კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ნანა ცინცაძე: ადამიანმა შეიძლება, არ იცოდეს, რას გააკეთებს, მაგრამ ზუსტად უნდა იცოდეს, რას არ გააკეთებს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ნანა.
გვარი: ცინცაძე.
პროფესია: ექიმი-თერაპევტი, პოეტი.
– ბავშვობა...
– გაწეწილი, „რიჟა“ თმა მქონდა, სახეზე – ჭორფლები და ალბათ, პეპის ვგავდი. საოცრად ცელქი ვიყავი. სამი წლისამ ზეპირად ვიცოდი პოემა „არსენა“, რომლესაც მაყოლებდნენ ხოლმე. ერთხელ პატრიარქის მძღოლი იყო ჩვენთან ეზოში მოსული, რომელმაც ორი ცალი შოკოლადი მომცა და მე დავიწყე პოემის მოყოლა. რაღაც ადგილზე შემეშალა, არ გავჩერდი, დავამთავრე ბოლომდე და როგორც კი მოვრჩი, დავუბრუნე შოკოლადები, არ დამიმსახურებია-მეთქი. ეს „არ დამიმსახურებია“ ჩემს ცხოვრებას წითელ ზოლად გაჰყვა, თუ რამე არ დამიმსახურებია, დღესაც არ მინდა.
– მშობლების როლი...
– გავიზარდე კლასიკურ-ტრადიციულ, იურისტების ოჯახში. დედას პეტერბურგში ჰქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი, ცხრა ენაზე საუბრობდა. რეპრესირებული ოჯახიდან იყო – კომუნისტების დროს სახლიდან გამოყარეს და ხაროში ჩაყარეს ბავშვებიანად. მაშინდელი მმართველობის გამო დედა 3 წლის ასაკში ძაღლებმა დაგლიჯეს და ისეთი შრამი დარჩა, რომ  სიცოცხლის ბოლომდე თმა არ გადაუწევია. პირველ რიგში, წიგნის სიყვარული მაქვს ოჯახიდან. არანორმალურად ცელქი ვიყავი,  დაუმორჩილებელი  და თუ რამე მაჩუმებდა, ეს იყო წიგნის კითხვა ან საინტერესო ამბების მოყოლა. გული მტკივა ერთ რამეზე, მამა იყო ადამიანი, რომლისგანაც ბევრი ვისწავლე და შევიძინე, საინტერესო ცხოვრება გაიარა, რომელიც ისე ვერ ჩავწერე, რომ შემძლებოდა, სხვანაირად მიმეტანა ადამიანებამდე. კაცს რომელსაც შეეძლო, მილიონერი გამხდარიყო, იმდენად წესიერი ადამიანი იყო, რომ 15 წელი აკეთებდა სახლის რემონტს.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ჩემთვის სულ ერთი იყო ყველა საგანი, ერთნაირად ვსწავლობდი, როგორც მათემატიკურ, ასევე ჰუმანიტარულ საგნებს, მამას ვგავარ ამაში. თუმცა,  კლასიკური ფილოლოგია ან  ჟურნალისტიკა მქონდა გადაწყვეტილი. ერთხელ მასწავლებლიდან მოვდიოდი და შემხვდა ჩემი მეგობარი, რომელმაც მკითხა, რაზე ვაბარებდი. ვუპასუხე, ჟურნალისტიკაზე-მეთქი და მითხრა: ინტერვიუ უნდა აიღო ჩემგანო. არ მომეწონა ეს ტონი. მივედი სახლში და დედაჩემს ვუთხარი ყველაზე სანუკვარი ფრაზა მის ცხოვრებაში: დედა, მე ვაბარებ სამედიცინოზე. ეს იყო მისი ოცნება. არასოდეს მინანია ეს არჩევანი. 1 000-ჯერ რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ ექიმი გავხდებოდი. რაც შეეხება ლექსებს, 11-12 წლის ვიქნებოდი, როდესაც პირველი ლექსი დავწერე და  მივუძღვენი ჩემი ბავშვობის მეგობარს, რომელიც უკვე ჩემი „დიდობის“ მეგობარია. ასე დავიწყე ლექსების წერა.
– ადამიანში ვაფასებ...
