კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№13 რის გამო აირჩიეს ქეთუსია სახვაძე საფრანგეთში საუკეთესო მოცეკვავეთა ოცეულში და რით ხიბლავს ის უცხოელებს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ქეთუსია სახვაძე 27 წლისაა და 22 წელია, ცეკვავს. ახლახან ის საფრანგეთის ცეკვის აკადემიამ მსოფლიოში ოც საუკეთესო მოცეკვავეს შორის დაასახელა. როცა ქეთუსია ცეკვაზე საუბრობს, თვალები სხვანაირად უბრწყინავს და ხვდები, რომ ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რის გარეშეც სიცოცხლე, უბრალოდ, არ შეუძლია.
  ქეთუსია სახვაძე: 5 წლის ვიყავი, როცა სპექტაკლი „მაკნატუნა“ ვნახე და იმდენად დიდი  და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, გაუთვითცნობიერებლად ვიგრძენი, ხელოვნება და ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი უნდა გამხდარიყო. მაშინვე გადავწყვიტე და ვთქვი: მე მოცეკვავე უნდა გამოვიდე! დედას დაჟინებით ვთხოვე, ბალეტზე შემიყვანე-მეთქი. მოკლედ, მიმიყვანეს საბალეტო სტუდიაში, დავიწყე სიარული და ეს იყო, უბედნიერესი განცდა. შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში ჩავაბარე და ჩემთვის ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. პროფესიონალურად იქ დავეუფლე ბალეტს. გამიმართლა, მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი – მეთოდისტი ნინა დიდებულიძე, რომელიც მსოფლიო მასშტაბის პროფესიონალია. საბალეტო სასწავლებელი რომ დავამთავრე, ქალბატონ ნინო ანანიაშვილისგან მქონდა შემოთავაზება, საბალეტო დასში. გამიხარდა, თუმცა, იმ დროს, 18 წლის ასაკში, გარკვეული მიზეზების გამო, ჩემს ცხოვრებაში რთული, გაურკვეველი პერიოდი იდგა, რაზეც საუბარი არ მიყვარს და უარი ვთქვი. მოკლედ, მომიწია პაუზის აღება და მაშინ კიდევ უფრო დავრწმუნდი, ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ცეკვა. ეს პერიოდი დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა, თუმცა დავბრუნდი და იმის მერე, არც გავჩერებულვარ. ზუსტად ამ პერიოდში გერმანიაში გახლდით ფესტივალზე, სადაც სხვადასხვა დასი მონაწილეობდა. მათგან გამორჩეული  შთაბეჭდილება დატოვა და ჩემში რადიკალური ცვლილება მოახდინა გერმანული დასის მიერ შესრულებულმა ქონთემფორარმა. აღვფრთოვანდი ამ მიმდინარეობით და მომინდა, მეც მეცადა. ეს არის ცეკვის მიმდინარეობის დამოუკიდებელი ჟანრი, რომელიც მოიცავს კლასიკური და თანამედროვე ბალეტისა და ჯაზის ელემენტებს, განხვავდება ყველა სხვა ცეკვის მიმდინარეობისგან. იმდენად ახლოს იდგა ბალეტთან და ჩემთან, დამაინტერესა და გადავწყვიტე, ჩემი მთავარი მიმართულება ეს ყოფილიყო. მივყევი აქტიურად, ბერლინში ვესწრებოდი სხვადასხვა დასის მასტერკლასებს, ცნობილ სკოლაშიც ვიარე საკმაოდ ძლიერ პედაგოგებთან.
– თუ არ ვცდები, სწორედ, ამ პერიოდში მოგიწია მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიებში“ ცეკვა და შემდეგ, საკუთარი სტუდიაც გახსენი.
– დიახ, პარალელურად, „ვერის უბნის მელოდიებში“ ცეკვა მომიწია, ორჯერ გასტროლზეც ვიყავი. ამ მიუზიკლმა დიდი გამოცდილება მომცა. ასევე, სხვადასხვა სატელევიზიო პროექტშიც მივიღე მონაწილეობა – „ორ ვარსკვლავში“, როგორც მოცეკვავემ  და კონკურსში „შენ შეგიძლია ცეკვა“. კონკურსზე გარკვეულ ეტაპამდე მივედი. ფორსმაჟორში კამერებთან მუშაობა დიდი გამოცდილება და გარდატეხა იყო ჩემთვის. ამ ყველაფერმა ძალიან გამზარდა. თან, ჩემი პორტფოლიოსთვის გამომადგა. საკუთარი სტუდიაც გავხსენი, სადაც მთავარი მიმართულება, სწორედ, ქონთემფორარია და ვცდილობთ, მაქსიმალური პოპულარიზაცია გავუწიოთ ცეკვის ამ მიმართულებას საქართველოში.
– ფაქტობრივად, ეს ერთგვარი ახალი ხილია, ხომ ასეა?
– ასე გამოდის, მაგრამ გვყავს მოცეკვავეები, ვინც ამ მიმდინარეობას მიჰყვებიან, ასწავლიან ახალ თაობას და უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.  ამერიკელი სპეციალიტებიც ჩამოდიან და ჩვენს ქვეყანაში ატარებენ მასტერკლასებს. უამრავი გეგმა გვაქვს და იმედია, თავს გავართმევთ. დავაარსეთ საქართველოს ქონთემფორარის ცეკვის ფედერაცია, სადაც ნიჭიერი სპეციალისტები არიან გაერთიანებული. ჩვენი მიზანია, ახალ თაობას შევუქმნათ უკეთესი პირობები და მაქსიმალურად მოვახდინოთ ცეკვის ამ მიმართულების პოპულარიზაცია.
