კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 პანდემიური სიმჭიდროვე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

როცა მჭადი შაქარია
  მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ად წოდებულმა ვირუსმა კაცობრიობა ისე შეაშფოთა, რომ სხვა ვეღარაფერზე ფიქრობენ ადამიანები, მიუხედავად იმისა პანიკა ხელოვნურია თუ ბუნებრივი, პოლიტიკური ვითარებაც იცვლება და დამოკიდებულებებიც, თავის ფასეულობებიანად. მართალია, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ეცდებიან და ცდილობენ შექმნილი ვითარების სათავისოდ გამოყენებას (იმას გარდა, რომ მსხვილი კორპორაციებიც არ სხედან უქმად – სწორედ მათ მიეცათ კიდევ უფეო დიდი ფულის შოვნისა და გავლენების გაფართოების საშუალება), ისე მოხდა, რომ „ნატომ“ საქართველოსთან და უკრაინასთან რადარებიდან მიღებული ინფორმაციის გაცვლის გადაწყვეტილება მიიღო არც მეტი, არც ნაკლები, საჰაერო სივრცის ერთობლივად გაკონტროლების მიზნით.
  ეს ამბავი გენმდივანმა სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და კიდევ ერთხელ შეგვაგულიანა, რომ ეს დამატებითი ერთი ნაბიჯია თბილისისა და კიევის ალიანსთან კიდევ უფრო დასაახლოებლად.
  დღესავით ნათელია, რომ ალიანსში გაწევრიანებას ეს ვერ დააჩქარებს, მაგრამ იმას კი დაზუსტებით მოასწავებს, როცა გშია (ანუ კრიზისია), ზაქარია (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – „ნატოსთვის“), ცივი მჭადიც (ესე იგი, საქართველო და უკრაინა) შაქარია (ევროკავშირელ პარტნიორებზე უტკბესია).


скачать dle 11.3