კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რა გზა უჩვენა მარიკო სადრაძეს ანიტამ და რის შემდეგ ტრიალებს თეთრი მტრედი ანიტას ტერიტორიაზე

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ორი წლის ანიტა ფაცაციამ შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა ზრდასრულმა ადამიანმა, მან საქართველო გააერთიანა და თითოეული მოქალაქე სიკეთის ფერხულში ჩააბა. პატარა ანგელოზმა სიკეთის აურზაური თითქოს წესად აქცია და როგორც ანიტას დედა გვიყვება, სწორედ მისი მითითებით შეიქმნა ფონდი, რომელიც სხვადასხვა სნეულებების მქონე ადამიანებს დაეხმარება. ანიტას უმძიმესი დააავდება – დილატაციური კარდიომიოპათია საქართველოში დაუდგინეს. ის ჯერ ევროპაში მკურნალობდა, თუმცა გულის გადანერგვის მიზნით ინდოეთში გადააფრინეს. მიუხედავად ბევრი ბრძოლისა, პატარას ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და ანგელოზთა სამყოფელში გადაინაცვლა.
  მარიკო სადრაძე (ანიტას დედა): როცა ინდოეთიდან ჩამოვედით,  მალევე ვიგრძენი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. მოდი, ფონდი შევქმნათ – ასეთი საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ, ვალდებულებამ დააყენა დღის წესრიგში ეს საკითხი. ანიტას კამპანიის პარალელურად, გვიკავშირდებოდნენ ადამიანები და გვთხოვდნენ დახმარებას, ჩვენც დავიწყეთ ამაზე მუშაობა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შექმნილიყო ანიტას სახელობის ფონდი. ეს ჩემთვის საკმაოდ რთულია, დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მეორე მხარეც აქვს – ის, რომ სხვებს ვეხმარები, თავად ჩემთვის არის შვება. ყველაზე კარგად მესმის იმ ადამიანების, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, იმათი ახლობლების, დედების... სიტყვები არ მეყოფა იმის გადმოსაცემად, რასაც განიცდიან. ამ მოცემულობას ზურგი ვეღარ შევაქციე და ვიგრძენი, რომ პასუხისმგებლობა უნდა ამეღო. თუნდაც იმიტომ, რომ ანიტას სახელი არ მინდა, დასრულდეს და სულ ჟღერდეს. ეს ყველაფერი ჩემთვის გაიგივებულია ანიტასთან, იმასთან, რომ ისევ ჩვენთანაა.
– ბენეფიციარების კონკრეტული ჯგუფი დაყავით თუ განურჩევლად ყველას გაუწევთ დახმარებას?
– თავიდან გვქონდა იდეა, რომ დაგვეყო კონკრეტული ჯგუფი, თუნდაც ასაკობრივად, მაგრამ  მე თუ მტკივა ჩემი ორი წლის შვილი, ვიღაცას თავისი დედა, მამა, ძმა სტკივა, ამიტომ არ გამოვყავით მხოლოდ ბავშვები და გადავწყვიტეთ, ნებისმიერ ადამიანს დავდგომოდით გვერდით, ვისაც დოკუმენტაცია და კალკულაცია ექნებოდა. ვისაც ანიტას მსგავსი დაავადება ექნება და დასჭირდება რეკომენდაცია, მათაც, რა თქმა უნდა, დავეხმარები. ევროპაში რომ მივდიოდი, არ ვიცოდი, თუ უცხოელ მოქალაქეებზე ეს ოპერაცია არ კეთდებოდა, ვერანაირი გზით ვერ გავარკვიე. ახლა უკვე ზეპირად ვიცი ყველაფერი. ასეთი ვინმე რომ მყოლოდა, ალბათ, არ დავუშვებდი ამ შეცდომას, მაგრამ შეცდომასაც ვერ დავარქმევ ევროპაში წასვლას – ძლიერი მკურნალობა ჩართეს. როცა დღის წესრიგში დადგა გულის გადანერგვა, მაშინ ამიხსნეს ექიმებმა, რომ აუცილებელი იყო მოქალაქეობა ან მინიმუმ ერთი წელი იქ ცხოვრება. ჩვენ ამდენი დრო არ გვქონდა, ფიზიკურად ვერ გაუძლებდა ბავშვი. ამიტომ ისეთ ქვეყანაში უნდა წავსულიყავით, სადაც ამ პროცედურას ჩაუტარებდნენ. მსოფლიო მასშტაბით არსებობს ორი ქვეყანა, სადაც უცხოელებზეც აკეთებენ ამ ოპერაციას: ეს არის ბელორუსია და ინდოეთი. პირველი მუშაობს 10 წლიდან ზემოთ ბავშვებში, ამიტომ ჩვენ ინდოეთი დაგვრჩა.
– როგორ იპოვე საკუთარ თავში ძალა, გეზრუნა სხვებზე?