– შენი ცეკვა გერმანიაში გააგზავნე, სადაც საკმაოდ დიდი შეფასება მისცეს და ამას მოჰყვა პარიზის ცეკვის აკადემიაში მსოფლიოს 20 საუკეთესო მოცეკვავეს შორის დასახელება.
– ბერლინში, ფესტივალზე ჩემი პერსონალური, აბსტრაქტული ნამუშევარი – „წითელი ჩიტი“ გავაგზავნე. ის ჩემს კუმირ მოცეკვავეს, ტინა ბაუშს მივუძღვენი.
ვინერვიულე, მაგრამ შედეგით კმაყოფილი დავრჩი. საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღო.  ჩემს კარიერაში ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რასაც კიდევ მეტი წარმატება მოჰყვა. ამის შემდეგ პარიზის ცეკვის აკადემიაში, კონკურსზე გავაგზავნე ჩემი ცეკვა და მსოფლიოს მასშტაბით, ასი აპლიკანტიდან ტოპ-ოცეულში მოვხვდი. მომივიდა მიწვევა და გავემგზავრე. იქ საკმაოდ ცნობილ ქორეოგრაფებთან ერთად მიწევდა მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა. დაგვავალეს, პერსონალური ნამუშევარი გაგვეკეთებინა. გადავწყვიტე, უდიდესი ლეგენდარული და ჩემთვის უსაყვარლესი კომპოზიტორის, გია ყანჩელის მუსიკაზე – „ჰერიო, ბიჭებო“ – მეცეკვა, თემად კი, ქართველი ქალი გამოვიყენე, როგორც ყველაზე ძლიერი, ნამდვილი გმირი. ჩემზე მორგებულმა ქართველი გმირი დედის ცეკვამ და ყანჩელის მუსიკამ, მაყურებელი მოხიბლა და ამ ნამუშევარშიც საკმაოდ მაღალი შეფასებები მივიღე. გავხდი საერთაშორისო ქონთემფორარის დუეტის წევრი, ჩემს ამერიკელ კოლეგასთან, ვორგან ბრაუნთან ერთად, რომელიც მაღალი დონის, ძალიან საინტერესო შემსრულებელია. ჩვენმა ნამუშევარმა, „დრომ“,  საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და ვაპირებთ, სხვადასხვა ფესტივალზე გავგზავნოთ. სხვათა შორის, პარიზში რომ მაკვირდებოდნენ, აღნიშნავდნენ: ძალიან განსხვავებული ხარო (იცინის).
– როგორ ფიქრობ, რაში ხედავდნენ შენს განსაკუთრებულობას?
– ვიზუალურად და ტიპაჟურად, განსხვავებულად აღმიქვამდნენ და ამბობდნენ: ვერცერთ ეროვნებას ვერ გამსგავსებთ ქართველებსო. თან, ვცდილობდი, ენერგია მაქსიმალურად დამეხარჯა, თავი არ დამეზოგა. დიდი კონკურენციის შემდეგ მსოფლიოს მოცეკვავეთა ოცეულში რომ დაგასახელებენ, ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა და იმ შრომის შედეგი, რაზეც გესაუბრებით. ყველაზე მეტად ჩემს ცეკვაში ინდივიდუალიზმი მოსწონდათ. ხშირად მაცვია ქართველი დიზაინერების შექმნილი სამოსი, ძალიან მომწონს. ამას უცხოეთშიც აქცევდნენ ყურადღებას. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგებს არ ეშლებათ მოდა, მაჩერებდნენ ქუჩაში და მეკითხებოდნენ, სად შეიძინეთო. ვუხსნიდი, მე ქართველი ვარ, ეს ქართველი დიზაინერის შექმნილი სამოსია-მეთქი. თან, ვიზუალურად ვერ მამსგავსებენ ქართველს – გერმანიაში იტალიელი ვგონივარ და საფრანგეთში – ფრანგი. მიწყებენ ფრანგულად და იტალიურად საუბარს და რომ ვეუბნები, ქართველი ვარ-მეთქი, გაოგნებულები მაკვირდებიან (იცინის). მე კი ვუხსნი, ყველა ქართველი ქალი ლამაზია-მეთქი. „ბიბისის“ ჟურნალისტებიც ასე, შემთხვევით გავიცანი და დავმეგობრდით. არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ პარიზის ქუჩებში თუ მაღაზიებში, ყურადღებას ვიქცევდი.
– როგორც ვიცი, საფრანგეთში დარჩენა შემოგთავაზეს, თუმცა ამაზე უარი თქვი. რატომ?
– დიახ, ასეა. მქონდა პერსპექტივა, პარიზში გამეგრძელებინა კარიერა, მაგრამ მე ჩემს ქვეყანაში დაბრუნება ვარჩიე. მინდა, ჩემი გამოცდილება გავუზიარო ახალ თაობას. თუმცა, პარალელურად, საზღვრებს გარეთაც აუცილებლად გავიტან ნამუშევრებს.
– ცეკვის პარალელურად, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ახლა, პირადულისთვის არ მცალია (იცინის). ბედისწერის მჯერა და იმის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. სიყვარულს ჩემთვის არ აქვს კონკრეტული ეროვნება, ასაკი და კრიტერიუმი. ეს არის აბსტრაქცია, რომ არ იცი, როდის გეწვევა და აგაფორიაქებს (იცინის).

скачать dle 11.3