კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 25 აპრილს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია მომიტანს მეტ წარმატებას?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი, დამოუკიდებელი მებრძოლი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი. თუ ამ თვისებებს წინ წამოწევთ, წარმატებებსაც მიაღწევთ ცხოვრებაში და კარმულ მისიასაც შეასრულებთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიური საქმე, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 19 იანვარს, დილის ათ საათზე. რაც წამოვიწყე, არ გამიმართლა. რა საქმიანობას მოვკიდო ხელი, რომ წარმატებას მივაღწიო?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგია სამხედრო სტრუქტურები, მანქანათმშენებლობის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, სახანძრო, სამაშველო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, ფილოსოფია, პარაფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, მედიცინიდან – ფარმაცევტიკა, საქველმოქმედო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, სასტუმროების ბიზნესი.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 16 ივლისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ იყოთ ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და გადამნაწილებელი, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოთ. ასევე, უნდა იყოთ ფრთხილი, წინდახედული. ეცადეთ, მაქსიმალურად სტაბილური ცხოვრება გქონდეთ. ამასთან ერთად, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ამით თქვენ დაადგებით სწორ ევოლუციურ გზას, შეასრულებთ კარმულ მისიას და ადვილად მიაღწევთ წარმატებებს.
კითხვა: როგორ წარიმართება 1987 წლის 3 ივნისს დაბადებული მამაკაცისა და 1997 წლის 10 მაისს დაბადებული ქალის ურთიერთობა. შესაძლებელია თუ არა მათი დაქორწინება და რა უნდა დათმოს თითოეულმა მათგანმა ერთმანეთისთვის, რომ ბედნიერი ოჯახი შექმნან?
პასუხი: წლის მიხედვით, მათ შორის შეთავსება კარგია. თვის მიხედვით კი ცოტა რთულადაა საქმე. ივნისში დაბადებულისთვის უკეთესია ურთიერთობა ვერძის, ტყუპების, მერწყულისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებთან. კუროსთან კი ცოტა მეტი სირთულე ელის. მათ შორის ხასიათში დიდი ანტაგონიზმი ვლინდება. მაგალითად, კურო მძიმედ იტანს ტყუპების სულსწრაფობას. კუროს ტყუპებში იზიდავს მისი გონებამახვილობა, კომუნიკაბელურობა, მაგრამ, ამავდროულად, ორივემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოჯახი ცოტა სხვა კრიტერიუმებთან და ფაქტორებთან არის კავშირში, ამიტომ, თუ ერთმანეთს არ დაუთმობენ, კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. ეს ორივე ნიშანი გარკვეულწილად ჯიუტია. ამიტომ, თუ სერიოზულ კომპრომისზე არ წავიდნენ ერთმანეთთან ურთიერთობაში და ზოგიერთ ნეგატიურ თვისებაზე თვალი არ დახუჭეს, სერიოზული კონფლიქტები ექნებათ. ასე რომ, თვის მიხედვით, ურთიერთობა არასასურველია, წლის მიხედვით კი – კარგი.


скачать dle 11.3