კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რა განსაცდელის დასრულებაში დაეხმარა მამა გიორგი ხატია სიჭინავას და რა სასწაულები ხდება მისი ფეხმძიმობის დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე მაისში მეოთხე შვილს ელოდებიან. მანამდე კი კორონავირუსის გამო შექმნილ განსაკუთრებულ მდგომაორებას ყველა წესის დაცვით უმკლავდებიან. როგორც ხატია ამბობს, მისი ყველა ორსულობა გამორჩეულია, თუ რით, ამის შსახებ თავად მოგვიყვება.
  ხატია სიჭინავა: საქართველოში პირველი კორონავირუსით დაავადებული როგორც კი გამოჩნდა, მაშინვე მივიღე ზომები. იმ დღის შემდეგ სახლში ვზივარ. სამსახურში სიარული მივატოვე, ბავშვები სკოლაში აღარ გავუშვი. რაც უფრო რთულდებოდა მდგომარეობა, მით უფრო მიქრებოდა გარეთ გასვლის სურვილი. ასე რომ, ერთი თვეა სახლში ვარ. რა თქმა უნდა, რთულია, მით უმეტეს, როცა სამი ბავშვი გყავს, სამივე პატარა. ფაქტობრივად, უკვე კედლებზე დადიან. მაგრამ ვცდილობ, აქტივობები მოვუფიქრო, ვამეცადინო და ვათამაშო კიდეც. თან თვითონაც ჩართული ვიყო ამ ყველაფერში, რომ მეც არ გავგიჟდე (იცინის). ჯერჯერობით არ გვიჭირს და არც ვაპირებთ გარეთ გასვლას და ისეთი უპასუხისმგებლობის გამოჩენას, როგორსაც ჩვენს ბევრ თანამოქალაქისგან ვხედავთ. მხოლოდ მეუღლე გადის სახლიდან საჭიროებისთვის და რომ შემოდის, სრულ დეზინფექციას ვუტარებთ. ძირითადად, ონლაინგამოძახებით ვსარგებლობთ, რომ გარეთ გასვლა ხშირად არ იყოს საჭირო. ძალიან ძნელია ოთხ კედელში გამომწყვდევა, მით უმეტეს, როცა გაზაფხულია და გულს უხარია, ერთი სული გაქვს, გარეთ ისეირნო. მაგრამ იმხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენი ახირებებისა და კომფორტის გამო, საფრთხე არც საკუთარ თავს უნდა შევუქმნათ და არც სხვებს.
ბავშვებს როგორ უხსნი ამ სიტუაციას?
– რომ არ მოვიტყუო, ამ თემაზე ჩემს შვილებთან არ მისაუბრია. იციან, რომ დაავადებაა, რომელისგან თავის დასაცავად გარეთ არ უნდა გავიდეთ და ხალხს არ უნდა ვეკონტაქტოთ. დასტრესილები არ არიან, რადგან ვცდილობთ, ყველა დღე საინტერესო იყოს. ვიხსენებ ხოლმე, რით ვერთობოდით ჩემს ბავშვობაში, ვაწყობთ კონცერტებს, ვდგამთ სპექტაკლებს მთელი ოჯახი და ჯერჯერობით, მოწყენილი და უსაქმო დღე არ გვქონია. ჯერ კითხვაც კი არ დაუსვამთ, რატომ არ გავდივართ გარეთო?
– შენს ყველა ფეხმძიმობას განსაკუთრებული ისტორიები ახლავს თან.
