კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 დარჩი სახლში!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ „ჯერ თავო და თავო“

  ისე მოხდა, რომ ამ გაქანებული გლობალიზაციის ეპოქაში, მავანნი რომ ამტკიცებდნენ, მთელი დედამიწაა ჩემი სახლი და ეროვნული სახელმწიფოები და საზღვრები უმაქნისიაო, ყველა მხოლოდ თავისი სახელმწიფოს ამარა დარჩა (თუმცა ისეთებიც არიან, თავიანთ სახელმწიფოც რომ არ ენაღვლებათ) და, მართლაც, აღმოჩნდა, რომ თითოეულის სახლი თავისი ქვეყანაა, რადგან მათ გარდა ისინი კრიზისისას არც არავის ედარდება.
  ამ თუ სხვა მიზეზით, საქართველო-სომხეთის საზღვარს (სომხეთის მხრიდან) რფ-ის 300-ზე მეტი მოქალაქე მოადგა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ითხოვენ რუსეთში გადასვლის მიზნით. ისინი თავიანთი ავტომანქანებით იმყოფებოდნენ სომხეთში და რაკი საზღვრები ჩაიკეტა, რუსეთში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მართალია, სომხეთმა მისცა უკან დაბრუნების ნება, მაგრამ, სავსებით ბუნებრივია, რომ ქართველი მესაზღვრეები მათ არ ატარებენ.
  საინტერესოა, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, საჰაერო ტრანსპორტი გამოიყენონ, მაგრამ მათ არ სურთ ავტომანქანების სომხეთში დატოვება და არც ბილეთების საკუთარი ხარჯით შეძენა, ამიტომაც შეგვაგონებენ, რომ უზრუნველვყოთ მათი მიცილება ლარსამდე, ხარჯებს კი თავად გაიღებენ (ანუ დერეფნის გახსნას მოითხოვენ). თუმცა, რაკი საზღვარი ჩაკეტილია, კანონი ყველასთვის კანონია, მეორეც – არავინ იცის, მიიღებს თუ არა მათ რუსეთის ფედერაცია და, საერთოდაც, რას მოიმოქმედებენ საქარათველოს ტერიტორიაზე (შიში ოხერია, საქართველო კი ჯერჯერობით ფრიად უსაფრთხო ტერიტორიაა დედამიწაზე).
  მართალია, ჩვენს თანამემამულეებს შორისაც გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც გულმოწყალებისკენ მიგვითითებენ – ოღონდ ზემომოტანილი ის შემთხვევაა, რომ, თუმცა სხვისი ჭირი ღობის ჩხირი არაა, მაგრამ ჯერ მხოლოდ და მხოლოდ თავო და თავოო.


скачать dle 11.3