კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№13 ერთკვირიანი ვაშლის დიეტა და მინუს 5 კილოგრამი

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ვაშლის დიეტით ჯანმრთელობას არ ავნებთ, არც იშიმშილებთ, სამაგიეროდ, ჯანსაღად დაიკლებთ, 1 კვირაში – დაახლოებით 5 კილოგრამს. ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს. ეს უკანასკნელი კი ნებისმიერ საკვებს უმცირებს კალორიულობას – იწოვს ზედმეტ ნახშირწყლებსა და ცხიმებს და გამოაქვს ორგანიზმიდან. დიეტის პერიოდში სვით ბევრი წყალი, მწვანე ან სხვა მცენარეული ჩაი. გამორიცხეთ ყავა.
პირველი დღე
  საუზმე – გახეხეთ 3 ვაშლი, დაუმატეთ ცოტა თხილი ან ნიგოზი და მოასხით ლიმონის წვენი.
  სადილი – გახეხეთ 3  ვაშლი, წვრილად დაჭერით ოხრახუში და მწვანე ხახვი, აურიეთ და მოაყარეთ მოხარშული და გახეხილი კვერცხის ცილა. ჩაის კოვზით მოასხით ზეითუნის ზეთი ან ნატურალური იოგურტი.
  ვახშამი – 3 ვაშლი.
მეორე დღე
  საუზმე – ნახევარი ჩაის ჭიქა მოხარშული ბრინჯი და 3 ვაშლი.
  სადილი – გათალეთ 3 ვაშლი, გამოაცალეთ კურკები, დაჭერით 4 ნაჭრად თითოეული და მოასხით ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ დაუმატეთ ერთი ლიმონის გახეხილი კანი და წვენი და ათქვიფეთ ბლენდერში. მომზადებული ვაშლის პიურე მოასხით  ნახევარ ჩაის ჭიქა მოხარშულ ბრინჯს
  ვახშამი – ერთი ულუფა უმარილოდ მოხარშული ბრინჯი.
მესამე დღე
  საუზმე – 2 ვაშლი და 50 გრამი ხაჭო.
  სადილი – დაჭერით ვაშლი პატარა ნაჭრებად, მოასხით ლიმონის წვენი. უცხიმო 50 გრამ ხაჭოს შეურიეთ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, მოასხით ერთი სუფრის კოვზი თაფლი და დაუმატეთ ვაშლის ნაჭრები.
  ვახშამი – 100 გრამი ხაჭო.
მეოთხე დღე
  საუზმე –  გახეხეთ 2 სტაფილო და 1 ვაშლი. შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით ზეითუნის ზეთი.
  სადილი – იგივე სალათა, რაც საუზმეზე მიირთვით, ოღონდ ზეთის ნაცვლად მოასხით თაფლი და მოაყარეთ ლიმონის გახეხილი ცედრა.
  ვახშამი – 2 ვაშლს ამოჭრილ გულში ჩაასხით თითო ჩაის კოვზი თაფლი და შეწვით ღუმელში.
მეხუთე დღე
  საუზმე – მოხარშეთ 1 სტაფილო და ერთი საშუალო ზომის ჭარხალი, გახეხეთ და მოასხით ზეითუნის ზეთი.
  სადილი – წყალზე მოხარშულ ჰერკულესის ფაფას დაუმატეთ გახეხილი ვაშლი. მოხარშული 1 კვერცხის, 1 ჭარხლისა და 1 სტაფილოს სალათა.
  ვახშამი – გახეხეთ 2 სტაფილო, მოაყარეთ ყავისფერი შაქარი ან მოასხით თაფლი.
  მეექვსე დღე – გაიმეორეთ პირველი დღის მენიუ.
  მეშვიდე დღე –  გაიმეორეთ 2 დღის მენიუ.

скачать dle 11.3