კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 გამოიყენეს თუ არა მსოფლიოს დაინტერესებულმა ძალებმა კორონავირუსის პანდემია ღმერთის წინააღმდეგ საბრძოლველად და რატომ დაემთხვა ყველა კონფესიის მთავარ რელიგიურ დღესასწაულებს მოსახლეობის იზოლაცია

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  თითქოს კორონავირუსის პანდემია არ ეყოფოდა მსოფლიოს, მორიგ სამიზნედ რწმენაც იქცა. ისე მოხდა, რომ დედამიწის ლამის ყველა სალოცავი დაიკეტა: მექა დაცარიელდა, რომის პაპმა მარტომ ილოცა ვატიკანში, ცარიელ მოედანზე (რაც, ჩემი აზრით, უფრო დამთრგუნველი სანახაობა იყო) და, ცხადია, ჩვენს ქვეყანაშიც წამოიწყეს შეტევა მაზიარებლებზე, ეკლესიების გამოკეტვის აუცილებლობაზეც ალაპარაკდნენ, ანუ პროცესს კარგად ნაცადი ბოლშევიკური იდეოლოგიის ელფერი დაჰკრავს. უცნაურია, მაგრამ პანდემიის პიკი დაემთხვა თითქმის ყველა ძირითადი რელიგიის რელიგიურ დღესასწაულებს, ეს მხოლოდ დამთხვევაა თუ, რელიგიის ენაზე რომ ვთქვათ, ამაში რაღაც დემონურიც იკითხება? – ამ თემას „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარესთან, მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.
– რამ გამოიწვია აგრესია სარწმუნოებისადმი? შემთხვევითია, ანუ მხოლოდ შიშის ბრალი, იმიტომ რომ დიდი თვალები აქვს?
– შემთხვევით არაფერი ხდება ამქვეყნად. თუ გადავავლებთ თვალს, თუნდაც, მხოლოდ ბოლო 30 წელს, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში, მინიმუმ ბოლო 200 წლის განმავლობაში, ყოველი ხელისუფლება, როგორც კი ოდნავ მაინც მიეცემოდა საბაბი, გამოსულიყო ეკლესიის წინააღმდეგ, ამას აუცილებლად აკეთებდა. ამას დაემატა ისიც, რომ რადგან დამოუკიდებელ საქართველოში პირდაპირი ფრონტალური შეტევა ეკლესიაზე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა, სხვადასხვა მექანიზმი შეიმუშავეს. იყენებენ თითიდან გამოწოვილ საბაბებს, რომ, მათი ჭკუით, დარტყმა მიაყენონ ეკლესიას. ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება გახლდათ კორონავირუსის თემაც. ჩვენ ვხედავთ, როგორ აიტაცეს, ძირითადად, მედიამ, არასამთავრობოებმა თუ მთელმა რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგები. ლოგიკურად შევხედოთ საკითხს: საქართველოს ეკლესიამ იმთავითვე დასვა მკაფიო აქცენტები. ყველაფერში ვემორჩილები ხელისუფლებას, კეისარს – კეისრისა, მაგრამ ღვთის დიდებას ვერ შევწყვეტ, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის დაცვა, მათი ჯანმრთელობა ამ ლოცვებზეც არის დამოკიდებული. ვისაც ფიზიკურად ტაძარში მოსვლა არ შეუძლია, მასთან ჩვენ მივალთ სახლში, ანუ ყველაფერი, ყველა მექანიზმი და თავდაცვის საშუალება გამოაცხადა საქართველოს ეკლესიამ. მაგრამ არა – საუბარი დაიწყო იმაზე, ჩაატარებ თუ არ ჩაატარებ წირვას, რომ მრევლი და სასულიერო პირები გაყონ ერთმანეთისგან, მრევლმა ცალკე ილოცოს, სასულიერო პირებმა ცალკე ილოცონ. მთელი ამ კორონავირუსის ერთთვიან მონაკვეთში ქრონომეტრაჟი შეგვიძლია, დავთვალოთ პოლიტიკური მედიის და, ალბათ, ყველაზე დიდი დრო ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას დაეთმო – დაწყებული დამცინავი ქილიკით, ზიარებაზე ერთი კოვზის გამოყენების არაჰიგიენურობაზე და დამთავრებული ლამის ბრალის დადებით ეკლესისთვის, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის.