– პირველი ორსულობის დროს, მამა გაბრიელის საფლავზე ავედი და ვუთხარი, შენს სახელს დავარქმევ ჩემს შვილს-მეთქი. მას შემდეგ ძალიან ბევრი წმიდანის საფლავი მოვიარე. მათი წყალობით, ჩემს ცხოვრებაში არაერთი სასწაული მოხდა. მამა გაბრიელის წიგნში წავიკითხე მამა გიორგის შესახებ, რომელიც იმ პერიოდში მოწამეთაში მსახურობდა. ახლა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. ვიცოდი, რომ ის ბევრს უჩვენებდა გზას და სნეულებს კურნავდა. ძალიან მინდოდა მასთან მისვლა, მაგრამ ფეხმძიმედ ვიყავი და ვერაფრით მოვახერხე. მაშინ დავურეკე დედას, რომელიც ფოთში ცხოვრობს და ვთხოვე, იქნებ შენ წახვიდე და ჰკითხო, როგორ შეიძლება, ეს განსაცდელი დავძლიო-მეთქი. დედა ჩავიდა და მითხრა: რომ მის კელიასთან რომ მივედი, ძალიან ბევრი ხალხი იყო. დამიძახა და მკითხა, თვითონ რატომ არ მოვიდაო? დედამ მაშინ არ იცოდა მამა გიორგის შესახებ და ძალიან გაუკვირდა. ორსულად არისო, უთქვამს. ორსულადაა, ავად ხომ არაო. მარიამობის მარხვა იწყებოდა. ორსულები ხომ მარხვას საერთოდ არ იცავენ, მაგრამ დედას უთხრა, მარხვა დაიწყოს, მთელი ეს პერიოდი ჩემზე იფიქროს და ილოცოს. მარხვა რომ დამთავრდება, მის ცხოვრებაში ეს განსაცდელი დამთავრდებაო. ხუთი თვის განმავლობაში რომ შენს ცხოვრებაში ყველაფერი არეულია და დიდი განსაცდელის წინაშე დგახარ, ცოტა რთულია, დაიჯერო, რომ ყველაფერი დალაგდება. მაგრამ როგორღაც
მოვახერხე, მარხვა დავიცავი და ბევრი რომ არ გავაგრძელო, 28 აგვისტოს, ჩემი ქმარი მოვიდა ჩემთან და იმ დღის შემდეგ, ერთად ვცხოვრობთ. უფლის ყოველთვის მწამდა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ამ ცხოვრებაში ხილული სასწაულებიც ხდება. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ეს ყველაფერი ზუსტად მარიამობის მარხვის დასრულებისთანავე მოხდა, ისე, როგორც მამაომ თქვა. მეორე ორსულობისას მესიზმრა, რომ მე და ჩემმა ქმარმა დიდი რაოდენობით ოქრო ვიპოვეთ. ასაღებად რომ დავიხარეთ, შედუღდა და ღვთისმშობლის სახე მიიღო. ვერცერთმა ვერ ავხსენით ეს სიზმარი და გადავწყვიტეთ, ღვთისმშობლის ოქროს კულონი გვეყიდა და ანჩისხატის ეკლესიისთვის შეგვეწირა. მსგავსი რამ არასდროს გაგვიკეთებია და არ ვიცოდით, ეს რიტუალი როგორ უნდა შეგვესრულებინა. ეკლესიაში რომ შევედით, მამაო ვერ ვნახეთ. ეზოში გამოვედით და დავინახეთ, მამაო კელიაში იჯდა. მივედით და ჩვენი მდგომარეობის შესახებ მოვუყევით, ვკითხე, როგორ უნდა შევწირო-მეთქი? შემომხედა და მიპასუხა, მე მამაო არ ვარ, აქ შემთხვევით მოხვედრილი ბერი ვარ გელათიდან, ამიტომ ვერ დაგეხმარებითო. ბოდიში მოვუხადე შეწუხებისთვის და გამოვტრიალდი. დამიძახა, თუ შეიძლება, ეს ბავშვი რომ დაიბადება, ნათლია მე ვიქნებიო. როცა ბერი ამას გეუბნება, უდიდესი მადლია, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, ჩემთვის ეს უდიდესი სასწაული იყო. ალბათ, ამიტომაც ვნახე ის სიზმარი, რომ ამ ადამიანს შევხვედროდი და სწორედ ის გამხდარიყო ჩემი მეორე შვილის ნათლია. რაც შეეხება მესამე ორსულობას, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, როცა დედა პარასკევამ ნახა სიზმარი, მამა გაბრიელის საფლავი მოილოცეთო. რა თქმა უნდა, მაშინვე გავიქეცი და ისეთ ხალხმრავლობაში მოვყევი, ფეხები მიწაზე არ მედო, ჰაერში ამწიეს და ისე „მიმიტანეს“ საფლავამდე. ძალიან დიდ ჭყლეტაში მოვყევი. იქიდან რომ წამოვედი, გავიგე, რომ მესამე ბავშვს ველოდებოდი. ამ ფეხმძიმობის პერიოდში