კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რა საფრთხეს უქმნის იზოლაცია ბავშვებს და როგორ გავუმკლავდეთ მას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კორონავირუსისგან თავდასაცავად სოციალურად იზოლირებული ცხოვრების წესმა არაერთი პრობლემა გამოიწვია. საფრთხის წინაშე დადგა ჩვენი პატარების ფსიქოლოგიურ-ემოციური თუ ფიზიკური თვალსაზრისით სწორი განვითარებაც. რის თავიდან ასარიდებლად საჭიროა კომპეტენტური ადამიანების რჩევების გათვალისწინება.
  ნინო კერესელიძე (ფსიქოლოგი): შექმნილ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების დამოკიდებულება ამ ყველაფერთან. უფროსები თავიანთ შიშზე ხმამაღლაც რომ არ საუბრობდნენ, მათი შფოთვითი მდგომარეობა მაინც გადადის შვილებზე და ისინიც ემოციურად მძიმე ველში ექცევიან. ბავშვები ვერ ხვდებიან, რატომ არიან მშობლები მთელი დღე სახლში, როცა აქამდე, პირიქით, მათთან გატარებული დროის დეფიციტი ჰქონდათ. გარდა ამისა, იმყოფებიან ჩაკეტილ სივრცეში, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მათ ემოციებზე. ბოლო რამდენიმე დღეა, მშობლები ერთი და იმავე პრობლემით მოგვმართავენ – ბავშვებს აწუხებთ კითხვები: დიდი ხანი უნდა ვიყოთ ასე? რა გვეშველება? პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ – შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ჩვენი შფოთვითი მდგომარეობა, როგორც უკვე ვთქვით, ავტომატურად გადაეცემა შვილებს. ბავშვებთან სასაუბროდ შევარჩიოთ ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ტონი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაჩვენოთ მდგომარეობა ისე კრიტიკულად, როგორიც არის. მისი ასაკის შესაბამისად, ავუხსნათ, რომ ახლა ვებრძვით ვირუსებს, რომლებმაც შეიძლება, რამე გვავნონ, ამიტომ ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები. თუმცა, ხელის დაბანაც უნდა იყოს დოზირებული. მთელი დღე ნამდვილად არ უნდა გავატაროთ ონკანთან – ეს უკვე პანიკაა.
– ბევრი მშობელი ამბობს, რომ ელექტრონული სწავლებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. როგორ მოვიქცეთ, რომ სახლში გატარებული დრო დაკარგულად არ ჩაითვალოს?
– სკოლასა და ბაღში სიარული და სწავლა, რა თქმა უნდა, უფრო კომფორტულია, მაგრამ თუ საგაკვეთილო პროცესი სწორად იქნება დაგეგმილი, ონლაინსწავლება არაა უშედეგო. ერთადერთი ნეგატივი, რაც მან მოიტანა ისაა, რომ ბავშვები სასურველზე მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან. თუ მშობლები ონლაინსწავლებას ზედაპირულად შეხედავენ, რომელიც მოვალეობის მოსახდელად სრულდება, მაშინ ბავშვებსაც აუცილებლად არასერიოზული დამოკიდებულება გაუჩნდებათ ამ ფორმის მიმართ. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, ბავშვებს საკუთარი სივრცე გამოვუყოთ, საიდანაც შეძლებს საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. კარგია, თუ შეძლებს მარტო ყოფნას.
– როცა ბავშვი გეკითხება – რა გვეშველება და რეალურად, პასუხი არ გაქვს. გინდა ინფორმაცია მიაწოდო, მაგრამ არც შეაშინო. როგორ უნდა მოიქცე?
– ეს არის შფოთვითი მდგომარეობის დროს დასმული კითხვა. ამის მიზეზი შეიძლება, გახდა ის, რომ ბავშვმა დაინახა, რიგები სურსათზე, სახლში ამ თემაზე დისკუსიები მოისმინა და ასე შემდეგ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ინფორმაცია ადეკვატურად მივაწოდოთ. გადავატანინოთ ყურადღება სხვადასხვა შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებზე და იმავდროულად, საგანგებო მდგომარეობის თავისებურებების ახსნასთან ერთად, უნდა ვუთხრათ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება და მომავალის შესახებ პოზიტიური მოლოდინი შევუქმნათ. „გარეთ გასვლა სახიფათოა და არ შეიძლება“, თუ უბრალოდ ასე მივაწვდით ბავშვს ინფორმაციას, ამან შეიძლება, აფიქრებინოს, რომ გარეთ გასვლა, ზოგადად, საფრთხის შემცველია და ამის მომავალშიც შეეშინდეს.