– იმდენად მესმის, რას განიცდიან ადამიანები ამ დროს, პარალელურად რომ გემატება ფულზე ნერვიულობა, ალბათ, საშინელებაა. მე ეს სანერვიულო არ მქონია,  ისე მარტივად მოხდა ამ კუთხით ყველაფერის მოგვარება. საიდან ვიპოვე ეს ძალა, არ ვიცი, ალბათ, ანიტა მაძლევს ამ ძალას, ასევე  „ანიტელები“ („ფეისბუქზე“ ჯგუფია შექმნილი – ანიტასთვის. ავტორი.) ძალიან მიდგანან გვერდში, ყველაფერს აკეთებენ, რომ მასიამოვნონ. ამ ადამიანების გამოც ვცდილობ, ფეხზე დავდგე, რადგან მათ პირობა მივეცი, არ დავაღალატებდი. ჩამოსვლის წამიდან, თბილისში დავდგი თუ არა ფეხი, ვთქვი, უნდა მეპოვა ძალა. პირველი მოვიკითხე სხვა ბავშვების ამბავი, ვის რა უჭირდა. მითხრეს, რა დროს ეს იყო, მაგრამ იმ მომენტში ვიცოდი, ეს იყო ჩემი თავის დახმარება. ძალიან დიდი ნუგეშია ჩემთვის ეს ყველაფერი. ვგრძნობ, რომ ანიტა მაძლიერებს, მან თავად მიმითითა და მიჩვენა ეს გზა.
– ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი გხვდება ანიტასთან, მათ შორის ყველაზე საინტერესო მტრედია, რომელიც არ სცილდება ანიტას ტერიტორიას.
– სრულიად უცხო ადამიანები ამოდიან ანიტასთან, ხან რა დამხვდება და ხან რა, ზოგმა გულები დაუტოვა, ზოგმა – წერილები, ხატები, პატარა ანგელოზები... ეს ადამიანები მაგრძნობინებენ, რომ ვახსოვართ და ჩემს გვერდით არიან, მეც მინდა, ვუთხრა მათ, რომ ყველა გზავნილს ვნახულობ და უზომოდ მადლობელი ვარ.  იმდენი ლექსი დაუწერეს, რომ  უკვე ანიტას საბავშვო ლექსების კრებულიც გამოიცა. წიგნში გადმოცემულია ანიტას ისტორიები, ტერმინები, ამბები და ლექსები. ანიტას დიდი გულშემატკივრები არიან გოგონები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი. ეს ადამიანები აკეთებენ ყველაფერს, რომ გამახარონ. იდეა მოუვიდათ,  სიმბოლურად ანიტას ორმოცზე ცაში გაეშვათ თეთრი მტრედი. მოიყვანეს  მტრედი, გავუშვით, მაგრამ არ წავიდა. გაფრინდება, მაგრამ მერე მაინც ბრუნდება, ხანდახან ეკელსიაში შედის და იქ ათენებს ღამეს. ერთხელაც, თურმე, წმიდა გიორგის ხატზე იჯდა მთელი ღამე. დილით გამოდის და ისევ ანიტას ირგვლივ ტრიალებს. ერთმა ადამიანმა მტრედს სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთა სახლი, ხაშურიდან გამომიგზავნა და იქ ვსვამთ ხოლმე. სულ ანიტას ტერიოტრიაზეა და არ უნდა წასვლა. საერთოდ ანიტას უყვარდა ყველა ცხოველი, მწერი, ფრინველი. თვითონაც ბაჭია დაირქვა. ალბათ, ეს მტრედი რაღაც სიმბოლურია. ზუსტად ვიცი, ანიტას რომ ენახა, ძალიან ბედნიერი იქნებოდა. ჩვენც ჩვეულებრივად ვიჭერთ, ვეფერებით და მერე ვუშვებთ.
– მაშინაც კი, როცა მდგომარეობა დამძიმდა, ანიტა ყოველთვის მხიარულად იყო, როგორ ახერხებდა?
– ძალიან მებრძოლი სულის ბავშვი იყო, პოზიტივს ინარჩუნებდა იმის მიუხედავად, რომ ხშირად თავს კარგად ვერ გრძნობდა. ინდოეთში ჩასვლდიან მე-5 დღეს დაეწყო მაღალი სიცხეები და 15 დღე  40 გრადუს ვერ უგდებდნენ ექიმები. 15 დღე ჯანმრთელი და ზრდასრული ადამიანის გული ვერ აიტანს მაღალ ტემპერატურას, ანიტამ კიდევ ასეთი ავადმყოფი გულით იბრძოლა. ექიმებს გაფრთხლებული ვყავდი, ამ ბავშვს 38-მდეც, რომ აუწიოს სიცხემ აუცილებლად დამწევი მიეციო, რადგან ეს მისი გულისთვის დიდი დატვირთვა იქნებოდა. მაინც ბოლომდე იბრძოდა, მაინც კარგ ხასიათზე იყო, მღეროდა, ცეკვავდა. რეანიმაციაშიც კი, როცა ინტუბაციის მილი ჰქონდა ჩადგმული და ვერ საუბრობდა,  ყველაფერს მაგებინებდა. იქაც უნდოდა, რომ მეცეკვა და მემღერა. ყველაზე ცუდად და კრიტიკულ პერიოდშიც მხიარულებას და ცეკვა-თამაშს ითხოვდა. ყველაფერს მაგებინებდა თვალებით.

скачать dle 11.3