კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 იმის გამო, რომ შვილიანი გოგო მოვიყვანე ცოლად, ოჯახმა აღარ მიმიღო

  გასაგებია, რომ ყველა მშობელს შვილისთვის საუკეთესო მეორე ნახევარი უნდა, მაგრამ იმის გამო დაიწუნო ადამიანი, რომ მას ერთხელ არ გაუმართლა და შვილი ჰყავს, არ მესმის. რატომ არ  უნდა მისცე უფლება, საყვარელი მამაკაცის გვერდით აიწყოს მომავალი? სწორედ, ამ პრობლემის წინაშე ავღმოვჩნდი და ვერ ვუგებ ჩემს მშობლებს. მოკლედ, შემიყვარდა გოგო, რომელსაც შვილი ჰყავს და ცოლად მოვიყვანე, თუმცა, ოჯახმა არ მიმიღო. რომ გაიგეს, მას ვხვდებოდი, თავიდანვე გაიგიჟეს თავი. არც კი იცნობდნენ, ისე ლანღავდნენ იმ გოგოს, რომელიც გულით მიყვარდა. ვიფიქრე, ფაქტის წინაშე რომ დავაყენებ, მერე რაღას იზამენ-მეთქი და უარესი ქნეს – სახლში არ შეგვიშვეს. როგორც მამაკაცს, თავმოყვარეობა შემელახა, შევრცხვი, ყველას თვალში დავმცირდი და სხვა გამოსავალი რომ არ მქონდა, საცხოვრებლად ცოლის სახლში გადავედი. მართალია, სიდედრ-სიმამრი თავს დამტიალებენ და არაფერს მაგრძნობინებენ, მაგრამ მე თავდახრილი და შერცხვენილი ვარ. ასე მგონია, დანაშაული ჩავიდინე. არადა, მე და მარის მართლა უცნაური სიყვარული გვაკავშირებს. მისი შვილიც საოცრად თბილი და მოსიყვარულეა. ისე მეხუტება და მკოცნის, როგორც საკუთარ მამას. ერთხელ, ბაღში რომ მივაკითხეთ წამოსაყვანად, წამოსცდა და მამა დამიძახა. მარი გაწითლდა და მითხრა: სულ კომპლექსი ჰქონდა და მეკითხებოდა, ყველას რომ აკითხავს მამა, ჩემთანაც მინდა, მოვიდესო და ალბათ, ამიტომაც დაგიძახა მამა, სხვა ბავშვებს რომ გააგებინოს, მეც მყავსო. არ მაქვს პრობლემა, დამიძახოს მამა. ზუსტად ვიცი, საკუთარი შვილი რომ მეყოლება, ზუსტად ისე მეყვარება, როგორც ეს ბავშვი მიყვარს. საყვარელი ქალის გვერდითაც თავს საოცრად მშვიდად ვგრძნობ, მაგრამ მშობლები რომ არ მიკარებენ, ძალიან მწყინს. რამდენჯერმე მარტო მივედი დასალაპარაკებლად და ისე ცივად შემხვდნენ და ისეთი სისულელეები მითხრეს, აღარ მაქვს სურვილი კიდევ მივიდე. მეუბნებიან: გაშორდი, მიატოვე და კი ბატონო, მობრძანდი, მიგიღებთ, მაგრამ არ გეგონოს, შვილს გააჩენს და ამით „შეგვაბავს“, „შემოგვიძვრება“ და ჩვენი რძალი გახდებაო. მათგან არაფერს ვითხოვ, არც მარის აქვს იქ ცხოვრების სურვილი, უბრალოდ, მინდა, ხანდახან ერთად მივიდეთ ჩემს მშობლებთან, დავანახო მის მშობლებსა და სანათესაოს, რომ უპატრონო არ ვარ, მეტი არაფერი. მართლა არ მეგონა, ჩემს სიყვარულს და არჩევანს ჩემი მშობლები თუ ასე დახვდებოდნენ. მარი მართლა კარგი გოგოა და მინდა, ახლოს გაიცნონ, მიხვდნენ, რომ ცდებიან და შეიცვალონ ის დამოკიდებულება, რომ შვილიანია და „შემეტენა“. მართლა არაფერი აქვს „შესატენი“ – გარეგნულადაც გადასარევი გოგოა, ხასიათებიც კარგი აქვს, საოცრად თბილი და კეთილია. თან მყვება, სამსახურიდან რომ ბრუნდება, ხან რა მოაქვს ჩემთვის და ხან რა, რომ გამახაროს. მეტი რა უნდათ ჩემს მშობლებს, ვერ ვხვდები. მხოლოდ მისი შვილია პრობლემა? ბავშვიც დედას ჰგავს და რა მოხდება, თუ მას მე გავზრდი? არ ვაპირებ ამათ მიტოვებას და არჩევანი ჩემს მშობლებზეა. აზრზე ვერ მოვდივარ, ერთადერთი შვილი როგორ მომიძულეს ასე, რომ ჩემი დანახვაც კი აღარ უნდათ. ვიცი, გავა დრო და მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ, მაგრამ მე ახლა მინდა მათი გვერდით დგომა. არც ცოლის მოყვანის სიხარული შემარგეს და სანათესაოც გადამკიდეს. ჩუმად მირეკავენ მოსაკითხად და მთხოვენ, შენებს არ უთხრა, რომ დაგირეკეო. ასე ქურდულად როდემდე უნდა ვიცხოვრო? გასაგებია, უნდოდათ, ცოლად ქალიშვილი მომეყვანა, მაგრამ ვინც შემიყვრდა, ის მოვიყვანე და ეს დანაშაული არაა! დიახ, მალულად ვხვდებოდი, რომ მათ არ გაეგოთ, ჩუმად მოვაწერეთ ხელი, რომ არ გადარეულიყვნენ და ახლა აღარ ვაპირებ ასე ცხოვრებას. მინდა, ყველამ გაიგოს, რომ მე ჩემს სიყვარულს არავის და არაფრის გამო არ დავთმობ. ჩემს მშობლებს კი, იმედია, გადაუვლით და მიხვდებიან, რასაც აშავებენ რძლის კი არა, ჩემ წინაშე.
აჩიკო, 29 წლის.

скачать dle 11.3