კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ სახლებში ვრცელდება ადვილად ვირუსი და რა უნდა ატაროთ კორონავირუსისგან დასაცავად

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ჩინელები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ ფენ-შუის ცოდნის მაღალი ხარისხით და საინტერესოა, რამდენად იცოდნენ მათ, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რამდენად იყვნენ ინფორმირებული ვარსკვლავებისგან და რის გამო ვერ შეძლეს იმ საფრთის აცილება, რომელიც მათი, აღმოსავლეთ მდებარე პროვინციული დასახლებიდან დაიწყო და მსოფლიო მოიცვა. ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ, ფენ-შუის სპეციალისტს ეკა კვარაცხელიას და რასაკვირველია, ის რჩევებიც მოვისმინეთ, რასაც ეს სფერო მოიცავს და ავადმყოფობასთან საბრძოლველად გამოგვადგება.
  ეკა კვარაცხელია: ქალაქ უხანზე იმიტომ გავამახვილებ ყურადღებას, ანუ ჩინეთის პროვინციაზე, რომ   წელს, ფენ-შუის მიხედვით, მფრინავი ვარსკვლავების სისტემაში, „ვარსკვლავი 5“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური, ცუდი, ნეგატიური, ანუ ადამიანებისთვის და შესაბამისად, ქვეყნებისთვის, პრობლემის მომტანი ენერგიით ხასიათდება, აღმოსავლეთით განთავსდა. ანუ, პრობლემა რომ აღმოსავლეთიდან წამოვიდოდა და წელს ჩინეთს გაუჭირდებოდა, ეს მათ ძალიან კარგად იცოდნენ. მაგრამ შესაძლოა, არ იცოდნენ, კონკრეტულად რა იქნებოდა – ვირუსული სახის, ეკონომიკური კრიზისი, ომი თუ ასე შემდეგ, თუმცა, ფაქტია, მათ იცოდნენ, რომ ქვეყანა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგებოდა. როგორც ცნობილია, 2020 ლითონის ვირთხის წელი გახლავთ. ეს არ არის ქალური – ინური, ანუ პასიური ლითონი, ანუ ეს გახლავთ ძალიან აქტიური, მამაკაცური ენერგიის მატარებელი – იანური ლითონი. ჩინურ მედიცინაში ლითონი სიმბოლიზირებს სასუნთქ ორგანოებს და რა თქმა უნდა, შესაბამისად, ფილტვებს. ვირუსი კი, როგორც ვხედავთ, პირდაპირ სასუნთქ გზებზე მოქმედებს. ლითონის ვირთხა – ეს გახლავთ სიმბოლურად ლითონი, რომელიც ძლებს წყლის ზედაპირზე. ეს იმას ნიშნავს, რომ წყალი გამოფიტავს ლითონს და ის ხდება სუსტი. ანუ მიწის სტიქია, რომელიც მას ამაგრებს და ცეცხლი, რომელიც ამას აფრთხობს, აბსოლუტურად არ არსებობს კოსმოსში, ანუ დეფიციტია. იმისთვის, რომ ლითონი იყოს ხარისხიანი და გამოწრთობილი, მას სჭირდება ცეცხლი. ეს კი არის ლითონი, რომელსაც არ აქვს გამოწრთობის საშუალება, ამიტომ ის არის ცივი, მსხვრევადი და არაჯანსაღი ანუ ავადმყოფი. წყლისა და ლითონის ასეთი კომბინაცია, როდესაც არ გვაქვს ცეცხლი და მიწა, გვამცნობს იმაზე, რომ ლითონი არამყარი და დაჟანგულია. ჩინური მედიცინის თვალსაზრისით, ეს ნიშნავს ფილტვებისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებას და ავადმყოფობას. ამიტომ ჩინელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მათ ქვეყანაში, ამ მხრივ, რაიმე პრობლემა აუცილებალად შეიქმნებოდა. მოვლენები კორონავირუსთან დაკავშირებით, რომელიც ახლა ხდება, განამტკიცებს ამ თეორიას – ანუ, იანური ლითონის სიმბოლური განსახიერება გახლავთ მახვილი და იარაღი. სიმბოლურია ისიც, რომ ვირუსი პირველად აღმოცენდა უხანში,რომელიც სიტყვა-სიტყვით რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს „ომის ადამიანს“, ანუ უ – ბრძოლას, ხანი კი – ადამიანს. ადგილის სახელწოდებაც კი – „ომის ადამიანი“, იმაზე მიანიშნებს, რომ ეს უხილავი ბრძოლა, სწორედ, უხანიდან წამოვიდა და გავრცელდა. