კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 სტალინმა ესპანეთის მთავრობის მოღალატე წევრებს თავი არ მოატყუებინა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ მავანნი სტალინს ყველა იმ უბედურებას აბრალებენ, რაც მისი მმართველობის დროს მსოფლიოში ხდებოდა, სიმართლე მაინც თავის გზას პოულობს და მზის სინათლეზე გამოდის... ისტორიის დოქტორი ანტონ ბოიკო წერს: „ერთ-ერთი მთავარი „გლობალური“ ბრალდება სტალინის მიმართ ისაა, რომ თითქოს საბჭოთა ბელადმა ესპანეთის ოქროს სახელმწიფო მარაგის მესამედი მიითვისა, რაც მტკნარი სიცრუეა, რადგან ამ ამბავთან დაკავშირებული დოკუმენტები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს... 1936-1939 წლებში ესპანეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, რომელიც გენერალ ფრანკოს გამარჯვებით, რესპუბლიკური მთავრობის მარცხითა და სამხედრო დიქტატურის დამყარებით დასრულდა. საბჭოთა კავშირი თავდაპირველად უაქტიურესად ეხმარებოდა რესპუბლიკურ მთავრობას პუტჩისტ ფრანკოს წინააღმდეგ და ეს დახმარება ყოვლად უანგარო იყო, როგორც სამხედრო ტექნიკის, ასევე სამხედრო სპეციალისტების კუთხითაც. 1936 წლის 17 ივლისს კანონიერ მთავრობას ძალიან ძლიერად შეუტია ფრანკომ.  აღმოჩნდა, რომ მთავრობა, ფაქტობრივად, მზად არ იყო სრულფასოვანი თავდაცვისთვის. მით უმეტეს, რომ პუტჩისტებს ფაშისტური გერმანია და იტალია, პორტუგალიასთან ერთად, აქტიურად ეხმარებოდნენ. უკვე 20 ივლისს, ანუ პუტჩის დაწყებიდან სამი დღის მერე, სტალინის მიერ ესპანეთში საიდუმლოდ გაგზავნილმა სამხედრო სპეციალისტებმა და ტექნიკამ პუტჩისტების წინსვლა შეაჩერეს და მთავრობის მხარდამჭერებმა ამოსუნთქვისა და გონზე მოსვლის საშუალება მიიღეს... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ესპანეთის კანონიერ მთავრობას, მართალია, ფარულად, მაგრამ სავსებით სამართლიანად ვეხმარებოდით. სტალინს რესპუბლიკური მთავრობისთვის ერთი კაპიკიც არ გამოურთმევია და ყველაფერი უანგაროდ კეთდებოდა. თუმცა, ჩვენი დაზვერვის რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროს ინფორმაციით, რესპუბლიკური მთავრობის გარკვეული წევრები ფარულ ალიანსში იმყოფებოდნენ ფრანკისტებთან და მათ წინსვლაში ეხმარებოდნენ. თანაც, საბჭოური დახმარების ლომის წილს პირადი გამდიდრებისთვის იყენებდნენ. უფრო მეტიც, უანგაროდ გაგზავნილი უახლესი საბჭოთა იარაღის მესამედს ფრანკისტებზე ყიდდნენ და აქედანაც ჰქონდათ შემოსავალი. ამგვარად, ისე გამოდიოდა, რომ ჩვენ  თვალში ნაცარს გვაყრიდნენ და უმოწყალოდ გვატყუებდნენ.  სტალინი კი ის კაცი არ იყო, რომ ვინმეს გაეცურებინა და საპასუხო სვლამაც არ დააყოვნა.“
