კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რით იხეირეს აშშ-მა, რუსეთმა და ჩინეთმა კორონავირუსის პანდემიით და თამაშის რა ახალ წესებს ამკვიდრებენ მსოფლიოში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი იმის ნახვა, რომ ეგრეთ წოდებული, კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის სტატისტიკა ჩამორჩება თავის დროზე, ეგრეთ წოდებული, ქათმისა და ღორის გრიპებით დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკას, ფაქტია, რომ ევროპის მოსახლეობა სახლებში გამოამწყვდიეს. მსოფლიო ეკონომიკა ლამის გაჩერდა და ადამიანები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სცენას ჩამოაშორეს. ჩემი ვარაუდით,  მთავარი გეოპოლიტიკური პროცესები ამის მიღმა მიმდინარეობს და ეს ისტერიაც მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როდესაც მხარეები საბოლოოდ გარიგდებიან. დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავთ შექმნილი ვითარების თავისებურებებსა და მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს.
– მე მაინც მგონია, რომ ზომები გადაჭარბებულია, პრობლემა ხელოვნურია და უბრალოდ, ხალხო მოაშორეს ავანსცენას, ხელი რომ არ შეეშალა. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამით მხარეები სპონტანურადაც სარგებლობენ. რა ფარული პროცესები შეიძლება, მიმდინარეობდეს და რის იარაღად იყენებენ დედამიწის მოსახლეობას?
– მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ის, რაც ხდება, ერთგანზომილებიანი შეფასების საშუალებას არ იძლევა. პირველი გლობალური შეფასება ისაა, რომ სამყარო იცვლება და ამ კრიზისის შემდეგ ის ისეთი ვერ იქნება, როგორიც იყო. იმ სამყაროს მოდელი აღმოჩნდა საკმარისად დეფექტიანი და მისი დეფექტი ის არის, რომ ვერ შეძლო ტოტალური საფრთხის პრევენცია. ამას დაამატეთ, რომ ვერ მოხერხდა ინტერესთა დაბალანსება, ამის გარეშე კი რაღაც ფასეულობასა და იდეებზე საუბარი, უბრალოდ, არასერიოზულია. სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოს მაგალითზე ვიცით, რამდენად არაჯანსაღ, ნეობოლშევიკურ იდეოლოგიას დაეფუძნა ქართული, ეგრეთ წოდებული, პროგრესული საზოგადოება, რომელიც, თავისი არსით, არის ნეობოლშევიკური, თუმცა ნეოლიბერალიზმის სახელითაა ცნობილი. ცხადია, ყველა ნორმალურ  საზოგადოებაში ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს მარქსისტი, სოციალისტი, მემარჯვენე, მემარცხენე, ლიბერალი, ნეოლიბერალი, მაგრამ სახელმწიფო მართვაში იდეოლოგიის ჩართვა, ვიცით, რით მთავრდება, გვაქვს ამის 70-წლიანი ისტორია და ვფიქრობ, რომ დაახლოებით იგივე მოხდა. მეორე გლობალური პლანი ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგი, ანუ წითელი ხაზები, გარკვეულწილად იძულებით დაბალანსებული სიტუაცია მოიშალა და ახალი თამაშის წესებით ვერ ჩანაცვლდა. გამძაფრდა ეკონომიკური კონკურენცია და პოლიტიკა და ეკონომიკა, როგორც ერთი მედლის მეორე მხარე, ძლიერ სხეულში ძლიერ მიზნებს დაექვემდებარა და გამოვიდა, რომ ვიღაცამ შევიწროებულად იგრძნო თავი, ვიღაც უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამ დროს მოხდა სრულიად უპრეცედენტო რამ. ბოლო 30 წლის განმავლობაში გაჩნდა ახალი სახელმწიფო, თავის დროზე, ყველაზე ნოვაციური – ძველი ჩინეთი მაქვს მხედველობაში, სადაც შემდეგ იზოლაციონალიზმმა  გაიმარჯვა, რის გამოც ჩამორჩა საუკუნეების განმავლობაში. მაგრამ ბოლო 30 წლის გონივრულმა პოლიტიკამ სულ სხვაგვარად განავითარა და მივიღეთ ის არაჯანსაღი გარემო, რომ ქვეყანა, რომელიც  ვითარდება საკუთარი თუ სხვისი მეცნიერების ხარჯზე, უნდა გააჩერონ. რას ნიშნავს შეჩერება?! ესე იგი, ჩვენ მივდივართ არა თანამშრომლობისკენ, არამედ უმკაცრეს კონკურენციაზე, რის მთავარი მიზანიცაა მოწინააღმდეგის განადგურება?! ამას დაემთხვა ის, რომ ინტერესების დაუბალანსებლობამ გააჩინა ნავთობის სფეროში დიდი ომი, რომელიც დღეს მხოლოდ საწყის ეტაპზეა და მას უახლოეს თვეებში შეჩერება არ უწერია. ამასვე დაემთხვა კორონავირუსის პრობლემა – ძნელია თქმა, ვინ გააჩინა და სად გააჩინა ის, იცით ჩინელების ბოლო განცხადება, ვისკენაც იშვერენ ხელს.