ამოაბრძანეს მამა გაბრიელი საფლავიდან, ძლივს მივაღწიე იქამდე, რომ მისთვის მადლობა გადამეხადა და ხელით შევხებოდი. რაც შეეხება მეოთხე ორსულობას, ხშირად მეკითხებიან, როგორ დაგეგმე ბიჭიო? (იცინის). პირველად ვიტყვი ახლა, მე არაფერი დამიგეგმავს, ამის საერთოდ არ მჯერა, მაგრამ როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, მე, ჩემი ქმარი და შვილები მამა გიორგის საფლავზე წავედით. ვთხოვე მას, თუ შეგიძლია დამეხმარო, ამჯერად ძალიან მინდა, რომ ბიჭი მყავდეს-მეთქი. რამდენიმე კვირაში გავიგე, რომ ბიჭს ველოდები. არაფერი დამიგეგმავს, მე, უბრალოდ, ვითხოვე და ხომ ამბობენ, „ითხოვე და მოგეცემაო“... რწმენას თავის ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. თუ არ გწამს, სადაც გინდა, იარე და რაც გინდა, ითხოვე, მაინც არაფერი შეიცვლება. ამ თვალსაზრისით, ყველა ჩემი ფეხმძიმობა გამორჩეული იყო. თუმცა, მთლად ამასაც არ ველოდი, რომ მეოთხე ორსულობისას მეორედ მოსვლას მოვესწრებოდი, რომ ბიბლიის ყველა თავი აღსრულდებოდა. თუმცა, ეს – ნახევრად ხუმრობით. რეალურად, ვფიქრობ, რომ მთლად წინასწარმეტყველების ბოლომდეც არ გავსულვართ, მაგრამ მორწმუნეებმა ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ პანიკასა და არეულობაში, რწმენა არ დავკარგოთ. თუმცა, აუცილებლად ვიაროთ ტაძარში ყოველგვარი უსაფრთხოების უგულებელყოფით და ჩავეხუტოთ ერთმანეთს, არასწორი მგონია – უკიდურესობაშიც არ უნდა გადაგვეზარდოს. მე ვფიქრობ, რომ ტაძარი ადამიანის გულშია და შენ თუ ღმერთი გწამს, ის აუცილებლად გაიგებს შენსას.
– რა გეხმარება ამ სიტუაციაში, რომ რწმენა არ დაკარგო და არც პანიკას აჰყვე?
– ყველაზე დიდი საპანიკო მე მაქვს, მაისის თვეში ველოდებით ბავშვს. ჩემი ქმარი მეხუმრება, მოდი, ვიდეოებს ვუყუროთ, როგორ უნდა მივიღოთ ბავშვიო და რომ ვიფიქრო – შეიძლება, ბავშვი მართლა ჩემი ქმრის მისაღები გახდეს, მართლა ავყვები პანიკას (იცინის). მაგრამ, როცა ადამიანი უსაფრთხოებისთვის ყველანაირ წესს იცავ, უკეთესობის გჯერა. იკითხოს იმან, ვინც გარეთ გადის, არც საკუთარ თავს უფრთხილდება და არც სხვას. ჩვენ ყველანაირად ვიცავთ თავს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენამდე ვერ მოვა. თუმცა, რაც ამ დროისთვის ხდება, იქიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი დაავადდება, რაც ადამიანების შეგნების ბრალია, თორემ მთავრობას ძალიან დიდი ხანია, მდგომარეობა „უჭირავს“. მაგრამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ არ შეიძლება, ახლა ლისის და კუს ტბაზე სეირნობა. ერთი ამბავი ატეხეს ეკლესიასთან მიმართებაში და მარკეტებში ერთმანეთს ეხუტებიან, სად არის აქ ლოგიკა?! მთელი ცხოვრება ერთი დევიზი მაქვს – „ესეც გაივლის“. რა თქმა უნდა, ეს ვირუსიც დამთავრდება, ამ ცხოვრებაში არაფერია უსასრულო. მაგრამ ვინაიდან სახლიდან არ გავდივარ და არც სტუმრებს ვიღებ, ყველა წესს ვიცავ, არ მეშინია, ვფიქრობ, რომ დაცული ვარ და შესაბამისად, პანიკას არ ვყვები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაისამდე სიტუაცია ჩაწყნარდება (იცინის). თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ არ ჩაწყნარდეს, იმედია, სამშობიარო მაინც იმუშავებს, რომ სახლში არ მომიწიოს ბავშვის გაჩენა (იცინის). თუმცა, თუ ასე მოხდება, ალბათ, ესეც ასე იყო საჭირო. ადრე სახლში მშობიარობდნენ და ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული.

скачать dle 11.3