კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№14 ზრდასრული და მოწიფული

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  როგორც აღმოჩნდა, ბევრ ქალს ცხოვრების თანამგზავრად ასაკით უფროსი მამაკაცი ურჩევნია. შეიძლება, არ იცით, მაგრამ ასეთი ურთიერთობისთვის სპეციალური ტერმინიც კი შეიქმნა – მაის-დეკემბრის რომანი. საკმაოდ რომანტიკულად ჟღერს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ  განსჯის ასაკით განსხვავებული წყვილების ურთიერთობას.  ფსიქოლოგების აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება უყვარდეს ქალს ასაკით ასეთი უფროსი მამაკაცი.  ამის  ძალიან ბევრი მიზეზი  არსებობს.  დავიწყოთ იმით, რომ ის ზრდასრული და მოწიფულია.
* ცნობილი ფაქტია, რომ გოგონები ბიჭებზე ადრე მწიფდებიან. ამიტომაც ზოგიერთ მათგანს არ მოსწონს თავისი ასაკის პარტნიორები, რომლებსაც სერიოზულ ურთიერთობამდე ჯერ კიდევ გართობა სურთ და ცხოვრებას ახლა სწავლობენ. ყმაწვილები ჭკვიანი ახალგაზრდა  ქალებისთვის ხშირად შესაფერისი მეგზურები არ არიან. ეს ის ქალები არიან, რომლებსაც შეუძლიათ, ვალდებულებები საკუთარ თავზე აიღონ და ოჯახის შექმნისთვისაც მზად არიან. მათთვის  უფროსი მამაკაცი უფრო მიმზიდველი და სანდო ჩანს.
* ასაკთან ერთად ადამიანი უფრო და უფრო ბრძენდება. კვლევამ დაამტკიცა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდასთან შედარებით, ასაკოვანი მამაკაცი, უფრო ჭკვიანია. რა თქმა უნდა, ეს ცხოვრებისეული გამოცდილების გამოა. ამას ქალებიც ადასტურებენ და მოსწონთ.
* არის კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი – ასაკით უფროს მამაკაცებს ნაკლებად არეული ცხოვრება აქვთ, რაც სტაბილურობას ნიშნავს. ანუ, მათ ზუსტად იციან, რა სურთ. ამიტომ დროს ფუჭად  არ კარგავენ.
* ქალების უმეტესობას უნდა, ფინანსური  სტაბილურობა ჰქონდეს.  ამ გამოწვევას უფროსი მამაკაცები ახალგაზრდებზე კარგად უმკლავდებიან.
* მოთმინება, ზრუნვა, ნდობა და ზოგჯერ დამოუკიდებლობაც, ზრდასრული მამაკაცის სიყვარულის დამახასიათებელი ნიშნებია. ახალგაზრდები კი „ყველაფერი ან არაფერი“ ფრაზებითა და  იმპულსური გრძნობების მოზღვავებით გამოირჩევიან. ისინი ფიქრობენ, რომ დედამიწა მათ გარშემო ბრუნავს.
* ზრდასრულმა მამაკაცმა  იცის, როგორ მოექცეს ქალს. ქალი აფასებს გამოცდილ მამაკაცს, რომელიც ხვდება, რა სურს და აბედნიერებს მის მეუღლეს,  რაც  ურთიერთობას უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.
* უფროს კაცებს განსაკუთრებული ქარიზმა აქვთ, რაც ქალბატონებს იზიდავთ. ეს  ჩანს მათ გარეგნობაში, რადგან იციან, როგორ წარადგინონ საკუთარი თავი და ქალებსაც მოსწონთ მათი ქცევა, სიცილი, იუმორი.
* ქალებისთვის მნიშვნელოვანია, გვერდით ჰყავდეთ ადამიანი, რომელიც მათ გაანებივრებს და საჭირო სიტუაციაში დამშვიდებას შეძლებს. როგორც აღმოჩნდა, ეს უნარი ნამდვილად აქვთ უფროს მამაკაცებს. გაგრძნობინებენ, რომ მასთან დაცული ხარ. უფროსი მამაკაცი ახალგაზრდაზე კარგად ახერხებს კომფორტის შექმნას საყვარელი ქალისთვის.

ურთიერთობას
     ორი ბოლო აქვს      

  ამბობენ, რომ ქალისა და კაცის ურთიერთობას ორი ბოლო აქვს.  ეს არის ერთად ყოფნა ან განშორება. ურთიერთობის რაღაც ნაწილი დაცილებით მთავრდება, რადგან არც ისე ადვილია მონათესავე სულის პოვნა, რომელთანაც ბედნიერი იქნები. ქალები ჩივიან და წუწუნებენ  კაცებზე, კაცები კი იმავეს ლაპარაკობენ  ქალებზე.  ვის მხარეს არის სიმართლე, ძნელი გასარჩევია. მაგრამ  მამაკაცებისთვის არსებობს რეკომენდაციები, გაეცანით მათ,  თუ  არ გსურთ მიტოვებული აღმოჩნდეთ.
ანუ  როდის ტოვებენ ქალები მამაკაცებს
* როცა კაცს არ შეუძლია არცერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და სიტყვა „პასუხისმგებლობა“  აშინებს,  არ იცის, საით გაიქცეს.  ასევე,  თუ ყველა გადაწყვეტილების მიღებას ქალს ანდობს, ასეთ ურთიერთობაში დაცილება არც ისე შორსაა;
* მამაკაცი არ აქცევს ქალს ყურადღებას. ქალებისთვის ყურადღება სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ ამას პარტნიორისგან არ მიიღებს, დროთა განმავლობაში მის ძებნას სხვაგან დაიწყებს – კოლეგებთან ფლირტი, ახალი ნაცნობები... მხოლოდ ერთად ყოფნა არაა ერთგულების გარანტია.
* მამაკაცები დაკავებულები არიან, სამსახური, მეგობრები, კომპიუტერი, ტელევიზორი, სხვადასხვა საზრუნავი... ისინი ცუდი ადამიანები არ არიან, ქალის არსებობას თავის გვერდით ჩვეულ ამბად თვლიან, ურთიერთობა მალე იქცევა მოსაწყენ რუტინად, რადგან ქალი ვერ იგრძნობს ყურადღებას – მამაკაცისთვის სულერთია, რას ფიქრობს ის, რითი ცხოვრობს, ის არაა მისი სულიერი დასაყრდენი. როცა ქალი არ გრძნობს, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია ურთიერთობაზე გულს იცრუებს.
* ქალებს უყვართ კომპლიმენტები, როცა მამაკაცი მის ღირსებებს ამჩნევს და აღნიშნავს. კომპლიმენტი ქალისთვის ისეა, როგორც ყვავილისთვის წყალი. თუ ქალმა თქვენი სიტყვებით, თქვენი ქცევით არ იგრძნო, რომ ის განუმეორებელია, საუკეთესოა, სავარაუდოდ; მალე მარტო დარჩებით.
* თუ მამაკაცი დიდხანს ინარჩუნებს ზედაპირულ ურთიერთობას, საუბრობს მხოლოდ საერთო ნაცნობებზე, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე, რა ფერის შარვალის ყიდვას აპირებს, რა ბრენდის კბილის პასტით იხეხავს კბილებს – დასასრული ახლოსაა.
ქალს მეტი ემოცია და სითბო სჭირდება, მეტი ვნება და თავდავიწყება.

скачать dle 11.3