კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 შესაძლებელია თუ არა გლობალური აპოკალიფსის თავიდან აცილება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

როგორი იქნება ქვეყნის აღსასრული
(აპოკალიფსის სამი სცენარი)
  მაიას, აცტეკებისა და შუმერების ხელნაწერთა ზოგიერთი გაშიფრული ტექსტების მიხედვით, დედამიწაზე ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ბობოქარი მისი არსებობის ისტორიაში – განვითარდება აპოკალიფტური მოვლენები. მათგან ნაწილი იქნება ბუნებრივი და ადამიანი მათზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, ნაწილი კი – ნახევრად ბუნებრივი და თუკი ადამიანს გონება ეყოფა, მაშინ ყველაფერი ნაკლებად დრამატულად ჩაივლის. ნაწილი კი მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური იქნება და ყველაფერი ადამიანზე იქნება დამოკიდებული.

ვერსია პირველი – მიწისძვრები
  ოკეანოლოგი ჯეიმს კოლინზი: „დედამიწის ისტორია ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე მას ჩვენ გვაწვდიან. ჩვენი პლანეტა კი იმაზე საგრძნობლად ახალგაზრდაა, ვიდრე ეს ოფიციალურადაა მიჩნეული. აქედან გამომდინარე კი დედამიწის ქერქის ფორმირება ჯერაც არაა დასრულებული, ის დღემდე მიმდინარეობს და სწორედ, ეს პროცესი იწვევს იმ გიგანტურ მიწისძვრებს, რომლებსაც უამრავი მსხვერპლი და ზარალი მოაქვს. დედამიწის ქერქი შედგება შვიდი უზარმაზარი ფილისგან, რომლებზეც დგას კონტინენტები. ეს ფილები წელიწადში 8-9 სანტიმეტრით გადაადგილდებიან და სწორედ, ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოძრაობა იწვევს პლანეტარული მასშტაბის კატასტროფებს. ოკეანის სიღრმეში ამ ფილების გადაადგილება უდიდეს ენერგიას წარმოქმნის და წყლის უზარმაზარ მასებს საათში 700-800 კილომეტრის სიჩქარით ამოძრავებს. წარმოიშვება ცუნამი, რომელიც ისეთი დამანგრეველი ძალისაა, რომელსაც ვერაფერი დაუდგება წინ. ასე მოხდა 2004 წელს, როდესაც 100 ათასი ადამიანი დაიღუპა და 2011 წელს იაპონიაში, სადაც ამდენი მსხვერპლი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ ამ ქვეყანას კატასტროფის მაუწყებელი უახლესი სისტემა აქვთ. ათასამდე სეისმოგრაფი აკონტროლებს უბედურების მოახლოებას და ეს ხდება ცუნამამდე რამდენიმე წუთით ადრე. ანუ, სულ მცირე დროში მოახერხა იაპონიის მთავრობამ ხალხის სახიფათო ზონებიდან გახიზვნა და მილიონობით თუ არა, ასეულ ათასობით სიცოცხლე იხსნა. მიუხედავად ამისა, იაპონია მაინც განწირულია და ეს გარდაუვალი ფაქტია. ამომავალი მზის ქვეყანა ოთხი გიგანტური ფილის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ეს ფილები ერთმანეთს, ერთხელაც, ისე დაეჯახებიან, რომ გიგანტური ცუნამი მთელ იაპონიას წყლის ქვეშ მოაქცევს. ზუსტად როდის მოხდება ეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამ გლობალურ კატასტროფას 20-30 წელი მაინც დასჭირდება... არასახარბიელო მდგომარეობაშია ამ მხრივ რუსეთიც. იქ 1 300 კილომეტრის სიგრძის, ეგრეთ წოდებული, „ურალის ტეხილია“ და ის თუ გადატყდა, რუსეთს შუაზე გაყოფს, რაც შესაძლოა, იაპონურ სცენარზე უარესი აღმოჩნდეს... სეისმურად ძალიან აქტიურ ზონაშია ამიერკავკასია და ყველაზე რთულ მდგომარეობაში აზერბაიჯანი და სომხეთია. საქართველოში, ამ მხრივ, შედარებით სიმშვიდეა. ჩვენ, ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერებს, ის გვაწუხებს, რომ გარდაუვალი გეოფიზიკური მოვლენები (იაპონიის დაღუპვა) ჯაჭვური რეაქციით არ განვითარდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ავიცილებთ თავიდან აპოკალიფსს...“

