კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რა „კრიტიკულ ზღვარს“ შემდეგ რეალიზდება თვითწყევლა ადამიანისთვის და რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ საკუთარი წყევლის მსხვერპლი არ გახდეთ

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  სხვა ისე ვერ გავნებს, როგორც შენივე თავიო, - ხშირად გაგვიგია ეს ფრაზა სხვისგან და თავადაც არაერთხელ გვითქვამს... რა არის ეს? - წყევლის განსაკუთრებული ფორმა - თვითწყევლა, რითაც ადამიანი ენერგეტიკულად აზიანებს საკუთარ თავს და ამას არ სჭირდება სპეციალური რიტუალები. პროგრამის გაშვებისა და აქტივაციისთვის საკმარისია, მხოლოდ გარკვეული სიტყვების ან ფრაზების წარმოთქმა. თუ რა გამონათქვამები შედის ამ ნუსხაში, რა სიხშირით ვიყენებთ მას და რა შედეგები შეიძლება, მოვიმკათ ამ ყოველივესგან, შეიტყობთ ჩვენი რესპონდენტისგან, ეზოთერიკოს ბატონ ოთარ შ-სგან.
- განსაკუთრებით ვერაგია თვითწყევლის ენერგეტიკული ზიანი, რადგან შეიძლება ისე გავააქტიუროთ პროგრამა, რომ თავად ამაზე წარმოდგენაც არ გვქონდეს. თვითწყევლა კი ძალაში შედის მყისიერად (მისი ემოციურად გამოხატვისას), ან თანდათანობით, პრინციპით - „წყალი ქვას ხვრეტს“. ასე რომ, ჩვენს ლექსიკონში მკვიდრად დამკვიდრებული ფრაზები ნელა, მაგრამ ნამდვილად ქმნის დესტრუქციულ პროგრამას. რაღაც მომენტში რაოდენობა უკვე ხარისხში გადადის და წყევლა აქტიურდება. მსხვერპლი კი პრობლემების ზრდას ვერც ამჩნევს, რადგან წარმოქმნილი ნეგატივი შეიძლება, ცხოვრებაზე მის პიროვნულ შეხედულებებს დაემთხვეს.
- რომელია ყველაზე გავრცელებული ფრაზები თვითწყევლიდან?
- ასეთი უამრავია, მაგრამ მათგან გაგაცნობთ ყველაზე ჩვეულსა და იმავდროულად, სახიფათოს: „ეშმაკმა დამლახვროს“; „დავითარსე“; „ღმერთმა დამწყევლოს“; „მიწა გამსკდომოდა, მერჩივნა“; „ვერ ვიტან საკუთარ თავს“; „მეხი დამეცეს“; „ნეტავ, რად გავჩნდი“; „დაწყევლილი ვარ“; „ღარიბი დავიბადე და ღარიბად მოვკვდები“; „არავის ვუყვარვარ“; „რა სულელი ვარ“; „კიდევ საუკუნე ვერ ვეღირსები ბედნიერებას“; „ყველაზე მახინჯი ვარ“; „მარტოხელა/ავადმყოფი/ღარიბი ვარ“ და ასე შემდეგ. ვერც წარმოიდგენთ, რა დამანგრეველი ეფექტი აქვს მსგავს სიტყვებს, მაგრამ სიტუაცია ამით არ იცვლება. წესების არცოდნა ხიფათს თავიდან ვერ აგაცილებთ.
- როგორ ამოვიცნოთ თვითწყევლა?
- ნებისმიერი წყევლა იმითაა საშიში, რომ ყოველთვის ვერ ხერხდება მისი დიაგნოსტირება. თუმცა, თვითწყევლის ზემოქმედების დროს ვლინდება შემდეგი ნიშნები: დეპრესია და მომავლისადმი ინტერესის დაკარგვა; სტაბილურად დანაშაულისა და შიშის გრძნობა ყველასა და ყველაფრის წინაშე; ქრონიკული დაავადებები და მუდმივად ჯანმრთელობის პრობლემები; ემოციური სიცარიელე და მიმდინარე მოვლენებისგან გარიყვა; გართულება პირად ფრონტსა და ხალხთან ურთიერთობაშიც; თვითმკვლელობის აკვიატება; ძლიერი ლტოლვა ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი; უსიამოვნება სამსახურსა და ფინანსებთან დაკავშირებით; ბალანსირება სიღატაკის ზღვარზე და ცალკეული ფულადი დანაკარგები. ამ სიმპტომებიდან რომელი გამოვლინდება, იმ ინდივიდუალურ პროგრამაზეა დამოკიდებული, კონკრეტულმა ადამიანმა რომ გაუშვა.
- როგორ „აპროგრამებს“ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას?
