კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 სტალინმა რუსეთის მოსახლეობის 97 პროცენტს 6 წელიწადში წერა-კითხვა ასწავლა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ ბესარიონის ძე სტალინს რომ რუსეთის წინაშე უდიდესი დამსახურება აქვს, თვით რუსი ანტისტალინისტი და შოვინისტ-ნაციონალისტებიც კი აღიარებენ. ფაქტები ჯიუტია. მათ ვერსად გაექცევი. ციფრები კი ყველაზე ნათელი დასტურია იმისა, თუ რას წარმოადგენდა სტალინამდელი რუსეთი, როგორი ტრანსფორმაცია განიცადა მან სტალინის დროს და როგორი სახელმწიფო დატოვა საბჭოთა ბელადმა სიკვდილის შემდეგ... ისტორიულ და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-ლეიტენანტი ფრანც კოტელმახი წერს: „ჩერჩილს ნათქვამი აქვს: სტალინმა სახნისიანი რუსეთი ჩაიბარა და თერმობირთვული სახელმწიფო დატოვაო. ბევრ ადამიანს ეს ფრაზა საკმაოდ პრიმიტიულად ესმის. სავარაუდოდ, ისინი ვერ იაზრებენ პერიოდს, რომელიც ქვეყანამ სახნისიდან ატომურ ბომბამდე გაიარა. არადა, ეს იყო 25-წლიანი ისტორიული მონაკვეთი (1924-1949 წლები), როდესაც ჩამორჩენილი, აგრარული და კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოს ნომერ პირველ სახელმწიფოდ გადაიქცა...
  იოსებ სტალინი გენერალურ მდივნად 1922 წელს აირჩიეს, ლენინის რეკომენდაციით. თუმცა, რეალურად ხელისუფლებას ის, სწორედ, ლენინის სიკვდილის მერე, 1924 წლიდან ჩაუდგა სათავეში და სწორედ აქედან დაიწყო სახნისიანი რუსეთის გადაქცევა უდიდეს თერმობირთვულ სახელმწიფოდ... აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი ამბობდა: „რუსეთის აგრარული სახელმწიფოდან უდიდეს თერმობირთვულ იმპერიამდე მისვლა ჰაერზე არ მომხდარა და მას არაერთი თანმხლები პროცესი სდევდა თან. ერთ-ერთი უმთავრესი იყო განათლების სისტემის გამართვა და სწორედ ამან ითამაშა დიდი როლი, რომ რუსეთი მოწინავე მსოფლიო „ძერჟავა“ გახდა...“
  „მე, გერმანული წარმოშობის რუსეთის გენერალს, – წერს ფრანც კოტელმახი, – ალბათ, ბევრი ადამიანი დამდებს ბრალს იმაში, რომ რუსებისადმი ანტაგონისტურად ვარ განწყობილი და მათ ეროვნულ ღირსებებს ვაკნინებ. თუმცა, ეს მტკნარი სიცრუეა და ვწერ იმას, რის დასკვნასაც ვაკეთებ იმ ნამდვილი საარქივო დოკუმენტების გაანალიზებისას, რომლებიც დამოუკიდებელი რუსეთის წმინდა რუსულ არქივებშია დაცული. იქ კი თეთრზე შავად წერია, რომ 1924 წლისთვის, ანუ ლენინის სიკვდილის შემდეგ და სტალინის გაპირველკაცებისას, 100-მილიონიან რუსეთში მხოლოდ 18-მა მილიონმა ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა... ანუ, მთელი მოსახლეობის 82 პროცენტი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. უფრო უარესიც – ამ 18 მილიონიდან მხოლოდ 3 პროცენტი იქნებოდა სუფთა რუსი, დანარჩენები კი ებრაელები, გერმანელები და იმ ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც რუსეთში (მხოლოდ რუსეთში და არა იმპერიის სხვა ქვეყნებში) ცხოვრობდნენ. სტალინმა კი სულ რაღაც 6 წლის, ვიმეორებ, 6 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი რადიკალურად შეცვალა და 100-მილიონიან რუსეთში მცხოვრებთა, თუკი არ ჩავთვლით სკოლამდელი ასაკის მოსახლეობას,  უკვე 97-მა პროცენტმა იცოდა წერა-კითხვა... შედარებისთვის გეტყვით, რომ საფრანგეთში ამ დროს მოსახლეობის 70-მა პროცენტმა იცოდა წერა კითხვა, დიდ ბრიტანეთში – 67-მა პროცენტმა, შეერთებულ შტატებში – 56-მა პროცენტმა და გერმანიაში – 71-მა პროცენტმა... ანუ 6 წელიწადში სტალინმა შეძლო ტოტალური უწიგნურობის აღმოფხვრა და განათლების სისტემა ისე გამართა, რომ რუსეთს გაუჩნდა საკუთარი ინტელექტუალური ელიტა და რაც მთავარია, ამ ელიტის მკვებავი ბაზა...
  ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინის სიდიადე მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ მას კოლოსალური რესურსების ამოქმედება შეეძლო და ზოგჯერ საამისოდ უმკაცრეს რეპრესიულ ზომებსაც კი იყენებდა. არამედ იმაში, რომ სტალინმა ზუსტად იცოდა, უპირველესად რა იყო გასაკეთებელი სახელმწიფოს ასაღორძინებლად და ყოველთვის ზუსტად ახორციელებდა მას. კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, ჩვენი ქვეყნის გარდა, სადაც 6 წლის განმავლობაში თითქმის 78 მილიონს ასწავლეს წერა-კითხვა და მისცეს სრულყოფილი საშუალო განათლება. ეს არცაა იმდენად გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის ბიუჯეტის 40 პროცენტი თავდაცვას ხმარდებოდა, 35 პროცენტი კი – განათლებას და დანარჩენი 25 პროცენტი – სხვა დარგებს... ანუ, სტალინი დარწმუნებული იყო, რომ სწრაფი ინდუსტრიალიზაცია განათლების გარეშე წარმოუდგენელი იყო და მან  აბსოლუტურად სწორი ორიენტირი აიღო და გამარჯვებასაც მიაღწია...“
  სტალინმა, რომელსაც მავანნი ლამის რუსეთის დამაქცევლადაც კი მიიჩნევენ, ერს, რომელსაც მხოლოდ 18 (სინამდვილეში კი – მხოლოდ – 3) პროცენტი წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი ჰყავდა და მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის მიწურულს  წერა-კითხვა შეასწავლა, ფართომასშტაბიანი განათლების ასპარეზი შეუქმნა. ისინი კი მისი მოღვაწეობით მაინც უკმაყოფილონი არიან და სისხლიან დიქტატორს უწოდებენ... არადა, თუკი სტალინი მართლაც ისეთი იყო, როგორ იმიჯსაც მას უქმნიან, ანუ დიქტატორი, მაშინ ის ერს განათლების ასპარეზს კი არ მისცემდა, იმ 3 მილიონ მწიგნობარსაც გაანადგურებდა... არადა, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და უწიგნურმა უბრალო ხალხმა განათლება მიიღო და რეალურად მონაწილეობდა სახელმწიფოს აღმშენებლობისა და მართვის პროცესში... თავის მემუარებში უინტონ ჩერჩილი წერდა: „ვინ ვინ, მაგრამ რუსეთის მოსახლეობა სტალინს უნდა აღმერთებდეს და ამ სიტყვებში ერთი პროცენტიც კი არაა გადაჭარბებული. რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციიდან მესიად მოვლინებულმა კაცმა ასწლეულების ქაოსში ჩაძირული ქვეყანა (რუსეთი) მსოფლიო ასპარეზზე გამოიყვანა და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების საპირწონე გახადა...“

скачать dle 11.3