კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 კარდიოსკლეროზის მიზეზები და პროფილაქტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კარდიოსკლეროზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც გულის კუნთის (მიოკარდის) ქსოვილში ახალგაზრდა და ჯანმრთელ კუნთოვან ბოჭკოებს შემაერთებელი, ნაწიბუროვანი ქსოვილი ენაცვლება. ამ მდგომარეობას სხვანაირად მიოკარდიოსკლეროზს, მიოფიბროზს, გულის სკლეროზსაც უწოდებენ. შემაერთებელი ქსოვილით ჩანაცვლების პროცესი გულის კუნთში ჯანსაღი ბოჭკოების დაღუპვის შემდეგ ან მათი დაღუპვის პარალელურად მიმდინარეობს, რაც გულის ნორმალური მუშაობის პროცესის მოშლასა და ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს – გულის კუნთი უცხო ქსოვილით მუშაობას „ეჩვევა“ და დროთა განმავლობაში იზრდება, ფართოვდება მისი ღრუს მოცულობა და ქვეითდება კუმშვითი უნარი, შედეგად, გული უკვე ვეღარ ახერხებს სისხლის ეფექტურ გადასროლას სისხლძარღვებში და ვითარდება გულის უკმარისობა.
  გამოიყოფა კარდიოსკლეროზის შემდეგი ფორმები –  კეროვანი და დიფუზური.
დაავადების გამომწვევი მიზეზებია: მიოკარდიუმი, რევმატიზმი, კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, მიოკარდის ინფარქტი,  გულის კუნთების დისტროფია.
სიმპტომები:
* გულის არითმია;
* ტკივილი გულის არეში;
* ქვედა კიდურების შეშუპება;
* ხუთვა;
* სწრაფი დაღლა.
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
* არითმიის საწინააღმდეგო საშუალებებს;
* ქოლესტერინის დონის დამწევ პრეპარატებს;
* გულის გლიკოზიდებს;
* ანტიკოაგულანტებს;
* ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
* სისხლძარღვების გამაფართოებელ პრეპარატებს.
 მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც ზღუდავს შემდეგი პროდუქტების გამოყენებას: მარილს, დიდი რაოდენობით წყალს,  მაგარ ჩაის,   ყავას, კაკაოს, სპირტიან სასმელებს, ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებს (ღვიძლი, კვერცხის გული, თირკმელები).
აუცილებელია დაავადების დროული გამოვლენა და  მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
* გულის ქრონიკული უკმარისობა;
* გულის ანევრიზმა;
* კუჭის პაროქსიზმალური ტაქიკარდია;
* ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
რთულ ფორმებში კი შესაძლოა, ლეტალური შედეგიც კი დადგეს.
რისკის ჯგუფში შედიან:
* ალერგიის მქონე პირები;
* გულის დაავადების მქონე პირები;
* გულის პათოლოგიების მქონე პირები.
რეკომენდებულია:
* სამკურნალო ფიზკულტურა;
* წარმოქმნილი დაავადებების დროული მკურნალობა;
* რაციონალური კვება;
* სისხლში ქოლესტერინის დონის გაკონტროლება.
პროფილაქტიკისთვის საჭიროა გულის იშემიური დაავადების, ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, მიოკარდის ინფარქტისა და მიოკარდიტების დროული დიაგნოსტიკა და მათი აქტიური თერაპია. ასევე, უარის თქმა ნებისმიერ მავნე ჩვევაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებს და,  თავის მხრივ, შესანიშნავ ნიადაგს ქმნის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისთვის.
скачать dle 11.3