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, ვირთხა წყლის ყველაზე ძლიერი ელემენტია, ზოდიაქოს ყველა ცხოველს შორის. ჩინური მეტაფიზიკის ხუთ ელემენტს თუ გადავხედავთ – მიწა, ხე, ცეცხლი, წყალი და ლითონი, ისინი შეიძლება, დავყოთ ხუთ ემოციად და ხუთ განწყობად, ანუ ხუთ ფსიქოტიპად. ჩინურ კლასიკურ მედიცინაში ლითონი სიმბოლიზირებს ნაღველს, დარდს, მწუხარებას, ხე – მრისხანებას,  ცეცხლი – ბედნიერებასა და ოპტიმიზმს, წყალი გახლავთ შიში, მიწა კი – გახლავთ მედიტაცია. წარმოიდგინეთ, კოსმოსში არის ჭარბად წყალი და ლითონი, წყალი, როგორც ვთქვით, არის შიში, ლითონი კი – ნაღველი და დარდი. აქ არ გვაქვს მიწა, რომელიც მედიტაციას უწყობს ხელს, არ გვაქვს ცეცხლი, რომელიც ბედნიერებასა და დადებით ემოციებს გვაძლევს და გვაქვს ხის ნაკლებობა, რომელიც მრისხანებას განასახიერებს. წყლის ყველაზე უტყუარი საწინააღმდეგო ელემენტი არის ცეცხლი, რომელიც პასუხისმგებელია დადებით ემოციებსა და ბედნიერებაზე და მისი სიმბოლური ფერი გახლავთ წითელი. ამიტომ, იყენებენ ჩინეთში წითელ ფერს ყველა დღესასწაულზე. წყალი კი მისი მოწინააღმდეგე სტიქიაა და მას მოაქვს შიშის ემოციები. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ვირთხის წელს ადამიანები საყოველთაო პანიკამ მოიცვა, ეშნიათ ყველაფრის, მაგალითდ დასნებოვნების და ატარებენ ნიღბებს, ეშნიათ ქუჩაში გასვლის, ურთიერთობების... ასე რომ, კოსმიურად წყლის ელემენტია ძალიან ჭარბი და ეს განაპირობებს შიშის ფაქტორს – ადამიანები იკეთებენ მარაგს და ერიდებიან ერთმანეთს.
– ანუ, როგორც აღმოჩნდა, ვირუსი ასოცირდება წყალთან და ამიტომაც სწრაფად ვრცელდება ცივ ამინდში და კვდება მაღალ ტემპერატურაზე?
– დიახ, ასეა. აღმოჩნდა, რომ ვირთხის ძლიერი წყლის ელემენტი ცუდად მოქმედებს მათზე, ვინც განიცდის ცეცხლის ელემენტის ნაკლებობას ან ვისთვისაც წყალი არასასრგებლო ელემენტია. ეს კი ადამიანის პირადი დაცვის რუკის შექმნის შემდგომ ვლინდება. ამ თეორიის საფუძველზე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება, როცა დადგება ცეცხლის სეზონი, ანუ ეს არის, მაისისა და ივნისის თვეები.  2020 წელს, გვაქვს კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელსაც ჰქვია 7 და რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ადგილას. ხოლო პრობლემების ვარსკვლავი – „ყვითელი 5-იანი“ – აღმოსავლეთ მხარეს იმყოფება. სერიოზული კერები გავრცელდა იაპონიაში, კერძოდ იოკოჰამაში და სამხრეთ კორეაში, ქალაქ კებუში, რომლებიც ანალოგიურად მდებარეობენ იაპონიისა და სამხრეთ კორეის აღმოსავლეთ მხარეს. როგორც აღმოჩნდა, ეს ორი ქალაქი ერთ გეოგრაფიულ პარალელზე, 35-გრადუსიან განედზეა. ამით რისი თქმა მინდა... შესაბამისად, რომ ვამბობთ, აღმოსავლეთი არის პრობლემური, აქვე ჩვენ, ფენ-შუის სპეციალისტები, განვიხილავთ სახლებს და ვამბობთ, რომ 2021 წლის თებერვლამდე ყველაზე პრობლემური, არის ის სახლები, რომელთა ცენტრალური შემოსასვლელი კარი გაჭრილი აქვთ აღმოსავლეთ მხარეს. ასევე, „ავადმყოფობის ვარსკვლავი 2“ დაჯდა სახლებში, სადაც კარი სამხრეთით არის გაჭრილი და ესეც პრობლემური გახლავთ ავადმყოფობის თვალსაზრისით. ანუ, ასეთ სახლებში ვირუსული, ავადმყოფური, ემოციური თუ სხვა პრობლემები უფრო მეტად იქნება აქტიური. ასეთ სახლებში ადამიანებმა მეტად უნდა დაიცვან თავი, ვიდრე, დავუშვათ, ისეთ სახლებში მცხოვრებლებმა, რომლებსაც კარი დასავლეთის მხარეს აქვთ.