– საბჭოური იდეოლოგიის ასოციაციას იწვევს, რელიგია ხალხის ოპიუმიაო და ეს ასოციაცია პირადად ჩემთვის უფრო დამთრგუნველია, ვიდრე პანდემია.
– ეს იმას ჰგავს, როდესაც თავის დროზე ბოლშევიკებმა გაასამართლეს წმიდა მოწამეთა მხეიძეთა ნეშტი და ბრალი დასდეს მოსახლეობის მოტყუებაში. ისევე, როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში ასამართლებდნენ სასულიერო პირებს ხალხის მიტყუებისთვის, ცრურწმენების გავრცელებისთვის და ხალხის გაუბედურების მცდელობისთვის. ზუსტად იგივე რიტორიკაა, მაგრამ სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველოს ეკლესიამ დაიკავა სწორი პოზიცია. შეიძლება, ის ლოიალურია ყველასადმი მიმდინარე, ყოფით საკითხებში, მაგრამ ის არის პრინციპული იმ საკითხებში, რაც საღვთო განგებულებითაა განსაზღვრული. ჩვენ ვნახეთ, რა ლამაზი სანახავი იყო ეკლესიები წირვის დროს. ეშმაკი მაინც ღვთის მაიმუნია და მაინც უფლის სადიდებელ საქმეს ემსახურებაო, ასეთი გამოთქმაცაა საეკლესიო წრეებში და პირიქით, ვისიამოვნე, როდესაც მრევლი მოწესრიგებულად იდგა ტაძარში, ტაძრის ეზოში, არც ზედმეტი მოძრაობა, არც გადაჩურჩულება, რომელიც ჩვენ, არაორგანიზებულ მრევლს ხშირად გვახასიათებს ხოლმე. ასე რომ, მრავალ შემოტევას გაუძლებს ეკლესია, მთავარია, უფლის რწმენა არ დავკარგოთ და აქაც ეკლესიამ გამოყო პრიორიტეტები: სულიერება, ღმერთი – ეს სხვა კატეგორიის საკითხებია, ელემენტარული ჰიგიენური წესების დაცვა და ხელის დაბანა – სხვა საკითხი. ვიღაცებს აქვთ სურვილი, რომ ეს საკითხები ერთ დონეზე გაიყვანონ, მაგრამ ესეც აღკვეთა ეკლესიამ და ხელისუფლებაც და სხვებიც იძულებული გახდნენ, ეღიარებინათ, რომ ეს შეტევაც გაუცუდდათ.
– მოჰყავთ ასეთი არგუმენტიც: თუ ღმერთი წყვეტს ყველაფერს, მაშინ ექიმთან არ უნდა დადიოდნენ სასულიერო პირები და მრევლი და წამლებსაც არ უნდა იღებდნენო. ხანდახან მგონია, რომ განზრახ ამბობენ ამას, იმიტომ რომ ექიმი და წამალი სხეულისაა, ღმერთი – სულის. სხეული და სული კი სხვადასხვა რამაა, თუმცა სწორედ სულის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული სხეულის გაჯანსაღებაც და სულიერებასაც რომ თავი დავანებოთ, დღეს მსოფლიოში მოდური პოზიტიური აზროვნებაც ამ პრინციპს ემსახურება, ფიქრის, აზრის, სულის სიმშვიდის დარღვევა იწვევს დაავადებებსო.
