კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რა კავშირი აქვს კორონას ნიორთან, როგორ „დარაჯობს“ ის ბავშვის უშფოთველ ძილს და განდევნის თქვენს ღამეულ კოშმარებს

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  მცენარეთა მაგიური თვისებების შესახებ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. თუმცა, დღეს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური გახდა ნიორი და მისი სამკურნალო თვისებები. ზოგი ამბობს, ნიორი ამ ახალი „ჭირისგანაც“ დაგვიცავსო, ზოგს - ეს გადაჭარბებულად მიაჩნია... „დისკუსიაში“ უკეთ გასარკვევად, გადავწყვიტეთ, ერთად შეგვეკრიბა ყველაფერი, რაც ხალხურ გადმოცემებსა და მინიშნებებშია ნახსენები ნივრის მაგიურ თვისებებზე და თქვენს სამსჯავროზე გამოგვეტანა, რაშიც დიდი დახმარება გაგვიწია ეზოთერიკოსმა, ქალბატონმა ლეილა ჩ-მ. გთავაზობთ ინტერვიუს მასთან.
  - ათასგვარი მითი და ლეგენდა ეძღვნება ბალახებს, ყვავილებს, ხეებს - როგორც მაგიურ ძალას, ირგვლივ არსებულ სივრცეს რომ  წმენდს და  სიკეთეს იზიდავს...თითოეულ მათგანს აქვს სიმბოლური დატვირთვა, თილისმისა და დამცავი საშუალების ფუნქცია და შუამავალია მზესა (ზებუნებრივი ძალა) და დედამიწას (ადამიანი) შორის. მოგვიანებით, მეცნიერებმაც დაადასტურეს, რომ ბევრი მცენარის ბიოენერგეტიკა ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ადამიანებზე, ხოლო სამკურნალო თვისებები - სხვადასხვა დაავადებას კურნავს.
- ზოგ მცენარეს თილისმადაც ატარებდნენ და გამიგია, რომ არც დღესაა ეს იშვიათი...
- მცენარეებს, განსაკუთრებით კი ბალახეულს, ისეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი წინაპრები, რომ სიწმინდედ მიაჩნდათ და ეთაყვანებოდნენ. დღესაც აქტუალურია ასეთი თილისმების ტარება, როგორც დამცავი საშუალებისა: ჯადოს, გათვალვის, ბოროტი სულისა და ავადმყოფობისგან; მას მოაქვს წარმატება სიყვარულსა და ბიზნესში, პატივისცემა - ხელმძღვანელობისგან და კეთილგანწყობა - გარემოცვის მხრიდან. ასეთი თილისმით ბავშვები დამჯერე და  წარჩინებულნი ხდებიან სწავლაში, მისი საშუალებით სახლი ბოროტი სულისგან იწმინდება. ეს ზოგადად, ხოლო რაც შეეხება ნიორს, უძველესი დროიდან იყენებდნენ მას საკვებად საბერძნეთსა და რომში. ძველი ეგვიპტელები თუ ნიორს გამაძლიერებელ და მაცოცხლებელ ძალად მიიჩნევდნენ, ძველი ბერძნებისთვის ის უებარი წამალი გახლდათ გველის ნაკბენის წინააღმდეგ. ასევე, წარმატებით მკურნალობდნენ ნივრით სხვა ქვეყნებშიც ბევრ სხვადასხვა დაავადებას. როგორც ჯადოსნური სამკურნალო ელექსირი - ნიორი პოპულარული გახდა ჯადოქრებისა და ალქიმიკოსების წრეშიც. შორს რომ არ წავიდეთ, ნიორი არც დღესაა მხოლოდ ბოსტნეული კულტურა, რომელიც ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე პითაგორამ ის სანელებელთა მეფედ აღიარა. განსაკუთრებით პოპულარული ეს სპეციფიკური სუნისა და გემოს მცენარე ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებშია, სადაც ვერც ერთი ცნობილი მზარეული მის „ხიბლს“ გვერდს ვერ უვლის. თუმცა, ზომიერება აქაც საჭიროა, რადგან გადაჭარბებულმა დოზამ, დიდი შანსია, ნაწლავების მიკროფლორა დააზიანოს, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებას იწვევს.
- რისგან იცავს პატრონს ნივრის თილისმა და ამულეტი?
