კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№14 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ აფასებს ეკლესია ისეთ ბავშვებს, ვინც ქორწინების გარეშე არიან დაბადებულნი?
პასუხი: წმიდა იოანე ოქროპირის განმარტებით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი კანონიერად არის შობილი თუ უკანონოდ. ყოველი პიროვნება მხოლოდ თავისი ზნეობრივი ღირსებებით ფასდება.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მას აშკარად ავადმყოფი ადამიანის შემდეგ უწევს ხატზე ან ჯვარზე მთხვევა და ეშინია, მისგან რამე არ გადაედოს?
პასუხი: მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ სიწმიდისგან არანაირი სენი არ გადადის და ეს შიში ეშმაკეულია. ასევე, სასწაულია, რისი მხილველნიც გამუდმებით ვხვდებით ეკლესიაში, როდესაც ზიარებაზე ასობით მაზიარებელი ეზიარება ერთი და იმავე ბარძიმიდან, ბოლოს კი მღვდელი და დიაკვანი მიიღებენ წმიდა ზიარებას, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმე დაავადებულიყოს.
კითხვა: ჩემი მეგობარი მიმტკიცებს, თუ მოვინანიებ, უფალი ნებისმიერ ცოდვას შემინდობსო. ეს ჩემთვისაც ცნობილია, მაგრამ ის სჩადის ერთი და იმავე ცოდვას. როგორ მივახვედრო, რომ ცოდვა აღარ უნდა გაიმეოროს?
პასუხი: თქვენს მეგობარს აუხსენით, რომ აღსარების დროს ჭეშმარიტად მიტევებულად ითვლება ის სინანული, რომელიც ადამიანს ცოდვას არ გაამეორებინებს, რომ მონანიებას მაშინ აქვს აზრი, თუ ადამიანი იმ ცოდვას აღარ გაიმეორებს და საბოლოოდ აღმოფხვრის.
კითხვა: რა ასაკიდან შეიძლება, რომ ბავშვმა მარხვა დაიწყოს?
პასუხი: ეკლესიური სწავლებით, არ არის მითითებული ბავშვებისთვის მარხვის დაწყების კონკრეტული ასაკი. ბავშვებმა  მარხვა იმ დროიდან უნდა დაიწყონ, რა დროსაც მათი რელიგიური თვითშეგნება გაიღვიძებს.
კითხვა: ცნობილია, რომ უფალი ადამიანთა თხოვნების შემსმენელია, მაგრამ რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ქრისტიანულად მცხოვრებ ადამიანს არ უსრულდება სანუკვარი თხოვნა უფლის მიერ?
პასუხი: უფლის განგებით, „ლოცვა მართლისა შეისმინების“. როდესაც უფალს რამეს ვთხოვთ, უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მართლები ვართ, ამიტომ უფალს უპირველესად უნდა ვთხოვოთ ჩვენი ცოდვების შენდობა, უნდა განვიწმიდოთ სინანულით და შემდეგ შევკადროთ სათხოვარი. დანარჩენი თავად უფალმა უკეთ იცის, თუ რა გვჭირდება და რა არის ჩვენი სულისთვის აუცილებელი.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ გამოუვალ მდგომარეობაში?
პასუხი: ასეთ დროს ადამიანი უნდა დადგეს ლოცვად და ღმერთს სთხოვოს, რათა მან აპოვნინოს გამოსავალი. ასევე, აუცილებელია, იკითხოთ წმიდა წერილი და წმიდა მამათა წიგნები, რომლებიც გამოსავალზე მიგვითითებენ. გარდა ამისა, უნდა მიხვიდეთ მოძღვართან და მას ჰკითხოთ რჩევა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში.
скачать dle 11.3