კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№15 მამაკაცები და ქალები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


როცა მამაკაცს ქალის არ ესმის, ის მას სხვადასხვანაირ იარლიყს მიაწებებს ხოლმე. ამიტომაც გაჩნდნენ ქალის სხვადასხვა „ტიპები“... სახალისოა, თუმცა სიმართლის მარცვალი ამაში ნამდვილად არის.
* კაცთმოძულე ფემინისტი – ასე ეძახიან წარმატებულ ქალს, რომელიც რაღაც მიზეზის გამო „დაბოღმილია“ მამაკაცთა მოდგმაზე. ფიქრობს, რომ მამაკაცები უაღრესად პრიმიტიული არსებები არიან. მათთან საუბრისას თავი ამპარტავნულად უჭირავს. მამაკაცს უჭირს დამოუკიდებელ ქალთან კონკრენტულ გარემოში ყოფნა და ამბობს – მასთან ურთიერთობის სურვილი არასდროს მქონია, მირჩევნია, თავი შორს დავიჭიროო.
* სასოწარკვეთილი დიასახლისი – ქალი, რომელიც ყველაფერზე წავა, ოღონდ კაცი „გამოიჭიროს“. მათ ხომ პანიკურად ეშინიათ მარტოობის. თითქოს ამ ტიპის ქალებისთვის სულერთია კაცის გრძნობები. შენგან მხოლოდ სტატუსი სჭირდებათ, მეტი არაფერი.
* გოგონა, რომელიც პრინცესას კოშკშია გაზრდილი და მამაკაცს არასდროს შეხებია. გგონიათ მასთან რამე გამოგივათ? – სულაც არა, უბრალოდ, ის თავის პრინცს ელოდება.
* ქალი, რომელსაც მამაკაცები ყოველთვის ამჩნევენ – მისი თითქმის ყველა სხვა ქალს შურს. არ მალავს, რა უნდა კაცისგან და აუცილებლად აღწევს საწადელს. ის არ არის სულელი გოგო, რომელსაც საჩუქრებით „შეაბამ“, თუმცა არ ღირს ამდენი ენერგიის და ნერვების ხარჯვად.
* ქალი, რომელთანაც მხოლოდ უნდა იმეგობრო – ასეთი ტიპის ქალებს ძალიან ადვილად ესმით მამაკაცების, კარგად ესმით ურთიერთობები და შეგიძლიათ, ყველა იმ თემაზე ესაუბროთ, რაზეც სხვა მამაკაცთან ვერ ილაპარაკებდი. მაგრამ მისი შეყვარება – რისთვის? ისედაც კარგად გვესმის ერთმანეთის.
თუ ასეთ ქალთან მხოლოდ მეგობრება არ გაკმაყოფილებთ და მეტი გინდათ, აუცილებლად ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა იზრუნოთ ამაზე, თორემ მერე უკვე ვეღარ გაბედავთ მასთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმას. არადა, იშვიათი პარტნიორია. ყოველთვის მხიარული და პოზიტიურია. ყველას იცნობს, კომუნიკაბელურია, ადვილად იჩენს მეგობრებს. არასდროს შეგრცხვებათ, ასეთი ქალი მეგობრებს გააცნოთ.

ნუ დაანგრევთ

ოჯახისა და ურთიერთობის დანგრევა ზოგჯერ ძალიან ბანალურ მიზეზს შეუძლია. ყველა წყვილს თავისი „ბანალური“ მიზეზები აქვს, თუმცა არსებობს რამდენიმე სერიოზული და გადამწყვეტი მიზეზიც.
ზოგჯერ ეს განელებული, ან თუნდაც, საერთოდ გამქრალი სიყვარულია. სერიოზულ მიზეზად არასტაბილური ფინანსური მდგომარეობაც სახელდება, თუმცა ფსიქოლოგები ასე არ ფიქრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი მიზეზები, რომელიც ოჯახის დანგრევას უწყობს ხელს. თანაც, ამ პრობლემებზე თითქმის არ საუბრობენ და წყვილები ისე შორდებიან, რომ რეალურად ვერც ხვდებიან, რა მოხდა მათ შორის.
ჩაკეტილი სამეგობრო წრე
ქორწინებაში მყოფი ადამიანები, ჩვეულებრივ, მეგობრებს უმეტესად ერთად ხვდებიან და დროის უდიდეს ნაწილს ერთად ატარებენ. რა თქმა უნდა, წყვილის ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადაჭარბებული დოზით. თუ ოქროს შუალედი დაცული არ იქნება, ადამიანები ჩაკეტილ წრეში მოხვდებიან, რაც მათთვის მოსაბეზრებელი გახდება. მნიშვნელოვანია, ორივეს საკუთარი სოციალური სივრცე ჰქონდეს, სადაც მის გარდა ვერავინ შეაღწევს. ადამიანებს სჭირდებათ მეგობრები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მათ ოჯახთან და მეუღლესთან. აუცილებელია, ადამიანის ცხოვრება მრავალფეროვანი იყოს, რომ რუტინამ არ დაღალოს. როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ენდობა, მაშინ ეს ადვილად მიიღწევა. ხოლო თუ ნდობა არ არსებობს, მაშინ ბევრად უფრო ღრმა, მძიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე. აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, რა გავლენას ახდენენ მეგობრები თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე.
მოფერების დეფიციტი
წყვილის ურთიერთობაში მოფერება უმნიშვნელოვანესია. თუ ასეთი ურთიერთობა წყვილს შორის იშვიათია, ესე იგი, სერიოზული პრობლემები აქვთ. არ არის გამორიცხული, ოჯახი დანგრევისგან მსუბუქმა მოფერებამაც კი იხსნას. მოფერება გამოხატავს თანაგრძნობას, მხარდაჭერასა და მზრუნველობას. გახსოვდეთ, ხშირი მოფერება თმაზე, ხელსა და სახეზე შესაძლოა, თქვენი ურთიერთობის მხსნელი აღმოჩნდეს.
საშინაო საქმეების მხოლოდ ერთზე გადაბარება
საშინაო საქმეების მონოპოლია ერთ-ერთის მხრიდან ძალიან ცუდი ნაბიჯია ურთიერთობისთვის. დადგენილია, რომ წყვილებს, რომლებიც საშინაო საქმეებს იყოფენ, გაცილებით ჯანმრთელი ურთიერთობა აქვთ. პარტნიორების შეთანხმებული მოქმედება ხელს უწყობს მათ დაახლოებას და ბედნიერი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
დუმილი
თუ თქვენი ურთიერთობის დადებით და უარყოფით მხარეებზე არასდროს საუბრობთ, არასწორად იქცევით. საუბარი შესაძლოა, არასასიამოვნოდ წარიმართოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც ისაუბრებთ განვლილ დღეებზე. თქვენს პარტნიორს გული უნდა გადაუშალოთ და ყველაფერი უთხრათ. ჰკითხეთ მას, რამ გაანაწყენა ან, პირიქით, გააბედნიერა ბოლო ერთ კვირაში. ამ ტიპის საუბრები მხოლოდ დადებითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე. კომუნიკაცია ნიშნავს კომპრომისსა და გადაჭრილ პრობლემებს. დაფიქრდით, შეაფასეთ, რამდენად დგას თქვენს ოჯახში ან ურთიერთობაში მსგავსი პრობლემები და დაიწყეთ მუშაობა მათ აღმოსაფხვრელად.
скачать dle 11.3