კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რა გრძნობას ებრძვის ნინი წიკლაური ამერიკაში და რატომ დაინტერესდა მისით ცნობილი საპროდიუსერო კომპანია

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  მომღერალი ნინი წიკლაური, რომელიც უკვე სამ წელზე მეტია, ამერიკაში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ მეორე ბიჭის დედა გახდა. „თბილისელები“ ულოცავს ნინის მეორე შვილის დაბადებას და ამ რთულ სიტუაციაში, უპიველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას უსურვებს მთელ ოჯახს და ყველა ემიგრანტს, რომლებიც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ.
  ნინი წიკლაური: პატარა ილია ერთი თვის არის, საბა სამი წლის გახდა. მეორე შვილზე ბევრმა მკითხა, დაგეგმილად გააჩინეო. უკვირდათ, ასე მალე რომ მივაყოლე, რადგან სამი წელი არ არის დიდი დრო, რომ უცხო ქვეყანაში მეორე შვილი გააჩინო. ქართველი ემიგრანტები აქ 10-15-20 წელია, ცხოვრობენ და ჩემი სამწელიწად-ნახევარნიანი ემიგრაცია და პლუს ორი შვილის გაჩენა, ცოტა უცხოა მათთვის, რადგან საკმაოდ მცირე დროა იმისთვის, რომ ამერიკაში თავი დაიმკვიდრო, თუნდაც ელემენტარული საშუალებებიდან გამომდინარე. და ამ მცირე დროში ორი შვილი რომ გავაჩინე, ხშირად იწვევს გაოცებას: ყოჩაღ, როგორ გაბედეო. გულითა და სულით ვამბობ, რომ როდესაც მეორე შვილს ვაჩენდი, არ მიფიქრია იმ სირთულეებზე, რაც მეორე შვილის დაბადების შემდეგ წამოვიდა ოჯახში, თუნდაც, მოვლის თვალსაზრისით.
– რას გულისხმობ სირთულეებში?
– უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ ძალიან რთულია, ამერიკაში იცხოვრო ორი ბავშვით მარტო. მე რომ დამხმარე მყავდეს, თუნდაც ბავშვი რომ ხელში დაიჭიროს, შეიძლება, მესამეზეც მეფიქრა თამამად. ჩემი მეუღლე მუშაობს: დილით ადრე გადის და საღამოს ძალიან გვიან ბრუნდება. აბსოლუტურად მარტო ვარ მთელი დღე, ყველაფერს მარტო ვაკეთებ. ანუ, ამ ყველაფერზე ღრმად არ მიფიქრია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამეს ვნანობ. საბა მეც და თემომაც ღიმილ-ღიმილში, თამაშ-თამაშში გავზარდეთ. რატომღაც გვეგონა, რომ საბა უკვე დიდია და შემიძლია, მეორეც გავაჩინო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა: საბა ისევ პატარაა და პლუს ახალშობილიც – რთულია. თან, როცა საბა ექიმთან მიმყავს, უკვე ორივე ერთად მიმყავს, თანაც, მარტო მე, რადგან თემოს არ სცალია. ახალბედა დედებს, ვინც აქ არიან, არ ვაშინებ, შვილები ძალიან დიდი ბედნიერებაა.
– როდისმე გიფიქრია, რომ იცხოვრებდი საქათველოსგან შორს, გააჩენდი ორ შვილს და შენ საკმაოდ აქტიურ ცხოვრებაზე გარკვეული პერიოდი უარს იტყოდი?
– არა, არასდროს მიფიქრია. ასე რომ მეფიქრა, ალბათ, ასე მალე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. იმ ცხოვრების სტილს რომ შევადაროთ, რაც საქართველოში
მქონდა, აქ ცოტა შენელდა ეს ტემპი. სამსახური –კონცერტი, გაიქეცი, გამოიქეცი – ეს აღარ მაქვს და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია. ყველაზე მეტად რაც მიჭირს, ის არის, რომ ძალიან დიდი შინაგანი სევდა მაქვს. პლუს მონატრება ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების, რომლებიც ძალიან მაკლია. მაკლია ის სიტყვა არ არის, შინაგანად ისეთი სიტუაცია მაქვს, რაღაც ორგანოს რომ გამოგაწიწკნიან. მეოთხე წელი დაიწყო, რაც ამერიკაში ვარ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვებრძვი ამ გრძნობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სფეროში ასე თუ ისე რეალიზებული ვარ, მაინც უფერულია აქ ყველაფერი. გავიზარდე საქართველოში, ჩემი მსმენილის წინაშე და ეს ყველაფერი რომ არ მაქვს, ცოტა ვითრგუნები.