– თუ არსებობს რეკომენდაციები, როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა, თუ ასეთ სახლში ვცხოვრობთ და თუ არსებობს, ვირუსის ენერგიის შესასუსტებელი რაიმე ფენშუისეული მეთოდები?
– მაგალითად, სახლის შემოსასვლელ კართან თუ მოათავსებთ პატარ-პატარა სიმბოლურ ნივთებს, თქევნთვისვე იქნება სასიკეთო. ხოლო, რომ დაადგინოთ, თქვენი შემოსასვლელი კარი ჰორიზონტის რომელ მხარეს მდებარეობს, კომპასი დაგეხმარებათ. მაშ ასე, სახლები, რომელთა ცენტრალური შემოსასვლელი კარი გაჭრილია ჩრდილოეთის მიმართულებით, მათ ვურჩევ კარის მარჯვნივ ან მარცხნივ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, დაკიდოთ დაახლოებით, 30-დან 50-მდე სანტიმეტრის სიგრძის, სამკუთხედი ფორმის ქსოვილი ან ქაღალდი. წითელი ფერი განასახიერებს ცეცხლს და რადგან ჩრდილოეთი წყლის მხარეა, ზედმეტი წყალი არ გვინდა და გვჭირდება ბედნიერება, იღბალი და ჯანმრთელობა, დაკიდეთ ეს წითელი სამკუთხედის ფორმის სიმბოლო. სამკუთხედი კი იმიტომ, რომ ეს არის ზემოთ მიმავალი ცეცხლის ენერგია, რომელიც გაანეიტრალებს ზედმეტ წყალს, რომელიც წელს არანაირად არ გვჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანია ხუთი ელემენტის ბალანსი – ცეცხლი, მიწა, ლითონი, წყალი და ხე. ფენ-შუი კი არის თეორია და სწავლება, რომელიც მიისწაფვის ამ ხუთი ელემენტის დაბალანსებისკენ ჩვენს გარემოცვაში. რაც, შესაბამისად, იძლევა ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კარიერულ წინსვლას, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებას თუ პოზიტიურ ფორმაში გავრცობას. ყველანაირი ჰამორნია მოაქვს ენერგიების დაბალანსებას. ამიტომ უნდა დავუპირისპიროთ წყლის სტიქიას ცეცხლის სტიქიის სიმბოლო წითელი სამკუთხედი. რაც შეეხება სახლებს, რომელთაც შემოსასვლელი კარი სამხრეთით აქვთ, უნდა დავდოთ ორი ცალი წითელი სანთელი და დღეში ოცი წუთით მაინც უნდა დაანთოთ ის. არ აქვს მნიშვნელობა, სანთელს კარის მარჯვნივ დადებთ თუ მარცხნივ. ან, შეგიძლიათ, ცენტრალურ შემოსასვლელ კართან დაამონტაჟოთ წითელი განათება და ორი საათით დატოვოთ ანთებული. ეს იმისთვის გჭირდებათ, რომ ავადმყოფობის ვარსკვლავის – ნომერი 2-ის, ენერგიის გასანეიტრალებლად, გვჭირდება ცეცხლის ენერგიის მეტად გააქტიურება და ავადმყოფობის ენერგიის სიმბოლურად დაწვა. ყველაზე კარგი და იღბლიანი წელს არის სახლები, რომელთა ცენტრალური შემოსასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთის, ჩრდილო-დასავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. თუმცა, აქაც ვიძლევით გარკვეულ რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ დავაბალანსოთ ნეგატიური და პოზიტიური ენერგიების ზემოქმედება. სახლებში, რომელთაც კარი დასავლეთით აქვთ, შემოსასვლელთან უნდა დააწყოთ კენჭები და დატოვოთ მთელი წელი, 2021 წლის თებერვლამდე. ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით გვჭირდება წითელი სანთლები და ამ ფერის განათება. სამხრეთით კი შემოსასვლელ კარზე უნდა დავკიდოთ 6 ცალი მონეტა ან რაიმე ჭედური ლითონის ნაკეთობა, ლითონის ქარის მუსიკა ან ზანზალაკი. სამხრეთი ცეცხლის სტიქიის მხარედ განიხილება და იმისთვის რომ ეს ცეცხლი გავანეიტრალოთ და ავადმყოფობის ენერგია დავწვათ, მისი ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავიტანოთ. ჩვენს სახლში ლითონი ავადმყოფურად რომ არ შემოვიდეს, ჩვენ მას სიმბოლურად ვუპირისპირებთ ცეცხლს და ნეგატიური ძალით