კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 საჭირო რჩევები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

 ამბობენ, ურთიერთობა ორ ადამიანს შორის ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად უნდა განვითარდესო. თუმცა, არცთუ იშვიათად, სტერეოტიპების მსხვერპლი ვხდებით. მაგალითად, ტყუილი. ის შეიძლება – მეტიც, ტყუილი აუცილებელია. გამუდმებით სიმართლის ლაპარაკი საჭირო არ არის.  შესაძლოა, ეს მორალურ კოდექსს ვერ ერგება, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელი პარტნიორთან ვერ იქნები.  ყველაფერს გააფუჭებ.  
 კიდევ ერთი მცდარი მოსაზრება: ჩხუბი განშორებით არ მთავრდება – თუ არ ჩხუბობთ და არ კამათობთ, ესე იგი, კონფლიქტებს გაურბიხართ. ეს კარგი არ არის, წყენა გროვდება. სწორედ, ამ დაგროვილ წყენას მივყავართ საბოლოო აფეთქებამდე და  არა პერიოდულ ამოფრქვევას.
ახლა კი სასარგებლო ინფორმაცია:
 * შვილებმა ერთმანეთი არ უნდა დაგვავიწყოს – არ არის სავალდებულო, მთელი ჩვენი ენერგია, სითბო და ყურადღება მხოლოდ ბავშვებს დავახვავოთ თავზე, ბედნიერი და ლაღი ადამიანები ისეთ ოჯახებში იზრდებიან, სადაც სიყვარული ოჯახის ყველა წევრზე თანაბრად ნაწილდება. ხანდახან პარტნიორთან მარტო ყოფნითაც დატკბით;
 * საწოლში შერიგება მშვენიერი პრაქტიკაა – ყველა წყენა მზის ჩასვლამდე უნდა დავივიწყოთ და ერთად კარგი განწყობით დავწვეთ. პრობლემა დასვენებულზე უნდა გადაწყვიტოთ. კარგად გამოიძინეთ და „დალაგებული“ გონებით დაუბრუნდით დავის საგანს;
 * თუკი დამღლელი დღის შემდეგ კარგად გამოძინება გსურთ, შეგიძლიათ, სხვა ოთახშიც დაწვეთ. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა. მრავალფეროვნება და პირადი სივრცე ნამდვილად საჭიროა;
 * სულ ერთად ყოფნა შეუძლებელია. ხანდახან ერთმანეთისგან უნდა დაისვენოთ. მთელი თავისუფალი დროის ერთად გატარება არ ღირს. არაფერს დააშავებთ, თუ ზოგჯერ მარტო გაერთობით;
 * სულელური სტერეოტიპია, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად ვერასოდეს მოიწყენ. ასე არ არის. მცდელობა, რომ სულ ემოციების პიკზე იყოთ, სასოწარკვეთით მთავრდება. თუ მოიწყინეთ,  მოიწყვეთ თავგადასავლებით სავსე შვებულება;
 * გახსოვდეთ, ჰარმონიული სექსუალური თავსებადობა ჰარმონიული ქორწინების უმთავრესი ფაქტორია. ეიფორია აუცილებლად გაგივლით, ვნებები შესუსტდება, მაგრამ დარჩება ურთიერთგაგება, პატივისცემა და ხვალინდელი დღის რწმენა. ოჯახის სიმყარე ყოველთვის ნდობაზე და სტაბილურობაზეა დამოკიდებული და არა პარტნიორის დანახვისას აფანცქალებულ გულზე.

