კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რის შემდეგ არის ადამიანის სხეული დავირუსებული და რა არის დღეს ხალხზე განსაცდელების სახით დაშვებული

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  მთელ მსოფლიოს განსაცდელების პერიოდში გვიწევს ცხოვრება. დღეს, ალბათ, იშვიათია ადამიანი, რომელსაც შიშის გრძნობა არ აქვს და უმრავლესობა კი უიმედობასაც ჰყავს შეპყრობილი. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს მორწმუნე ქრისტიანები, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალაზე მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ეძიე სასუფეველი ცათა და გინდა სიმართლე მისი – ეს არის პირველი, რაც ქრისტიანს უნდა უნდოდეს. ჩვენი ცხოვრება, განსაკუთრებით დიდი მარხვა, ეს არის პირველი ადამიანიდან – ადამიდან მეორე ადამიანამდე, იესო ქრისტემდე სვლა. ადამი გამოძევებულია სამოთხიდან და ჩვენ მივდივართ იესო ქრისტესკენ, რომელიც არის მეორე ადამი, ვინც აღდგა მკვდრეთით. შენ  ჭეშმარიტი აღმსარებლობით მენელსაცხებლე დედებივით უნდა მიხვიდე საფლავის კარამდე, თავმდაბლობის გზით და თამამად ახარო კაცობრიობას: ქრისტე აღდგა! იმ კაცობრიობას, რომელსაც დღეს გონება აქვს დაბინდული, იმ კაცობრიობას, რომელსაც ვირუსის ეშინია და მრავალი ფობიით არის დასჯილი. მინდა, მათ შევახსენო, რომ უამრავი სხვა ცრუ, გარკვეული შიში იქნება შემოსული ქვეყნიერებაზე.
– რას გულისხმობთ, მამაო?
– ადამიანებს აღარ ეშინიათ ღმერთის, ლანძღავენ ეკლესიას, პატრიარქს, წმიდანებს და ასეთ უგუნურ მდგომარეობაში არიან ისინი დასჯილები. ეკლესიაში არ უნდა მივიდეთ შეშინებულები, მოწყენილები, გაფითრებულები. უნდა გვიხაროდეს, რომ მოგვეცა საშუალება, ეკლესიაში ავიდეთ და ვემსახუროთ ღმერთს, განსაკუთრებით კი დიდმარხვაში. როცა მე მეკითხებიან: სად მსახურობო, მე ვეუბნები, რომ ნარიყალაზე. ყველა მღვდელი, ყველა მრევლი არის უფლის მსახური და ეს განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს დიდმარხვაში. ჩვენს პატრიარქს, ეფრემ მეორეს, სიდამონიძეს, ცეკას მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ უთხრა: მინდა, შენს მღვდლებს ხელფასი დავუნიშნოო. პატრიარქმა მკაცრი უარი უთხრა: ჩემი მღვდლები არ მუშაობენ, ისინი მსახურობენო. ვინც მუშაობს, ის იღებს ხელფასს და ვინც მსახურობს, ის იღებს მადლს. ასე იფიქრეთ თქვენც, განსაკუთრებით მარხვაში. მე მარხვას კი არ ვიცავ, ვემსახურები უფალს, მართლმადიდებლობას სწორი აღმსარებლობით, თავმდაბლობითა და სიყვარულით, არა ისე, როგორც თანამედროვე ადამიანები – ბუზღუნითა და მოუწესრიგებელი მდგომარეობით.  ადექი, დაალაგე სახლი, ემსახურე ოჯახის წევრებს, გააკეთე კერძი, გამოდიხარ გარეთ, ემსახურე ადამიანებს – ეს არის ღვთისმსახურება. თუ კარგად წაიკითხეთ ეფრემ ასურის ლოცვა, ანდრია კრიტელის კანონი, მიხვდებოდით, რა ცოდვილები ვართ. დიდი მამები გვეუბნებიან: ადამიანები განსაკუთრებით მარხვაში გამოიყვანეთ გახევებული, დაღონებული, დადუმებული მდგომარეობიდან. ადამიანები უძრაობის წერტილიდან უნდა გამოვიდეთ, რომ უფრო კარგად ვიმარხულოთ, არ ვიყოთ შურიანები, სიკეთე ვაკეთოთ და ერთხელ და სამუდამოდ თავი დავანებოთ სიზარმაცეს, განკითხვას, არ ვიყოთ შურიანები და ბოროტები. თუ ეკლესიაში დადიხარ და შენ ეს ყველაფერი არ გეხება, ეკლესიიდან ისევ ისეთი გადიხარ, როგორიც იყავი, ესე იგი, გონების განახლება არ განგიცდია. ტყუილად დადიხარ ეკლესიაში, ტყუილად ისმენ ანდრია კრიტელის კანონს, ტყუილად ეზიარები, ტყუილად გქვია ქრისტიანი.