  ვიაჩესლავ მოლოტოვი ყველაზე კარგად იცნობდა სტალინს და ტყუილად არ უთქვამს: სტალინი არავის მოატყუებინებდა თავსო.  საპასუხო სვლა კი ის იყო, რომ, როდესაც ვითომდა მოკავშირეები ტყუილში გამოიჭირა, გადაწყვიტა, დახმარებისთვის ფასი დაედო და ასეც მოიქცა. 1936 წლის სექტემბერში რესპუბლიკური მთავრობის ხელმძღვანელმა სტალინს სახელმწიფო ოქროს მარაგის ნაწილის შენახვა სთხოვა, რათა ის პუტჩისტებს ხელში არ ჩაეგდოთ, სტალინი დათანხმდა და 400 ტონა ესპანური ოქრო 1936 წლის 1 ნოემბერს სამი გემით ოდესისკენ გაემართა. ეს იყო მთელი ესპანური ოქროს მარაგის მესამედი, რაც მთლიანად ცენტრალურ ბანკში შეინახეს. ამასთანავე გაძლიერდა სამხედრო დახმარება და საბჭოთა მზვერავები უფრო ინტენსიურად ამუშავდნენ. ახალ-ახალ ინფორმაციას მოიპოვებდნენ და რესპუბლიკელებზე უკვე უამრავი კომპრომატი ჰქონდათ. 1937 წლის მიწურულს კი საბჭოთა დახმარება ესპანეთში მინიმუმამდე დავიდა და ამან რესპუბლიკური მთავრობის შეშფოთება გამოიწვია. მათ სიტუაციის გასარკვევად სტალინთან თავისი წარმომადგენელი აფრინეს. საბჭოთა ბელადმა ესპანელ დესპანს საბჭოთა დაზვერვის უტყუარი მონაცემები დაუდო მოღალატე რესპუბლიკელების შესახებ, თან უთხრა – დახმარებას აღარ გაგიწევთო... დესპანი მადრიდში დაბრუნდა. ორი დღის მერე კი ისევ მოსკოვს ეწვია და სტალინს უთხრა: კვლავ დაგვეხმარეთ და არა უფასოდ. თქვენს ბანკში შენახული ჩვენი 400 ტონა ოქრო კი ამის გარანტი იქნებაო... 1938 წლიდან დახმარება განახლდა. მისმა ფასმა 5 მილიარდ დოლარს მიაღწია. გარანტად დატოვებული ოქროს ღირებულება კი 4.5 მილიარდი იყო... ამგვარად, სტალინმა სამართლიანად დაიტოვა ესპანური ოქრო. არანაირ ძარცვა-მითვისებას არ ჰქონია ადგილი და ამ საფასურში არ შესულა ძველი დახმარება, რომელიც უანგაროდ იქნა განხორციელებული და 170 მილიონ დოლარს შეადგენდა, თანაც უკვე ფასიანი დახმარებიდან 35 მილიონი დოლარი ვალად დარჩათ რესპუბლიკელებს.
  გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „სტალინი ფრთიანი ანგელოზი არ ყოფილა, მაგრამ ესპანურ ოქროსთან დაკავშირებული ბრალდება ნამდვილად აბსურდულია. ის 400 ტონა ოქრო ქვეყანამ ესპანელი რესპუბლიკელების ფასიან დახმარებაში მიიღო, 35 მილიონი კი აპატიეს. თუმცა, ამ საქმეში ერთი ძალიან ნიშანდობლივი დეტალია: 1939 წლის 2 აპრილს, ანუ ფრანკოს გამარჯვების მეორე დღეს, სტალინმა ამერიკელ ჟურნალისტთან საუბარში თქვა: „ჩვენ, საბჭოთა კავშირი, მზად ვართ, რომ როგორც კი ესპანეთში დემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ და ფრანკოს დიქტატურა დასრულდება, ესპანეთის სახელმწიფოს ოქროს მარაგის 200 ტონა ქვეყანას დავუბრუნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოქრო სამხედრო გაყიდვების საფასურად მივიღეთ...“ გამორიცხული არაა, რომ სტალინმა ეს განცხადება დიპლომატიური კუთხით გააკეთა. ანუ, იცოდა, რომ ფრანკო დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩაატარებდა და ოქროს გაცემაც არ გახდებოდა საჭირო. ეს ასეც მოხდა. თუმცა, ფაქტია, რომ სტალინმა პოლიტიკურად მომგებიანი განცხადება გააკეთა. ოქრო კი სამართლიანად დარჩა საბჭოეთში...“ ვოლკოგონოვის სიტყვებს ისიც შეგვიძლია დავამატოთ, რომ სტალინმა ესპანეთის სამოქალაქო ომი თავისი სამხედრო სპეციალისტებისა და იარაღის გამოსაცდელ პოლიგონადაც გამოიყენა. იქ, ესპანეთში, შენიღბული საბჭოთა სამხედროები მომავალ მტრებს – გერმანელ და იტალიელ ფაშისტებს ებრძოდნენ, დიდი ომისთვის ემზადებოდნენ, რომელშიც გაიმარჯვეს კიდეც.“

скачать dle 11.3