– ამერიკელებისკენ.
– და ჩვენ მოვისმინეთ პომპეოს საპირისპირო განცხადება.
– თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩინეთმა ამ ვირუსის წყალობით ძალიან იაფად დაიბრუნა თავისი საწარმოები. ასე რომ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ერთმა მხარემ იხეირა და მეორე დაზარალდა.
– მე ვამბობ საერთო სურათზე. ახლა ვნახოთ, ვინ რა მიიღო მომხდარით. ამ ეტაპზე ამ ომში, ამ პანდემიის პირობებში ყველა მსხვილი კომპანიის ამერიკელი აქციონერები იძულებულები გახდნენ, ჩალის ფასად გაეყიდათ თავიანთი აქციები და ჩინეთის ხელისუფლებამ ეს ყველაფერი შეისყიდა, ანუ გაათავისუფლა თავისი საწარმოები უცხოელების გავლენისგან. ეს აღმოსავლური ჭკუის ნაყოფია – თავის დროზე ამერიკელებმა დააყენეს ფეხზე ჩინეთის მრეწველობა და ახლა ჩინეთი უკვე გათავისუფლდა ამერიკელი მფლობელებისგან, თუმცა ამერიკასთან ურთიერთობისგან ვერასდროს გათავისუფლდება, იმიტომ რომ ამერიკაში ექსპორტზე დიდადაა დამოკიდებული. მაგრამ ბრძოლა გრძელდება და, ძირითადად, ბალანსისთვის. რუსეთმა, რომელმაც წამოიწყო ნავთობის ომი, დაანგრია ბოლო რამდენიმე წლის წინანდელი შეთანხმება, ოპეკი პლუს რუსეთი და ეს გაკეთდა შეგნებულად. საუდის არაბეთი, რომელიც არ წარმოადგენს მთავარი მოთამაშეების საპირწონეს, მოქმედებს რამდენიმე მიმართულებით. ის ცდილობდა, დაენგრია ამერიკის ფიქალის გაზის ინდუსტრია. ამ ბრძოლებში კი აშშ პირველად გახდა ნავთობის პირველი მწარმოებელი, ჩააჩოჩა რუსეთი და მისმა დღევანდელმა დღიურმა წარმოებამ მიაღწია 13 მილიონ ბარელს, მეორე ადგილზე რუსეთია და მესამეზე – საუდის არაბეთი. ცხადია, ინტერესები, ერთი მხრივ, არის პოლიტიკური, აშშ მხარს უჭერს საუდიტებს, მეორე მხრივ, საუდიტები აკეთებენ ისეთ რამეს, რაც ამერიკისთვის სასარგებლო არ არის. ესე იგი, ამის უკან სერიოზული რამ დგას. ძნელი სათქმელია, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა რუსეთის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ დღეს სულელი არცერთ სახელმწიფოს არ მართავს, სახელმწიფო არც ერთ ქვეყანაში არ არის ერთი კაცი, ეს არის სპეცსამსახურები, ეკონომიკური ბლოკი, რომელიც ძალიან კვალიფიციურია თითქმის ყველა მთავარ მოთამაშე სახელმწიფოში. ამიტომ მარტივად არ არის საქმე.
– ვინ როგორ ხეირობს შექმნილი ვითარებით სიტუაციურად?
– ყველა სახელმწიფოში არსებობს სპეციალური ჯგუფები, რომლებიც შექმნილ სიტუაციაში ყველა მიმართულების სცენარებს განიხილავენ და ცდილობენ, საკუთარი ქვეყნისთვის ააგონ საუკეთესო ტრაექტორია. აშკარაა, რომ ეს პროცესიც მიდის. გარდა ამისა, მე არ ვფიქრობ, რომ დასავლეთსა და აშშ-ში შესაძლებელია ისეთი ზემოქმედება ხალხზე, რომ არჩევნებში რამე სხვანაირად გადაწყვიტონ. ცხადია, საფრთხე სხვაგვარად აფიქრებს ადამიანს, მაგრამ ეს ჯერჯერობით ინსტიტუტებზე, თამაშის წესებზე აგებული ქვეყნებია. თუმცა ფანტასტიკური ცვლილებებია იმავე აშშ-შიც და ამ ექსტრემალურ პირობებში საგანგებო მდგომარეობა ავტომატურად ნიშნავს ტრადიციული საკოსტიტუციო მუხლების შეზღუდვას. იგივეა ევროპაშიც. დგას თუ არა ამის უკან პოლიტიკური ინტერესები? არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ირიბად შეგვიძლია, შევაფასოთ – ალბათ, დგას.