– დღევანდელ რთულ პერიოდში, ალბათ, ყველაზე მეტად ერთმანეთის ნუგეში, გამხნევება, მოფრთხილება გვჭირდება.
– ანუგეშეთ ადამიანები, გაამხნევეთ, უნდა უთხრათ, რომ შენთან იქნება ქრისტე, შენში იქნება ქრისტე და მან სძლია წუთისოფელს, ნუ გეშინია გარკვეული ვირუსების, ფობიების, ეს ყველაფერი განსაცდელის სახით არის დაშვებული. მიკვირის იმ ქრისტიანების, რომლებსაც ეკლესიის მრევლი ჰქვია და არ იციან, რომ ეკლესია სულიერი საავადმყოფოა, კლინიკა, სადაც სულიერად უნდა განიკურნო და მიიღო ქრისტეს სისხლი და ხორცი ცოდვილი მღვდლის მიერ საკურნებლად სულისა და ხორცისა. თუ რამე გჭირს, აუცილებლად განიკურნები. თუ რომელიმე თქვენგანი არის ავად და თქვენ იმ კოვზით მიიღეთ ზიარება, შემდეგ დარჩენილს სასულიერო პირი სიყვარულით, ზიზღის გარეშე იღებს. რატომ არ გვეშინია, რატომ არ ვუყურებთ ამ ყველაფერს სხვაგვარად. რადგან ჩვენ გვწამს იესო ქრისტესი. ჩვენი წინაპარი ხომ იყო სნეული. ადამი ხომ დაინფიცირდა ამპარტავნებაში, დაარღვია მარხვა, ჩავარდა თვითგვემაში და ღმერთმა გამოაძევა სამოთხიდან. ამის შემდეგ ჩვენი სხეული დავირუსებულია, ვირუსების მატარებლები ვართ, ძალიან ბევრი ვირუსია ჩვენში: ამპარტავნების, პატივმოყვარების სახით. ჩვენი დავირუსებული, დაცემული ბუნება იკურნება ლოცვითა და მარხვით. შენ თუ არ იცი ეს, მაშინ ყოველთვის შეშინებული იქნები და დაგეცემა შიში იქ, სადაც არ არის შიში – როგორც წმიდა წერილში წერია.
– რისი უნდა ეშინოდეს ქრისტიანს?
– რისიც უნდა გვეშინოდეს, იმისი არ გვეშინია, რომ ცუდი რამ არ ჩავიდინოთ და გვეშინია ვირუსის. შენ რომ სუსტი ხარ, ამიტომაც ბოროტი შიშიც გცდის, დიდი სისუსტე გამოვიჩინეთ და დამარცხებულები ვართ. ეკლესია არის სხეული ქრისტესი, სადაც სიყვარული, ნუგეში უნდა მიიღოთ. აქ არ არის დეზინფექცია საჭირო, ვინც ეს თქვა, მის გონებას სჭირდება დეზინფექცია. კიდევ ერთი შეგონება: უთხარით იმ ადამიანებს რამე ისეთი, რაც არ იციან. განათლებულია თანამედროვე ერი, მაგრამ რას ამბობს სოკრატე და რას იმეორებს პავლე მოციქული: ვისაც ჰგონია, რომ რაიმე იცის, მან ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდესო.
– რა შეიძლება, ვისწავლოთ დღევანდელ დღეს?
– ჩვენი, დაცემული სამყაროს მხსნელი არის ქრისტე და ეს თუ იცი, არაფრის აღარ გეშინია, არაფერს დარდობ, არ ხარ სევდიანი და არ ხარ დანევროზებული. ცუდად ხარ, გარდაგეცვალა ვინმე, იცოდე, რომ ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა. ყველა სიკვდილის შვილები ვართ, ყველა ცოდვილები, ყველას რაღაც გვიჭირს და ეკლესიამ ყველას გარკვეული ნუგეში მოგვცა.

скачать dle 11.3