– ადამიანს აქვს უამრავი მხარე და წახნაგი. რომ გითხრათ, ერთი კუთხით ვუყურებ მას – არა. პირველი და მნიშვნელოვანი არის გონიერება და ინტელექტი, ასევე, შინაგანი წესიერება. ისე არ უნდა იყოს, რომ სხვის თვალში ბეწვი დაინახო და საკუთარში – დირე ვერ შეამჩნიო. ეს ჩემთვის მიუღებელია. ადამიანმა შეიძლება, არ იცოდეს, რას გააკეთებს, მაგრამ ზუსტად უნდა იცოდეს, რას არ გააკეთებს.
– ცოდვა – ეს არის?
– თუ, რელიგიური კუთხით განვიხილავთ, ცოდვაა ყველაფერი: სუნთქვა, აზროვნება, ფიქრი... თუ ამ ყველაფერს ადამიანური კუთხით შევხედავთ, მაშინ ცოდვაა უსიყვარულობა. მახსენდება მეფე ლირი, სადაც მამა ეკითხება შვილებს, როგორ უყვართ მათ. ორი შვილი ჩამოთვლის ათას რამეს. მესამე ეუბნება: მამა, მიყვარხარ ისე, როგორც შვილს უნდა უყვარდეს მამა. ეს ეწყინება მამას, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ეს არის ყველაზე რეალური სიყვარული – როცა მამას დასჭირდა შვილების მხარდაჭერა, მხოლოდ ეს შვილი დაუდგა გვერდით.
– მწამს...
– უფლის. მიყვარს უფალი. რომ გითხარათ, მეტანიებით დავდივარ-მეთქი – არა. სახარებაში წერია: როდესაც ლოცულობ, გვერდზე გადექი, სხვებისთვის შესამჩნევი რომ არ იყოს. როდესაც მარხულობ, არავინ უნდა გაიგოს, რადგან ეს არის შენი პირადი. ეს ყველაფერი შენი სულის ნაწილია და შენთვისაა, რადგან უფალთან მიხვიდე ახლოს. მე მწამს უფლის, ჩემთვის და ჩემებურად.
– ბედისწერა – ეს არის...
– ის, რაც განსაზღვრავს რაღაც მომენტებს ჩვენს ცხოვრებაში. ბავშვობის ზღაპრებში ხომ არიან, ბედის მწერლები, რომლებიც ახალშობილთან ჩამოსხდებოდნენ და ანათლავდნენ ამა თუ იმ თვისებასა და ნიშანს. ბევრი რამე ზღაპრებიდან მართლდება და ალბათ, ჩვენს ცხოვრებაშიც არის ნიშანდობლივი რაღაცები. თუმცა, მარტო ის, რომ ბედს უნდა მივენდოთ, ასე არაა, შენც ხელი უნდა გაანძრიო.  „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს“ – ეს არის ბარათაშვილის სიტყვები, რომლებიც კაცობრიობას დაუტოვა. ბედისწერას თუ დავუმატებთ იმას, რითიც ადამიანი ცხოვრობს, მივიღებთ ცხოვრებას. მაგრამ ალბათ, ბედისწერა მაინც განსაზღვრულია და ვერ შეცვლით.
– რისკი..
– არ ვარ ექსტრემალი, თუმცა რისკიანი ვარ. ვრისკავ გონივრულად, თუ არ დავფიქრდი ისე – არა.  როცა ფიქრობ, მაშინაც არ ხარ მის გამართლებაში დარწმუნებული და როცა დაუფიქრებლად რისკავ, მაშინ ხომ, საერთოდ, წარმოუდგენელია შედეგი.
– დრო და სიყვარული...
– ამ გრძნობას ჩვეულებრივად სჭირდება მოვლა, პატრონობა, „წყლის დასხმა“. სიყვარულში ასაკს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ დამოკიდებულებას ამ გრძნობისადმი. სიბერე – ეს არ არის ნაოჭების ჯამი, ესაა ადამიანის განწყობა, დამოკიდებულება სამყაროსთან. შეიძლება, რაღაცას ვეჩვევით, რაღაც იცვლება, მაგრამ თუ მასზე ვზრუნავთ, არაფერი ქრება.
– იდეალური მამაკაცი...
– შეიძლება, მე ჩამოვაყლობო იდეალური მამაკაცის სახე, მაგრამ უცებ შემხვდეს ადამიანი, რომელსაც არცერთი ეს თვისება არ გააჩნია და სულ სხვა დადებითი მხარეები აქვს. ამ დროს ხვდები, რომ ისეთი რამეებიც ყოფილა, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მე მეგონა. პირველი, რა დროსაც არანაირი კითხვა არ მიჩნდება, არის ინტელექტი – აუცილებელია, იყოს ინტელექტუალი. დანარჩენი ძალიან ბევრი თვისებაა და ასე ცალსახად ვერ დავუწყებ ყურებას.