– ვიცი, რომ თემო, შენი მეუღლე, ძალიან გიდგას გვერდში.
– კი და რომ არა თემოს გვერდში დგომა, არ ვიცი, რა უნდა მექნა ცხოვრებაში. როგორც სხვები ამბობენ, რომ ნინი წიკლაურისგან კარგი დედა გამოიძერწა, თემოსგან დადგა ძალიან კარგი მეოჯახე მამა და ქმარი. მასაც თავისი საქმე ჰქონდა, თავისუფლების მოყვარული იყო, ახლა თითით საჩვენებელი მამა და ქმარია. ზოგჯერ დარდი, ნერვები რომ მომაწვება ხოლმე, ვეუბნები: განა მიღირდა ეს ყველაფერი, რომ წამოვედი, მივატოვე ჩემი კარიერა, რომელიც აგურ-აგურ ვაშენე, ამ ყველაფერში არავინ დამხმარებია-მეთქი. ის კი სულ შენიშვნას მაძლევს: შენ არაფერი მიგიტოვებია და ნუ აჯერებ საკუთარ თავს, რომ რამე მიატოვეო. მაფხიზლებს ხოლმე. ძალიან მიხარია, რომ ამ სირთულეების ფონზე მე და თემომ მაინც შევინარჩუნეთ იდეალური ურთიერთობა, იდეალური ცოლქმრობა.
– ეს ვისი დამსახურებაა უფრო?
– ორივესი, მაგრამ უფრო – თემოსი. რადგან თემოს უფრო გაწონასწორებული ხასიათი აქვს, ბევრ რამეს ანეიტრალებს და როცა ვინმეზე ვბრაზდები, ხშირად მეუბნება,  ყოველთვის დაინახე ადამიანში კარგი, მასში ცუდზე მეტი კარგი იქნებაო. ერთადერთი, რაც ორივეს დაგვაკლდა და მცირე დოზით გვაქვს, არის ის, რომ ვერ ვახერხებთ განმარტოებას. ბოდიალი აღარ გამოგვდის. ბავშვების გარეშეც მაინც ბავშვებზე ვლაპარაკობთ ხოლმე, ვსაუბრობთ იმაზე: რა არის გასაკეთებელი, ბიუჯეტის საკითხებს განვიხილავთ ხოლმე.
– საბას დაბადებას გარკვეული სირთულეები ახლდა. ილია როგორ  გაჩნდა?
– ილია ზედმეტი პრობლემების გარეშე დაიბადა, იდეალურ მდგომარეობაში. 23 იანვარს გაჩნდა. საბაც 23 რიცხვშია დაბადებული, ოღონდ მარტში და ჩემი და თემოს ქორწინებაც 23 იანვარს იყო. მეორეჯერაც საკეისრო გავიკეთე. თემოც დაესწრო მშობიარობას. ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის ემოცია, როცა ბავშვი ამოიყვანეს და თემოს შევხედე, პირველად ვნახე ატირებული – ეს იყო ზღვა ემოცია. საბაც ძალიან კარგად შეხვდა ძმას – კოცნის, ეფერება, გულში იხუტებს. გარეგნულად განსხვავდებიან: საბა ქერა და ცისფერთვალებაა, ილია – შავგვრემანი, თაფლისფერი თვალებით.
– ვნახე ვიდეო, როგორ გამოუშვი საბა საქართველოში მშობლების გარეშე.
