კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ მოვუაროთ ხელის კანს

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ხელის კანი მუდმივად განიცდის მზის ულტრაიისფერი სხივებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის მავნე ზეგავლენას, რის შედეგადაც საკმაოდ ხშირად ზიანდება, მით უმეტეს, ახლა, როცა ვირუსული ეპიდემიის დროს, ხშირად იბანთ ხელს და გიწევთ სახლის სპეციალური ხსნარებით დასუფთავება.  იმ შემთხვევაში კი, თუ უკვე 50 წელს გადააბიჯეთ, აუცილებელია, რეგულარულად ჩაიტაროთ მარტივი პროცედურები, რათა თავიდან აიცილოთ ასაკობრივი ლაქები, ნაოჭები და ხელის კანის არაჯანსაღი იერსახე.
  ზოგადად, რაც უნდა მოვლილად და კარგად გამოიყურებოდეს ადამიანი, მის ნამდვილ ასაკს, ქუთუთოებსა და სახის კანზე დაკვირვებით კი არ მიხვდებით, არამედ ხელის კანის მდგომარეობით. ქალბატონები, ძირითადად, სახის კანს უთმობენ დიდ დროსა და ყურადღებას, იკეთებენ სპეციალურ ნიღბებს და იტარებენ სხვადასხვა პროცედურას, ხელის კანის მოვლას კი ივიწყებენ. არადა, სწორედ ხელებია თქვენი სავიზიტო ბარათი და დამალული ასაკის საიდუმლოს გამცემი.
  არსებობს ძალიან მარტივი პროცედურა, რომელიც თქვენი ხელების კანს მინიმალურ დროში დაუბრუნებს ახალგაზრდობას. თუ ასეთ პროცედურას კვირაში ერთხელ, მხოლოდ 10 წუთს დაუთმობთ, მიიღებთ შედეგს, რომელიც სალონში ჩატარებული საკმაოდ ძვირად ღირებული პროცედურების შედეგს არ ჩამოუვარდება. ეს საშუალება  ერთდროულად ღრმად წმენდს ხელის კანს, აახალგაზრდავებს, აღიავებს და არბილებს მას.
  მარილის, სოდისა და გელის ნიღაბი:  2 სუფრის კოვზ მარილს, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და 3 სუფრის კოვზი ტანის დასაბანი გელი. აურიეთ კარგად, ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. გამზადებული მასა კარგად წაისვით და შეიზილეთ ხელის კანზე. მსუბუქი მოძრაობებით იკეთეთ მასაჟი, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ, სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება. ასევე, ამ საშუალების რამდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ, თხელი თმა ხელის კანიდან მოგშორდებათ და შეწყვეტს ზრდას. ხოლო, პირველი პროცედურის შემდეგ, ხელების კანი საოცრად ხავერდოვანი, ნაზი და მიმზიდველი იქნება. დროთა განმავლობაში კი ასაკობრივი ლაქებიც გაქრება. ხელის კანზე გაჩენილი კოჟრები, გარქოვანებული და გაუხეშებული კანი დარბილდება და აიქერცლება. ასე რომ, სოდისა და მარილის ნიღაბი ანუ იგივე სკრაბი, იდეალურია – მყისიერად დაგირბილებთ და გაგილუვებთ კანს ხელებზე. თუ თქვენ ზედმეტად მშრალი კანი გაქვთ, ნარევში 1 კოვზი ზეითუნის ზეთიც ჩაამატეთ.
скачать dle 11.3