– ის, რაც უპატიებელია...
– არ უნდა აპატიო. ღმერთმა აპატიოს.
– შეგშურებიათ?
– არა. შეიძლება, მიფიქრია, რატომ მე არა, მეც მინდა და ასე შემდეგ, მაგრამ შური ნამდვილად არ მქონია. ყველას აქვს თავისი ცხოვრება, უბრალოდ, უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები. მე ვერასოდეს გავხდები ბალერინა და ვერ ვიცეკვებ „გედების ტბაში“, ამიტომ, ვინც ცეკვავს, მის მიმართ ჩემი შური სასაცილო იქნება. უნდა განვსაზღვროთ ჩვენი შესაძლებლობები, რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი – არა. ფრთები არც ერთ ადამიანს არ გვაქვს, მაგრამ ეს გრძნობა ნაკლებად არის ჩემში განვითარებული. ჩემს ლექსშია „ვისი რა მშურს? არავისი არაფერი, ღმერთმა მისცეს ყველას თავის წილი...“
– ეჭვიანი ხართ?
– თუ ძალიან გიყვარს ადამიანი და ფიქრებში გაგერევა კითხვის ნიშნები, არა უშავს. ეჭვიანობა ყოველთვის არ არის ავადმყოფობა, ის, გარკვეულწილად, შეიძლება, შენი სიყვარულის გამოხატვაც იყოს და  გარკვეული პროფილაქტიკაც. ზომიერი ყველაფერი მისაღებია.
– როდის ტირით?
– ჩემთვის. ამბობენ, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. მაგრამ მე მირჩევნია, სუსტი ვიყო, ვიღაცას მხარზე ჩამოვდო თავი და ვიღაცამ გაიგოს, რა მსურს. ვტირი შინაგანად და არა სხვის დასანახად. როგორც ექიმი, გეტყვით, როდესაც ადამიანს აქვს გარეგანი გამონაყარი სხეულზე, ზუსტად იგივე ხდება ორგანიზმშიც.  ასეა ცრემლებიც, შეიძლება, ტიროდე შენთვის, შენს სხეულში, რომელშიც ვერ ეტევი. რაც უნდა ცუდად ვიყო, ვცდილობ, ვერ შემამჩნიონ და დავზოგო ის ადამიანები, ვინც მიყვარს.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა, ყველას მოვუხდი ბოდიშს, თუ მივხვდები, რომ მართალი არ ვარ. ბოდიშის მოხდა არ უნდა გაუჭირდეს არც ერთ ადამიანს, ვინც აზროვნებს.
– ვიტყუები, როცა...
– ონკოლოგების ასპირანტი ვიყავი და ბევრ მძიმე პაციენტის ნახვა მომიწია. ჩემი სტუდენტობის დროს მიღებული იყო, რომ ონკოლოგიურის პაციენტისთვის არ უნდა გეთქვა სიმართლე თავისი დაავადების შესახებ და არ ვეუბნებოდით. სულ მიყვარდა ადამიანებზე დაკვირვება. ჩემი აზრით, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოტიპს. არიან ადამიანები, ვისაც უნდა უთხრა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც არ უნდა იცოდნენ. ასეთ დროს მომიტყუებია.
– სიყვარული –  ეს არის...
– ყველაფერი, რაც ადამიანს შეიძლება, ამოძრავებდეს. იცხოვრეთ სიყვარულისთვის და გაიღიმეთ. არის ასეთი თეორია: გაიღიმე, ვიღაცას შეიძლება, სულელი ეგონო, მაგრამ დრო რომ გავა, მიხვდები, ეს ღიმილი რამდენ რამეს ცვლის. მართლაც, როცა იღიმი და გინდა, ვინმეს ბედნიერების წამი მიანიჭო, მერე რაღაცნაირად სავსე დადიხარ. გაღიმება თუ ჩვევაში გადაგივა, ეს გაჩუქებს იმ გრძნობას, რომელიც შენ თავად გინდა, გასცე და მისცე ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სრულიად უცნობს. აი, ეს არის სიყვარული, რომელსაც ადამიანი არ იშურებს და გასცემს.  

скачать dle 11.3