– კი, 20 დღე იყო საქართველოში და მე ცხარე ცრემლით ვტიროდი, რადგან ძალიან მენატრებოდა, გავგიჟდი, გადავირიე, ძალიან გამიჭირდა. მისმა ნათლიამ წამოიყვანა საქართველოში და აეროპორტში რომ მიგვყავდა, გზაში მე და თემო ვფიქრობდით: უკან ხომ არ მივაბრუნოთო. თავიდან ისე ავიღეთ ბილეთები, რომ ცოტა ვერ გავაანალიზეთ, რას ვაკეთებდით. მაგრამ ეს ყველაფერი ბებიასთან ერთ-ერთი საუბრის დროს გადავწყვიტე. ყველამ იცის ჩემი და ბებიას დამოკიდებულება. მან ასეთი რამ მითხრა: ისე ნუ გამიშვებ ამ წუთისოფლიან, შენი შვილი არ ჩავიხუტოო. ისე განვიცადე, ისე ჩამრჩა გულში, რომ დავგეგმე: თუ ჩემი შინაური წავიდოდა ვინმე, გავატანდი ბავშვს. საბა საქართველოდან გაზრდილი და რაც მთავარია, ქართულად ალაპარაკებული ჩამოვიდა. აქ სულ ქართულად ველაპარაკებით, მაგრამ მაინც ინგლისურად საუბრობდა, ვერ სწავლობდა ქართულს. სასწაული იყო ჩვენი შეხვედრა აეროპორტში. რომ დამინახა და გამოიქცა, სანამ ჩემამდე მოვიდა, მუხლებზე ჩავიკეცე, ჩამეკრა და აღარ ავმდგარვართ.
– მახსოვს, პოსტი დადე, სადაც წერდი, რომ ამ დეპრესიისა და რთული პერიოდის ფონზე, დავწერე მუსიკა და საპროდიუსერო კომპანიაში გავაგზავნე, საიდანაც შემეხმიანნენო.
– ჩემს ცხოვრებაში ხომ ყველაფერი დაუგეგმავად და უცნაურად ხდება, ასე იყო ამ შემთხვევაშიც. ჩემი ერთ-ერთი ვიდეო და აუდიოჩანაწერი გავაგზავნე ძალიან ცნობილ საპროდიუსერო კომპანიაში, თან მივაწერე – ეს ჩემი ერთ-ერთი წამღერებაა-მეთქი. მეორე დღესვე მომივიდა ოფიციალური მეილი, რომ ჩემით იყვნენ დაინტერესებული და შეხვედრა უნდოდათ. ჩვეულებრივი შოკი მივიღე, რადგან ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი. ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმეწერა წერილი, რადგან აქ დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორ გადადგამ ნაბიჯს, თან, ისეთი კომპანიები, რომლებიც ცნობილ მომღერლებთან თანამშრომლობენ. მივწერე წერილი, რომ არ მყავს აგენტი, რადგან აქ მნიშვნელოვანია, გყავდეს აგენტი, რომელიც ყველგან წარგადგენს. გამომიგზავნეს ჩამონათვალი, რა უნდა გადამეგზავნა და ყველაფერი გადავუგზავნე. მივწერე, რომ ახლა გავაჩინე ბავშვი, მინდა, ფორმაში ჩავდგე და ეს ჩვენი შეხვედრა ცოტა გადავავადოთ-მეთქი. თან, რომ გავიკითხე, აქ არ მომხდარა, ასე ვინმესთვის რომ მიეწეროთ: თქვენით ვართ დაინტერესებულები და გვინდა შეხვედრაო. თან, აგენტის გარეშე გავაკეთე და ეს მაძლევს იმის უფლებას, რომ კარგი ნაბიჯების იმედი მქონდეს. რაც მთავარია, ბევრი ქართული სიმღერა გავუგზავნე, რამაც მოწონება დაიმსახურა და რომელი სიმღერითაც დაინტერესდნენ, ქართული იყო. შეიძლება, მათთვისაც გარკვეული ექსპერიმენტია. თუმცა განვითარებული მოვლენების გამო ყველაფერი გადაიდო. იმედია, მალე გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება.

скачать dle 11.3