ვერსია მეორე – გლობალური დათბობა
  კლიმატოლოგი ბრიუს ჰანცი: „პლანეტა დედამიწაზე აპოკალიფტური მოვლენების გამოწვევა შეუძლია გლობალურ დათბობას, ანუ ტემპერატურის მატებას, რაც ყოველწლიურად ხდება. ესაა ნახევრად ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც ადამიანი უწყობს ხელს და მასვე ძალუძს ამ საშინელების თავიდან აცილება. ამ საშინელებას „სათბურის ეფექტი“ ეწოდება, ანუ დედამიწაზე დაგროვილი ნახშირმჟავა გაზი, მეთანი და აზოტი ინფრაწითელ გამოსხივებას კოსმოსში არ უშვებენ. ამის შედეგად იცვლება კლიმატი. ანომალიური სიცხე კი ყველაფერს სპობს და ანადგურებს. ჩნდება ხანძრები, გვალვა და სხვადასხვა მიძიმე ეპიდემია, რომლებიც სიცხითაა გამოწვეული. „სათბურის ეფექტის“ ბუნებრივი მახასიათებელი მზის აქტივობაა და ამას ვერ შეაჩერებ. თუმცა, ადამიანი ამ მოვლენას ხელს უწყობს და მის აპოკალიფსისკენ სვლას აძლიერებს. ანუ, ტოტალური ინდუსტრიალიზაცია გლობალური დათბობის მთავარი კატალიზატორია და სანამ ადამიანი მასზე უარს არ იტყვის ან თუნდაც გაანახევრებს, აპოლკალიფსი გარდაუვალია. მთავარი ხელშემწყობი – ნახშირმჟავა გაზი მსოფლიო ოკეანეში უზარმაზარი რაოდენობითაა დაგროვილი. მისი ატმოსფეროში გაფანტვა ანომალიური სიცხის მთავარი ხელშემწყობია. მართალია, ბიოფიზიკოსებმა მსოფლიო ოკეანეში ნახშირმჟავა გაზის მშთანთქმელი წყალმცენარეები მოამრავლეს, მაგრამ რამდენად ეფექტური ზომებია, ეს ჯერჯერობით უცნობია. ფაქტი კი ისაა, რომ 2019 წელს ანტარქტიდაზე დნობის შედეგად უზარმაზარი აისბერგი მოსწყდა ყინულის კონტინენტს და ოკეანეში შეცურდა. ხოლო თუკი ეს ანომალია ასეთი ტემპებით გაგრძელდა, მთელი ანტარქტიდა 20-30 წელიწადში დადნება. მსოფლიო ოკეანის დონე 10 მეტრით აიწევს და თითქმის მთელ პლანეტას მოიყოლებს ქვეშ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ამ გამონაკლისს ამიერკავკასიის ის ნაწილი შეადგენს, სადაც საქართველო მდებარეობს...“

ვერსია მესამე – ტექნოგენური კატასტროფები
  ინჟინერ-ფიზიკოსი საიმონ რიდი: „ტექნოგენური კატასტროფები გამოწვეულია  არა მხოლოდ ტექნიკურით, არამედ ტექნიკური და ბუნებრივი მიზეზების თანწყობით. თუმცა მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი კატასტროფა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ბრალია და აქედან გამომდინარე, მას ხელოვნურობის კვალიფიკაციას ვანიჭებ. თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც ისეთ სისტემას ქმნი, რომლის დარღვევამაც შესაძლოა, აპოკალიფტური შედეგი მოიტანოს, ამ სისტემას უმაღლესი დონის დაზღვევა უნდა ჰქონდეს. ძირითადად, მე ვგულისხმობ ატომურ ელექტროსადგურებსა და არაატომურ, მაგრამ დიდ ენერგეტიკულ ობიექტებს. ფუკუსიმას ავარიის მიზეზი მიწისძვრა და ცუნამი იყო, მაგრამ ადამიანებს რომ ამ სექტორში არ აეშენებინათ ობიექტები, ისე, როგორც ამას ამერიკელები და ფრანგები ახორციელებენ, კატასტროფაც თავიდან იქნებოდა აცილებული. ღმერთმა არ ქნას, რომ გამართლდეს ბრიტანელი მეცნიერების მიერ მოდელირებული აპოკალიფტური სურათი. მათი გათვლებით, 2020-2025 წლებში ერთ-ერთ აზიურ ატომურ სადგურზე ტექნოგენური კატასტროფა მოხდება. აფეთქება ოკეანის ფსკერს გახლეჩს და უდიდესი ცუნამი წარმოიქმნება, რომელიც ნახევარ მსოფლიოს გაწყვეტსო... მსგავსი ტექნოგენური ბუნებრივი კატასტროფა რეალურადაა შესაძლებელი და ადამიანმა საღ აზრს უნდა მოუხმოს, რომ აპოკალიფსი თავიდან აიცილოს.“


скачать dle 11.3