აღარ შემოდის სახლში. სამხრეთ-აღმოსავლეთით გაჭრილ ცენტრალურ კარზე კი უნდა დაკიდოთ კვადრატული ან მართკუთხედის ფორმის, მწვანე ფერის ქაღალდი ან ქსოვილი. ყველაზე მთავარი და პრობლემური ჩრდილოეთით გაჭრილი კარია. ჩემი დაკვირვებით, მართლაც ძალიან ბევრი პრობლემა იყო მსგავს სახლებში. ანალოგიური პრობლემებია აღმოსავლეთით გაჭრილ კარიან სახლებში. ამიტომ, გირჩევთ, 2020 წელი მეტად ფრთხილად გაიაროთ. ეს განპირობებულია სწორედ იმ ნეგატიური, ეგრეთ წოდებული, „5-იანი ვარსკვლავის“ მიერ, რომელიც 5 აპრილამდე ორმაგად ძლიერად მოქმედებს. ამის გამო, გაძლევთ რეკომენდაციას, დადგათ მარილიანი წყალი თასით – 1 ლიტრ წყალში გახსენით 3 სუფრის კოვზი მარილი და დადგით შემოსასვლელ  კართან. სამ დღეში ერთხელ გამოცვალეთ და მთელი წელი, 2021 წლის თებერვლამდე, როგორც დაცვის ერთ-ერთი ფაქტორი, გედგათ იმ სახლებში, რომელთაც კარი აღმოსავლეთის მხარეს აქვთ. მათ, ვინც ავადმყოფობს, ან კორონავირუსით არის დასნებოვნებული, ან სხვა პრობლემები აქვთ, ნაკურთხი წყალი უნდა დადგან ლოგინის თავთან და ორ დღეში ერთხელ ახალი ნაკურთხი წყლით ჩაანაცვლონ, სანამ სრულიად არ გაივლიან ამ პრობლემას. ასევე, კარგია, თუ ლოგინის თავთან დადებთ წაგრძელებულ, წელში გამოყვანილი ფორმის გოგრას, რომელსაც შევიწროებულ ნაწილში შეაბამთ წითელ ლენტას. როგორც კი გოგრა დაიწყებს ლპობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მან თავის თავზე აიღო  და „შეისრუტა“ ავადმყოფობის ენერგია, ის უნდა გადააგდოთ და დადოთ ახალი. და, კიდევ ერთი: წიწვიანი მცენარის ტოტი ჩამოკიდეთ კედელზე ან მიამაგრეთ ლოგინზე, თავთან ახლოს. წიწვები, როგორც ისრები, ავადმყოფობის  ენერგიას უპირისპირდება და ანგრევს.
რაც შეეხება პიკს, რომელსაც ეპიდემიოლოგები საქართველოში ელოდებიან, თქვენი დაკვირვებით, როგორ გაუმკლავდება მას ჩვენი ქვეყანა და თუ არსებობს რაიმე, რისი ტარებითაც ადამიანი დაცული იქნება კორონავირუსისგან?
– ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. ვირუსს ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია და ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან აპრილის თვის ბოლომდე იქნება პიკი. მაგრამ, აპრილის ბოლოს დაიწყებს ჩაცხრომას და 5 მაისიდან, საბოლოოდ  გადაივლის. თუმცა, წელი, სხვა მხრივ, არის რთული და მოსალოდნელია მიწისძვრები, ცუნამები, ავიაციასთან და საზღვაო მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ, წელს გირჩევთ საზღვაო მოგზაურობისგან თავის შეკავებას და აღმოსავლეთ ქვეყნებში ფრენისგან. ჯანმრთელობის კუთხით, სუსტია ფილტვები, სასუნთქი ორგანოები, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თირკმელი და კანი. ამიტომ, მათ, ვისაც ამ კუთხით პრობლემები გაქვთ, უნდა გაიაროთ პროფილაქტიკის მიზნით, სამედიცინო შემოწმება. 2020 წელი იმდენად რთულია თავისი სტიქიური მოვლენებით, რომ წლის ბოლოს კორონავირუსი ყველას დაგვავიწყდება. მე არ გაშნებთ, უბრალოდ, გირჩევთ დაიცვათ უსაფრთხოების ზომები. ხოლო, ვისაც გარეთ გიწევთ გასვლა,  ჯანმრთელობისა და იმუნური სისტემის გასააქტიურებლად, ასევე, იმისთვის რომ, დავუპირისპირდეთ ცეცხლის ენერგიით ავადმყოფობას, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, მაისის 5-10 რიცხვამდე, გაიკეთეთ მაჯაზე წითელი ფერის ძაფი, უმჯობესია ბუნებრივი – ბამბა ან შალი. ქალებმა მარცხენა ხელზე უნდა ატარონ, ხოლო მამაკაცებმა – მარჯვენაზე.

скачать dle 11.3