– ეს არის ბოლშევიკური აზროვნება, რომელიც ერთმანეთში აღრევს მთავარსა და მეორეხარისხოვანს, სულიერსა და ხორციელს, იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, მეტი დაბნეულობა გამოიწვიოს საზოგადოებაში, ერთ დონეზე გაიყვანოს ყოველდღიური და სულიერი საკითხები. მათ უნდათ, წაშალონ განსხვავება კეისრისა და ღმერთის მისაცემს შორის, ადამიანების ზომბირების მიზნით, რომ შიშისა და სამომავლო გაუცნობიერებელი ტრაგედიის ფაქტორმა ადამიანს დააკარგვინოს ადამიანური სახე და მიიღონ ის მასა, რომელიც სჭირდებათ. რაც შეეხება მედიცინისა და რწმენის საკითხს: ძალიან ბევრი ღირსეული მოძღვარი, ამავე დროს, იყო ექიმი, თავი რომ დავანებოთ პანტელეიმონ მკურნალს, კოზმასა და დამიანეს. ასევე, ძალიან ბევრი მოქმედი ეპისკოპოსიც სამედიცინი წრის წარმომადგენელი იყო. ყველანი უფლის მფარველობის ქვეშ ვართ: მშენებელი – თავისი მიმართულებით, ექიმი – თავისი მიმართულებით, ეს იგივეა, მშენებელმა რომ თქვას, უფალმა დააწყოს ბლოკები ერთმანეთს და ააშენოსო. უფალი გაძლევს ამის უნარს, ამ მადლს. აი – ეს დაპირისპირებაც სამედიცინო სფეროსა და რწმენას შორის ბოლშევიზმის მორიგი გამოვლენაა. საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერის, ფიზიოლოგ პავლოვის ცნობილი ფრაზაა, რაც ვაკვირდები სისხლის მიმოქცევას, თანდათან მით უფრო მორწმუნე ვხდებიო. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც მათემატიკიდან მივიდნენ რწმენამდე: როდესაც გაიაზრეს სამყაროში შექმნილი წესრიგი, ამ წესრიგის შემქმნელამდეც მივიდნენ და დღეს მორწმუნეები არიან. უბედურება ისაა, რომ, თუკი გონებით, განცდით არ მიდიხარ, ტკივილი მაინც მიგიყვანს ეკლესიაში და ჩვენი მრევლის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ ტკივილითაა ეკლესიაში მისული.
– ჩემთვის საინტერესო ისიცაა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა, ანალოგიური ვითარებაა ყველა სარწმუნოებაში. მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც დაიხიეს უკან, იერუსალიმში მაცხოვრის შობის ტაძარი კარგა ხნის წინათ დაიკეტა, მექაში სალოცავად არავინ დადის, სინაგოგები დაკეტილია, რომის პაპი ეულად ლოცულობს. ღმერთი, ზოგადად, რატომ გახდა მიუღებელი და ზედმეტი ამ ეპოქისთვის?
– ჩვენ ამ სამყაროს ნაწილი ვართ და იქ არსებული პროცესები ჩვენზეც ახდენს გავლენას. ამიტომაც ვერ ავიცილეთ ბოლშევიზმისა და სოციალიზმის ტალღა. ჩვენ ჩვენსას ვტირით, მაგრამ შევადაროთ ერთმანეთს ტრამპისა და ობამას განცხადებები. იმავე ევროპას, რომელიც მულტიკულტურიზმს უჭერდა მხარს, ცხოვრებამ აჩვენა რომ მულტიკულტურიზმის ადგილი ევროპაში აღარ არის. თავის დროზე გერმანიის კანცლერმა და ბრიტანეთის პრემიერებმა ეს განცხადებები გააკეთეს, რადგან მათ დაინახეს, რომ, როდესაც რაღაც კომპრომისებზე მიდიხარ, შემდეგ ეს უარესად გიბრუნდება. ამიტომ უნდა გააცნობიერო, რას და რას შორის უნდა მონახო კომპრომისი. საერთოდაც, კაცობრიობას ახასიათებს ამ ხედვების ციკლურობა და ბოლო პერიოდში ყველამ დაინახა, რომ ან უკიდურეს ფანატიზმში გადადის რელიგიური ცხოვრება, ან