– კი, მაგრამ, ვირუსები აქამდეც ხომ იყო? – ეს ლოგიკური კითხვაა, რომელიც მათ უჩნდებათ, რადგან აქამდე მსგავსი რეჟიმი არცერთი მათგანის არსებობას არ მოჰყოლია. ვისრუსის სირთულის შესახებ როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია?
– ამისთვის თამაშ-ზღაპარს გთავაზობთ, რომელიც რამდენიმე ბავშვთან გამოვიყენე და ძალიან პოზიტიური შედეგი გამოიღო. ესაა ზღაპარი იმის შესახებ, რომ არსებობდნენ ვირუსები, რომლებიც ადამიანებმა დაამარცხეს სხვადასხვა კარგი ქცევით. მათ შორის ჰიგიენის წესების დაცვით და სხვადასხვა ვაქცინით. ბავშვებს ხომ ახსოვთ, რომ აცრებიც აქვთ გაკეთებული ამისთვის. რითაც მათში აცრის წახალისებაც ხდება. ახლა ბოროტმა ვირუსმა მოიკრიბა ძალა და იმისთვის, რომ ის დავამარცხოთ, მეცნიერებიც და ჩვენც ჩართულები ვართ ამ თამაშში და ყველას ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ამ სიტუაციის უკეთ აღსაქმელად შეიძლება, ათასნაირი ილუსტრაცია და ვერსია მოიფიქრო, რადგან ბავშვები ყველაფერს თამაშით სწავლობენ.  
– რამდენად მართებულია შედეგის მისაღწევად შიშის დანერგვა?
– ბავშვებმა ხშირად არ იციან გარდაცვალების მნიშვნელობა. მათ ეუბნებიან „დაიძინა“ ან უარესი „თავი სტკიოდა, ავად გახდა და გარდაიცვალა“. ასეთი ტიპის შიშების დანერგვა ბავშვებში არ შეიძლება. როცა ბავშვს ვეუბნებით, რომ გარეთ თუ რამეს შეეხები, ვირუსი შეგეყრება და მოკვდები, ეს, პირველ რიგში, აპრიორი სწორი არაა და მეორე – ბავშვი ვერ აცნობიერებს სიკვდილის მნიშვნელობას. მისთვის ეს ამოუცნობი თამაშია. უფრო დიდებს თუ ეუბნები, რომ შენ ამის შედეგად მოკვდები, მასში ეს ისეთ შიშს იწვევს, რომელიც ამ ეტაპისთვის საერთოდ არაა საჭირო. საკმარისია ვუთხრათ, რომ პრევენციისთვის გვჭირდება უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რომ რაიმე ცუდი შედეგი არ მივიღოთ. ბავშვებთან სიტუაციის დრამატიზება არ არის საჭირო. საკმარისია, მათ ვუთხრათ, რომ იქ არიან ბოროტი ბაქტერიები, რომელიც მის კეთილ ბაქტერიებს მოერევიან და მოდი, არ მივცეთ მათ ამის საშუალება. ასეთ დროს ბევრად უფრო აზარტულები არიან და მონდომებით იცავენ საჭირო წესებს.
 აუცილებლად უნდა იცოდეს მშობელმა, კონკრეტულ სიტუაციაში რა განცდებით ცხოვრობს მისი შვილი. ბავშვის არცერთი კითხვა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ზუსტად ახლა დავასრულე ერთ-ერთ ოჯახთან მუშაობა, რომელმაც მოიმარაგა ბევრი პროდუქტი და ბავშვი ისტერიკულ მდგომარეობაში ჩავარდა. ჩათვალა, რომ სადმე მიდიოდნენ, რაც ძალიან არ უყვარს. იმისთვის, რომ ბავშვისთვის შეგვექმნა დაცული გარემო, მოგვიწია ამ ბავშვისთვის ზღაპრის მოყოლა, რომ მაღაზიაში ამ პროდუქტზე კარგი ფასდაკლება იყო და ამიტომაც შეიძინეს. ასეთი ისტერიკული შესყიდვები, სახლში ისე გამოკეტვა, რომ ფანჯრის გაღებაც ავკრძალოთ ვირუსის შიშით, ამძაფრებს ბავშვების რეაქციებს. ამიტომ ყველაფერში მოზომილები უნდა ვიყოთ, მათ შორის, უსაფრთხოების წესების დაცვის დროსაც.  
