდა გვეშინოდეს. წმიდა წერილში კარგად წერია: დასაბამი უფლისა შიში არს. თუ ადამიანს უფლის შიში აქვს, მას ვერც კორონავირუსი შეაშინებს და ვერც რომელიმე ადამიანი. როგორც პავლემ დაიწყო წყალზე გავლისას ჩაძირვა, ასე დავიწყეთ ჩვენც, საეროებმაც და სასულიეროებმაც შეშინებულებმა ჩაძირვა, ვეღარ გაგვიგია, რა გავაკეთოთ. წმინდა წერილში 365-ჯერ არის ნახსენები სიტყვები: ნუ გეშინია. სანამ იესო ქრისტე ზეცად ამაღლდება, მოციქულებს დაასხამს ხელს და სულიწმიდის მადლს მიჰბერავს. მოგეხსენებათ, რომ დღეს სულიწმიდის მადლით არის აღჭურვილი ყველა მართლმადიდებელი მღვდელი. სამღვდელო მადლით შეგვიძლია, დაგეხმაროთ, დაგამშვიდოთ. მოვერიდოთო სხვა ადამიანების განკითხვას, ჩხუბს. თუ შენ რჩები სახლში და გაქვს იმის რწმენა, რომ სახლში ყოფნით კარგად იქნები და უფალი მოვა შენთან, დარჩი, მაგრამ სხვა ადამიანებს ნუ აყენებ შეურაცხყოფას. ის ადამიანები კი, ვინც მიბრძანდებიან ეკლესიაში, ეზიარებიან, ნუ განიკითხავენ მათ, ვინც სახლში დარჩნენ და არ ეყოთ გამბედაობა, ეკლესიაში წასულიყვნენ. თუ ვინმეს ადამიანური შიში აქვს, არ შეიძლება ის ამ შიშის გამო განვსაჯოთ. ხომ გახსოვთ პეტრე მოქიცული, რომელმაც სამგზის უარყო ქრისტე. შეიძლება, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამაყობენ – მე არაფრის მეშინა, წავალ ტაძარშიო, პირველი დასნეულდნენ თუ მათ მართალი, ჭეშმარიტი რწმენა არ აქვთ. ამიტომ, ნუ გამოვცდით უფალს ნურც სახლში ჯდომით და ნურც ურა მართლმადიდებლობით. ჩვენ უნდა გვქონდეს ცოცხალი, ჭეშმარიტი რწმენა, რომ სადაც ვიქნებით, იქ იქნება ღმერთი, რომელიც შეგვეწევა. ამ ყველაფერს კი ჩვენი ცხოვრების წესით აღვასრულებთ და არა დაუდევრობით, ცრუ პატრიოტიზმით ან ცრუ რელიგიურობით.
– სოციალურ ქსელში ხშირად ძველი აღთქმიდან ამოწერილ ციტატას ავრცელებენ.
– კი, ძალიან ბევრმა დადო პოსტის სახით თავის გვერდზე ესაიას სიტყვები: შედით თქვენს ოთახებში, სანამ ეს განსაცდელი არ გადაივლისო. როცა ციტირება მოგყავთ წმიდა წერილიდან, აუცილებლად წაიკითხეთ ამ მუხლის განმარტება: ვის ეუბნება, რატომ ეუბნება და როდის ეუბნება. ჩვენ ახალ აღთქმაში ვართ და ესაია ვერ ეტყოდა თავის მრევლს წადით ეკლესიაშიო. იქ სულ სხვა მოვლენებზეა ყურადღება გამახვილებული. ბრამად არ უნდა მივენდოთ გარკვეული ადამიანების ქადაგებას და უნდა გვჯეროდეს და განვსაზღვროთ, ჩვენი რწმენა სადამდე გვეყოფა და სადამდე დაგვიცავს. ხომ შეიძლება, ადამიანი კარგად არ იყოს გარკვეული საკუთარ სარწმუნოებაში, აღმსარებლობაში და ბრმად იმოქმედოს. ჩვენი რწმენა მაშინ გვიცავს, თუ ცოდვები მონანიებული გვაქვს. რას ეუბნება მაცხოვარი იმ ადამიანებს, რომლებსაც კურნავს? წადი და ნუღარ შესცოდავო. ეს არის მთავარი ჩვენს ცხოვრებაში. თუ გვინდა, ჩვენმა რწმენამ, ჩვენმა ღმერთმა დაგვიცვას, ჩვენ უნდა ვიყოთ მონანული ქრისტიანები, შენანებული უნდა გვქონდეს ჩვენი ცოდვები. თუ შენ არ განიცდი შენს ცოდვებს, არ ლოცულობ და ღმერთზე ძალიან ამ პატარა ბაქტერიის გეშინია, ყველაფერს ბოროტ ძალებს აბრალებ, ეს მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდებს. ჩვენ ბრძენი პატრიარქი, განათლებული ეპისკოპატი და კარგი სამღვდელოება გვყავს, ამიტომ დაავემორჩილოთ სინოდის გადაწყვეტილებას, წავიდეთ ეკლესიაში ცოცხალი რწმენით, გარკვეული დისტანციით დავდგეთ, ისე, როგორც მოგვიწოდებენ. სად დავდგებით, ამას რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ცოცხალი რწმენით მივეახლოთ, უფალი ნამდვილად დაგვიცავს. მაგრამ თუ არ გვჯერა და არ გვაქვს იმდენი რწმენა, რომ უფალი დაგვიცავს და ვრჩებით სახლში, სერიალებს კი არ ვუყუროთ, ბიბლია, სახარება წავიკითხოთ, ვილოცოთ და ის საქმეები გავაკეთოთ, რაც აქამდე არ გვიკეთებია.

скачать dle 11.3