- ძველინდური გადმოცემების თანახმად: „რომ არა მისი სუნი, ნიორი ოქროზე ძვირი ეღირებოდა“... და მართლაც, განა ოქროზე ძვირფასი არ იყო ნივრის თავი, რომელსაც მეომარი გულზე იკიდებდა, რათა სისხლისმღვრელ ბრძოლაში ტყვია არ მიჰკარებოდა. ცნობილია, რომ ნივრის ამულეტის ტარებას მეფეებიც კი არ თაკილობდნენ... და თუ თქვენც მოინდომებთ, მისდიეთ დამზადების გამოცდილ რეცეპტს. მაგალითად, ბედნიერებას მოგიტანთ თილისმა, რომლისთვისაც დაგჭირდებათ: პატარა თეთრი ტომსიკა, რომელშიც ჩადებთ ერთ კბილ ნიორსა და ერთ ღერ ოხრახუშს. ტომსიკა ნაკურთხ წყალში გაავლეთ, გააშრეთ და ყოველთვის თან ატარეთ. მეზღვაურები წარმატებული თევზაობისა და შინ მშვიდობით დაბრუნებისთვის ნივრის გალას გემზე კიდებდნენ. ასევე, ძველი დროიდან მოდის ჩვეულება, რომ ჭირისა და მსგავსი გადამდები ინფექციის მსხვერპლი არ გახდე, მთელი ტანი ნივრის კბილით უნდა დაიზილო და შემდეგ ის მდინარეში გადააგდო. სახლისა და ოჯახის დასაცავად ნივრის გალებს კარსა და ფანჯრებზე კიდებენ. დაცულ სახლში ბავშვებსაც რომ  მშვიდად ეძინოთ, მათ ბალიშის ქვეშ თითო კბილი ნიორი ამოუდეთ. თუ ძილში კოშმარები გაწუხებთ, საწოლის თავი ნივრის აცმებით მორთეთ. ჰეპატიტი და სიყვითლე არ შეგეყრებათ, თუ ნივრის 13-კბილიან აცმას ყელზე შეიბამთ და 13 დღის განმავლობაში ატარებთ. იგივე „მძივი“ გიხსნით ნაწლავური პარაზიტერბისგანაც. ზოგჯერ კი ჯიბით მხოლოდ ერთი კბილი ნივრის ტარებაც საკმარისია. ეს მარტივი საშუალება ამძაფრებს ათვისების უნარსა და ეროტიკული სიამოვნების განცდას.
- ნიორი ვამპირებისგან დამცავი საშუალებააო და ენერგეტიკულ ვამპირებსაც ეხება ეს?
- დასავლურ კულტურაში ვამპირია არსება, რომელიც იკვებება რა სხვისი სასიცოცხლო ენერგიით, როგორც წესი, სწოვს მას სისხლს, რაც საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდება. ღამით ვამპირი იქცევა ღამურად და სანადიროდ გამოდის. ევროპაში ყველაზე პოპულარულია ამბები ვამპირებზე, რომლებადაც ადამიანები სიკვდილის შემდეგ გადაიქცევიან ხოლმე. სისხლი კი სასიცოცხლო ძალების სიმბოლო და სულის „ნავსაყუდელია“. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიები ვამპირთა შესახებ არაერთ საუკუნეს ითვლის, ფართო საზოგადოებისთვის ძირითად წყაროდ მაინც სტოკერის რომანი „დრაკულა“ რჩება, რომელშიც გაცოცხლებული უძველესი ლეგენდის  თანახმადაც, ნიორი ვამპირებისგან თავდაცვის ძირითადი საშუალებაა. ნიორი ისეთ წინაღობას ქმნის, მისი დაძლევა ვამპირის ძალებს აღემატება, რაც იგივენაირად მოქმედებს ენერგეტიკული ვამპირის შემთხვევაშიც.
- ნიორი ხალხურ მედიცინაში...
- ნიორი ყველა დროში შეუცვლელი სამკურნალო საშუალება იყო - ჯერ კიდევ ჰიპოკრატე იყენებდა მას ჭრილობებისა და პნევმონიის სამკურნალოდ. არ არსებობს სხვა ბუნებრივი პრეპარატი, რომელიც ერთდროულად ასე უბრალო და ეფექტურია. ჩვენს ქვეყანაში ცნობები ნივრის სამკურნალო თვისებებისა და მისი მოხმარების შესახებ თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მისი წვენი საუკეთესო ანტისეპტიკური საშუალებაა და პირველი მსოფლიო ომის დროს სწორედ ამ წვენის წყლიან ნარევს იყენებდნენ ჩირქოვანი ჭრილობების მოსაშუშებლად. მიუხედავად თანამედროვე ფარმაკოლოგიის პროგრესისა, ნიორი არ ჩქარობს, დათმოს პოზიციები და დღესაც უამრავი დაავადების სამკურანალო პრეპატატი სწორედ მის ექსტრაქტებზე მზადდება. ასე რომ, უნდა ვენდოთ უძველეს წყაროებს, რომელთა მტკიცებითაც, ნივრის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სასიკეთოდ.

скачать dle 11.3