ეკა ნინოშვილი (ფსიქოთერაპევტი): როდესაც ბავშვზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მოზარდი ორგანიზმი, რომელიც
სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქო-ემოციურად. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, რომელსაც იზოლირებულ სივრცეში ყოფნა ზღუდავს. რაც ბავშვის ფიზიკური უნარების განვითარებაზე არც თუ ისე კარგად აისახება. იმედია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ რადგან ბავშვებს დიდი ენერგია აქვთ, ნებისმიერ მდგომარეობაში ძალიან სჭირდებათ მისი დახარჯვა. პირველი, რაზეც ამ მდგომარეობაში მშობლებმა უნდა იფიქრონ შვილების ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ამ აქტივობების სახლის პირობებში გადმოტანაა. თუ ბავშვი რომელიმე სპორტის სახეობით იყო დაკავებული, ფეხბურთი იქნება ეს თუ კალათბურთი, სასურველია, რომ არ შევაწყვეტინოთ ვარჯიში. მოედანს სახლში ვერ შევთავაზებთ, მაგრამ ფიზიკური ვარჯიში სრულად არ უნდა ამოვარდეს მისი ცხოვრების რეჟიმიდან. ოჯახის პირობებშიც შესაძლებელია, გარკვეული სახის ვარჯიშების გაკეთება. თუ ცეკვით იყო დაინტერესებული, არც ესაა პრობლემა, იცეკვონ სახლში, ამას დიდი სივრცე არ სჭირდება. სამაგიეროდ, ამ გზით ემოციურ სიამოვნებასაც მიიღებენ და ფიზიკურადაც დატვირთულები იქნებიან. ჭარბი ენერგია არ უნდა დაგროვდეს მათ ორგანიზმში – პირველ რიგში, ეს უნდა იყოს მშობლის საზრუნავი. გარდა ამისა, ამ მდგომარეობაში ბავშვებს ერღვევათ დღის რიტმი. რეჟიმის დარღვევით ყველაფერი ქაოტური ხდება და ვეღარ ხვდებიან, როდის რა გააკეთონ. ეს რომ არ მოხდეს, სასურველია, მათ მეტ-ნაკლებად ჩვეული დღის რეჟიმი შევუნარჩუნოთ. შეიძლება, ზუსტად ცხრაზე არა, მაგრამ ათ ან თერთმეტ საათზე, საუზმის შემდეგ, აუცილებლად უნდა დაიწყოს მეცადინეობა. შემდეგ ივარჯიშოს. მერე კი ერთად ვაკეთოთ საოჯახო საქმეები. თამაშისთვისაც გამოვყოთ დრო. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ბავშვებს არ გაუჩნდეთ განცდა, აღარაფერი კონტროლს არ ექვემდებარებაო. არ დაგვავწყდეს ისიც, რომ ჩაკეტილი სივრცე და ბევრი შეზღუდვა ბავშვების გაღიზიანებას იწვევეს და ამან შესაძლოა, მათი აგრესიული ქცევები გამოიწვიოს.
– სუფთა ჰაერის პრობლემას როგორ მოვერიოთ ამ მდგომარეობაში?
– თუ აივანი გვაქვს გავიყვანოთ ბავშვი აივანზე და მისთვის რომ ეს მოსაბეზრებელი არ იყოს ვითამაშოთ: გავშალოთ ქოლგა და წარმოვიდგინოთ, რომ ვირუჯებით. დავათვალიეროთ აივნიდან გარემო და აღმოვაჩინოთ განსხვავებული ან მსგავსი დეტალები, აქამდე შეუმჩნეველი სილამაზეები. იმისთვის, რომ აივანზე ყოფნას კონკრეტული დატვირთვა ჰქონდეს. იგივე შეიძლება ვთქვათ ფანჯარასთან გატარებულ დროზე.  
– კომპიუტერი, რომელიც აქამდეც ძალიან დიდი პრობლემა იყო და ახლა – მით უმეტეს, ფსიქოლოგიურთან ერთად, ფიზიკურ განვითარებასაც უქმნის პრობლემებს.
– მეცადინეობასთან ერთად, თავისუფალი დროის კიდევ კომპიუტერთან გატარებით, სერიოზული საფრთხე ექმნება ბავშვის განვითარებას. ბავშვის განვითარებაში იგულისხმება: ფიზიკური, კოგნიტური, მოტორული, ფსიქო-ემოციური, სოციალური უნარები და სხვა. ყველა ეს უნარი უნდა განვითარდეს სხვადასხვა სიტუაციაში. ერთფეროვან გარემოში კი, ამ შემთხვევაში – კომპიუტერთან ჯდომით, ყველა ამ უნარის განვითარებას ექმნება საფრთხე. იზოლაციის მდგომარეობა რომ არა, ეს პრობლემა ისედაც არსებობდა და ამან შეიძლება, კიდევ უფრო გაამწვავოს ის. ამიტომ  მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დღის განრიგის სხვადასხვა აქტივობებით დატვირთვას. კომპიუტერული თამაშების ჩასანაცვლებლად ძალიან კარგი საშუალებაა სამაგიდო თამაშები.

скачать dle 11.3