ფსევდოლიბერალიზმის ფრთებქვეშ ანტირელიგიური და ანტიეკლესიური წესით ცხოვრობენ ადამიანები, ეს მსოფლიო პრობლემაცაა და კორონავირუსმა გამოაჩინა, ვინ როგორ იქცევა, ვინ არის ღმერთთან და ვინ ჩამოსცილდა მას. ვნახეთ თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება ეკლესიასთან, ღმერთთან, ერთმანეთთან. ამ სიტუაციაში მაშინვე ჩანს, ვინ არის შენი საყვარელი ადამიანი, ვისი ბედითაც ინტერესდები. შენ მზად ხარ, ჩაეხუტო მას?! კორონავირუსმა ჩვენი ნაკლოვანებებიც წარმოაჩინა და დაგვანახვა ჩვენი თავი სარკეში. იგივე, თუნდაც, ევროპაში, როდესაც დაინახეს, რა შეიძლება, მოჰყვეს გაუცხოებას. თუ თავიდან იყო ტენდენცია, ყველამ ჩვენს თავს მოვხედოთო, მერე მიხვდნენ, რომ საერთო პრობლემას ერთობლივად უნდა მიეხედოს და უკვე გადაიდგა ამისკენ ნაბიჯები. პირველმა შოკმა გაიარა და ყველა მიხვდა, რომ საერთო მტერს საერთო ძალისხმევით უნდა ვებრძოლოთ. ეს პროცესი ბიბლიაში გვიწერია, სახარებიდანაც ვიცით. თუნდაც, ის ფაქტი, რომ მეორედ მოსვლას ველოდებით და ეს მოხდება მაშინ, როდესაც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გაუცხოვდებიან და დაივიწყებენ ღმერთს. როცა ვამბობთ, რომ ახლოსაა მეორედ მოსვლის ჟამი, ამით იმასაც ვამბობთ, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ერთმანეთსა და ღმერთს გავუუცხოვდებით. საკუთარ ეროვნულ ფესვებს რომ მოსწყდება ადამიანი, იმაზე დიდი მტერი ქვეყანას არ ჰყავს ან როგორც კი ადამიანურ ფაქტორს დაივიწყებ და ამაში, უპირველესად, იგულისხმება, რომ შენ, როგორც ღვთის ხატად გაჩენილი, უარს ამბობ ამ ხატებაზე და მიჰყვები მაიმუნის ევოლუციის გზას. საქართველოს ეკლესიამ შეინარჩუნა თავისი მდგრადობა და არ შეცვალა არაფერი, გარდა გარეგნული ელემენტებისა, მაგრამ ძალიან ბევრმა დაგვანახვა, რომ მას არ ძალუძს ძირითადი ღირებულებების თვისებრივად შენარჩუნება.
– არის კიდევ ერთი მომენტი, საზოგადოების წევრების არც თუ მცირე ნაწილი მტრად აღიქვამენ ეკლესიას და ხანდახან მგონია, რომ მზად არიან, მრევლი ეკლესიებში გამოკეტონ და დაწვან, იმდენად ეშინიათ დაავადების.
– შიში უკვე დაავადებაა... წახალისებულია იმ ადამიანების ქმედებები, რომლებიც ჩაბმული არიან ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვიცით, რომ ამ განცხადებების უკან გრანტები დგას. ამას გარდა, არიან ადამიანები და ჩვენ ვიცით, რომ ადამიანთა გონება უკეთურობისკენაა მიმართული, რომლებისთვისაც ეკლესია მიუღებელია. სახარებაში გვიწერია, ბნელს ნათელი სძულსო და არიან ათეისტებიც, ბოლშევიკები ხომ არ ვართ, არ გავითვალისწინოთ მათი მოსაზრება?! მაგრამ, როდესაც ისინი ილანძღებიან, ეს გვიჩვენებს, რომ ისინი დაინტერესებული მხარეა. თან, სულ რაღაც, 70 წლის წინათ მებრძოლ ათეისტთა კავშირი არსებობდა და დღევანდელი მოსახლეობის წინაპრები იმ მებრძოლ ათეისტთა რიგებში იყვნენ. ბოლოს და ბოლოს, ათეისტურ სახელმწიფოში ვცხოვრობდით. 400 000 კომუნისტი გვყავდა და 600 000 კომკავშირელი, რომლებიც ანტიეკლესიურ პროპაგანდას ეწეოდნენ. მათი მემკვიდრეა უმეტესობა, პირდაპირი მნიშვნელობით.

скачать dle 11.3