- მაგალითად, ოჯახის უფროსი, რომელიც მუდმივად ჩივის, რომ ფული არ ჰყოფნის, „ნებაყოფლობით“ ექცევა სიღარიბის ტყვეობაში; ქალს, რომელიც მიიჩნევს, რომ არ არის მომხიბვლელი, სხვაც ასეთად ხედავს მას; მოხუცი, რომელიც სულ სიკვდილზე ლაპარაკობს, აჩქარებს ამ მომენტს და იზიდავს ავადმყოფობებს. ადამიანი თავად ირჩევს საკუთარ ხვედრს - თავშეუკავებლობა, საკუთარი თავით უკმაყოფილება დესტრუქციული პროგრამის ამუშავების ძირითადი მიზეზია, რაც დროულად თუ არ შეჩერდა, სრულიად დაანგრევს მსხვერპლს. მაგალითად, კონკრეტული დღისა თუ საათის დაწყევლა, იმ მომენტში მომხდარი უსიამოვნების განმეორებას იწვევს. მართალია, ეს უბედურება გაივლის, მაგრამ, როცა თვითწყევლის პროგრამა ჩართულია, ადამიანი ავადდება ან უფრო უარესი - შეიძლება, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლოს. ხალხში გავრცელებულია „ეშმაკთან გარიგების“ სიუჟეტებიც, რაც  ყველაზე ხშირად უკავშირდება ქალს, რომელსაც დედობრივი სიყვარული მართავს. მაგალითად, ვაჟი მოჰყვა ავარიაში და მძიმე მდგომარეობით რეანიმაციაში წევს. სიმწრისგან გონებაარეული დედა კი ყვირის: ოღონდ შვილი გადამირჩინე, ღმერთო და სანაცვლოდ მე წამიყვანეო. შემდეგ, როცა შვილი იწყებს გამოჯანმრთელებას, თვითწყევლა ირთვება და „გამოიწერა“ რა სიკვდილი, დედა იწყებს ჭკნობას. პრობლემა ისაა, რომ დედამ არასწორი „მიმართვა“ გააკეთა, როცა შეიძლებოდა პოზიტიური „გზავნილით“ ყველასთვის სასიკეთო შედეგი დამდგარიყო. ზოგჯერ, როცა უსიამოვნებები ერთმანეთს მიეწყობა ხოლმე, სიმწრისგან ბევრს აღმოხდენია: ჯანდაბას ჩემი თავიო, - მერე კი უკვირთ, ცხოვრების „ნეგატიური ხაზი“ რატომ არ მთავრდებაო. ყველასთვის ნაცნობია ასეთი სიტუაცია: ქმარი სხვა ქალთან მიდის... ცოლის რეაგირებაა: ზოგი ეგუება სიტუაციას, ზოგი კი ქმრის შენარჩუნებისთვის იბრძვის, რისთვისაც სხვადასხვა ხერხს მიმართავს. „თუ ავად გავხდები, არ მიმატოვებს“ - წყვეტს ის და იგონებს, ავადობის რაც შეიძლება მძიმე ფორმას, რომ უფრო „დააბას“ მეუღლე. შედეგად, ქალი ავადმყოფობს დიდხანს და მტკივნეულად, ქმარი კი, მართალაც რჩება მასთან მის ბოლო ამოსუნთქვამდე.
- ზოგს თვითგვემა თავმდაბლობად მიაჩნია...
- ხშირია, როცა ადამიანი სიზარმაცის გამო, ცხოვრებაში ვერ აღწევს  იმას, რაც უნდოდა, თავს უიღბლოდ რაცხს - ყველაფერს იმას აბრალებს, რომ არ უმართლებს. მარტოხელა ქალებისგან ხშირად მოგვისმენია: „ნეტა მე ვის ვჭირდები... დავრჩები ასე, მარტო!“ და მართლაც ასე ხდება. ან კიდევ უარესი: „ყველა კაცი ნაგავია“... და მართლაც, ისე მიდის მისი ცხოვრება, რომ ერთ ნორმალურ მამაკაცსაც კი ვერ შეხვდება. ქალისთვის ყველაზე სახიფათოა საკუთარ გარეგნობაზე ჩივილი: „რა მახინჯი ვარ“, „საშინლად მსუქანი ვარ“. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ სული კი არა, სხეულიც ღვთის საჩუქარია და მისი გმობა თავად პიროვნებასაც ანადგურებს. საკუთარი თავის სიყვარულით კი პოზიტიურ პროგრამას იქმნით.
- გამოდის, ყველა სიტყვას უნდა დავუკვირდეთ, რომ თვითწყევლა არ გამოგვივიდეს?
- საბედნიეროდ, ყველა სიტყვიერი ფორმულა არ რეალიზდება. მაგრამ, საკუთარი პერსონის მისამართით წამოსროლილი ხშირი და ემოციური წყევლა, „კრიტიკულ რაოდენობას“ რომ მიაღწევს, სავსებით შესაძლებელია, ახდეს. მას ხომ ყოველ ჯერზე ძალა ემატება, რითაც სერიოზული ენერგოინფორმაციული ზიანის მოყენება შეუძლია. ამიტომ, საკუთარი წყევლის მსხვერპლი რომ არ გახდეთ, მიუტევეთ არა მხოლოდ სხვას, საკუთარ თავსაც; ხოლო, თუ არ გიმართლებთ, იხუმრეთ მომხდარზე ან თქვით შემდეგი: „მართალია, ამჯერად მთლად ისე არ გამოვიდა, როგორც მინდოდა, მაგრამ არა უშავს, სხვა დროს ყველაფერს უკეთ გავაკეთებ“.

скачать dle 11.3