სურვილები და
  რეალობა

 ეს რჩევები უფრო მამაკაცებისთვის არის და ქალებთან  ურთიერთობისას ნამდვილად დაეხმარებათ. ჯერ კიდევ არ იცით, რა სურთ ქალებს? გთავაზობთ საინტერესო და აქტუალურ  ინფორმაციას.
 ჭეშმარიტი ქალების დიდ უმრავლესობას ოთხი ძირითადი  სურვილი აქვს:  
  * უნდათ, რომ სასურველები იყვნენ – როცა ქალმა იცის,  ვიღაცა გიჟდება მასზე,  ისეთი ენერგიისა და ძალის მოზღვავებას გრძნობს, როგორიც მანამდე არასდროს განუცდია. როცა ქალმა იცის, რომ მამაკაცი მისია და ეს არ შეიცვლება არც დღეს,  არც ხვალ – თავდაჯერებული, ამაყი და ბედნიერია. როცა ქალი სტაბილურობას გრძნობს, ეს მისთვის  ენით აღუწერელი გრძნობაა. ქალს სიამოვნებს, როცა ურეკავენ, ინტერესდებიან დეტალებითა და დღის უმნიშვნელო ამბებით. მისთვის მნიშვნელოვანია გვერდით ისეთი ადამიანი ჰყავდეს, რომელიც საიმედო  დასაყრდენი და  ემოციების  გამზიარებელი იქნება.
*  ქალს სჭირდება მეგობარი – უბრალოდ, სჭირდება ვიღაც, ვინც მინი-ისტერიკის შემდეგ გონზე მოიყვანს. ურთიერთობა არ იქნება ნამდვილი, თუ ადამიანები ერთმანეთს არ მოუსმენენ და არ გაუგებენ.
* ქალებს შეხვედრის სურვილი გაცნობისთანავე არ უჩნდებათ – ამიტომ ჯობია, ფანტაზიები თქვენთვის შეინახოთ. მათ უნდათ, თავი განსაკუთრებულად იგრძნონ. თუ ქალი მოგწონთ, უთხარით  მას ამის შესახებ. თუ მამაკაცს მართლა უყვარს ქალი, მის დარწმუნებას ნებისმიერი ხერხით ეცდება, ყურადღებას არ მოაკლებს, გაანებივრებს საჩუქრებით, თანაც არა მარტო დღესასწაულებზე. აქტიურად გაატარებინებს უქმე დღეებს. ნებისმიერ შემთხვევას გამოიყენებს, რომ საყვარელი ქალი უკეთ გაიცნოს. მამაკაცს შეუძლია, ქალი პატარა გმირობებით გაახაროს.
* ნუ მოიქცევით ისე, თითქოს მეფე ხართ და ქალი თქვენი ქვეშევრდომი – იყავით მართალი მასთან და საკუთარ თავთან. ღირსეულად მოექეცით თქვენზე შეყვარებულ ქალს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ქალი ემოციური არსებაა. ქალმა უნდა იფიქროს, რომ არსებობს მამაკაცი, რომელსაც ის ნამდვილად სჭირდება.  თუ ქალი სათადარიგო ვარიანტად გყავთ, ის ამას აუცილებლად მიხვდება და ამბავი კარგად არ დამთავრდება.  

სიყვარული
 უბრალო რამეა

 სიყვარული გადარჩენის უძველესი და გამოცდილი ხერხია. დადგენილია, რომ თქვენ ბევრად ბედნიერი  იქნებით  და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ,  თუ საყვარელ ადამიანებთან ხანგრძლივი ურთიერთობა გექნებათ. სიყვარულის  მოთხოვნილება სავსებით ნორმალურია. ის ჩვენი ყველაზე დიდი რესურსია. სიყვარულის მოთხოვნილების აღიარება, ხოლო შემდეგ მისი ძებნის სურვილი სიძლიერის ნიშანია. როდესაც თავს მშვიდად არ  გრძნობთ, უთხარით ამის შესახებ თქვენს პარტნიორს, გაუზიარეთ ემოციები და თუ სურვილს გამოთქვამს, დაგეხმაროთ, მიიღეთ ეს  დახმარება. ბევრმა კვლევამ დაადასტურა ის, რომ საყვარელი ადამიანის ხელის მოკიდებასაც კი შეუძლია დაგვამშვიდოს. რას აკეთებთ, როცა თქვენი საყვარელი ადამიანი უგუნებოდ არის, არ უნდა თქვენთან კონტაქტი, თავს გარიდებთ, საკუთარ თავში იკეტება, ასეთ დროს მასთან ახლოს უნდა იყოთ. მაგრამ არ შეაწუხოთ ზედმეტი შეკითხვებით. აცადეთ როდის გაუჩნდება  სურვილი და გულს გადაგიშლით.
 ყველაფერი მარტივად და კონკრეტულად გააკეთეთ. უთხარით, რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის. უსიტყვოდ ჩაეხუტეთ და აგრძნობინეთ სიყვარული. ემოციური ტრავმა ურთიერთობებისთვის ძალიან საზიანოა. მშვიდ მომენტებში ჰკითხეთ თქვენს შეყვარებულს, ხომ არ ეწყინა რამე და არ თქვა. ეცადეთ, დაეხმაროთ ერთმანეთს. იმიტომ, რომ ეს უარყოფითი ემოცია თავისით არსად წავა. ისაუბრეთ იმ წვრილმან გაუგებრობებზე, რომლებიც კომუნიკაციას გირთულებთ. ზოგჯერ წყვილები ემოციების გამოხატვას ერიდებიან, უჭირთ, გაიხსნან  პარტნიორთან ან ზედმეტად ემოციურები არიან. გაიგეთ მეტი ერთმანეთის შესახებ.  ეს ძალიან გაგიადვილებთ ურთიერთობას.  როდესაც ვინმეს მხარდაჭერას ვგრძნობთ, უფრო თავდაჯერებულები ვხდებით. დასახულ  მიზნებს უფრო მარტივად ვაღწევთ და იმედგაცრუებაც ნაკლებად მოქმედებს.
შექმენით პატარა, ოჯახური  რიტუალები თქვენი სიყვარულის გამოსახატავად.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 


скачать dle 11.3