– დემოკრატიის პრინციპებმა, ადამიანის უფლებებმა უცბად გადაინაცვლა, არც კი ვიცი, რომელ პლანზე. მმართველებს მოქმედების სრული თავისუფლება მიეცათ და მათაც, ვინც ამ მმართველებს მართავს.
– დიახ, რაღაც იცვლება გლობალურად. შემთხვევით არ დავიწყე საუბარი ამით. დემოკრატიის ის გაგება, რომელიც ჩვენ გვქონდა იდეალურ წარმოდგენაში და როგორიც იყო დასავლური ცივილიზაციის განვითარების საუკეთესო წლებში, პირველ მსოფლიო ომამდე და შემდეგაც, ნაწილობრივ, შეიცვალა. რაც შეეხება დემოკრატიის საყმაწვილო გაგებას და იმ რეალობას, რაც ჩვენ ვნახეთ, ცა და დედამიწაა. ჩვენ ვიხილეთ დასავლური სახელმწიფოების მცდარი პოლიტიკის მაგალითები, რამაც ქართველში გარკვეული ეჭვი გააჩინა. საქართველო არ შეიძლება იყოს დაპირისპირებულ მხარეთა გამრიგე ან ცალ მხარეს მოთამაშე – იმიტომ რომ დიდი ომი დიდი ომია და ახლა რამე პოზიციის გამოხატვა და ვიღაცის ომში ჩართვა, არაპროდუქტიულია. თუმცა შენ გაქვს ვექტორი, იყო ცივილიზებულ სახელმწიფოებთან. ეს ნიშნავს, განავითარო შენი ხალხის ნიჭი, ააწყო ინსტიტუტები, შემოიტანო თამაშის კარგი წესები, გაავლო წითელი ხაზები, რის უფლება აქვს ამ საზოგადოებაში მყოფ ადამიანს და რისი არ აქვს, შენ – ხელისუფალს, რა უფლება გაქვს და არ გაქვს. ისევ ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ: რა თქმა უნდა, დასავლეთი აქედან ძალიან შეცვლილი გამოვა, უკვე გადადგმული ნაბიჯები მიანიშნებს, რომ მსოფლიოში ძალიან მძიმედაა ვითარება, რაკი, ფაქტობრივად, ირღვევა ტრადიციული წარმოდგენები. ეს უკვე ის არ არის, რაც თითქოსდა, იდეალურამდე აყვანილ დემოკრატიულ საზოგადოებებში იყო. როგორც ჩანს, იქაც დაირღვა შიგა პროპორციები და ჩვენ ვხედავთ გადაწყობის პროცესს. მე არ ვფიქრობ, რომ დასავლეთის სახელმწიფო მოწყობა რადიკალურად შეიცვლება, მაგრამ ის სხვანაირი იქნება თამაშის შიგა წესებისა და პოლიტიკური ურთიერთობების დონეზე. პოპულიზმი ამ ეტაპზე გამორიცხულია, მაგრამ ამ ყველაფერს გამოიყენებს ის ძალიან მძლავრი ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გლობალიზმს, რადგან ამან ის შედეგი არ მოიტანა, რასაც მისი დამნერგავები იმედოვნებდნენ.
– თქვენ მაინც მიგაჩნიათ, რომ გლობალიზმის წინააღმდეგ დაპირისპირებაა და არა ის, რომ უბრალოდ, ხალხის თვალისგან მოშორებით უპირისპირდებიან ერთმანეთს მოწინააღმდეგეები?
– მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი ერთადაა. პროცესი არ არის ცალმხრივი. ახლა იმის თქმა, რომ გლობალურ-პოლიტიკურ ელიტებს რამე მნიშვნელოვანი ბერკეტი დარჩათ ევროპაში, რომელიც ამის ბუდეა, არ შეიძლება. იმიტომ რომ ევროპა ისეთი აღარ იქნება, როგორიც ჩვენ ვიცოდით ბოლო 20 წლის განმავლობაში. ისეთი აღარ იქნება ამერიკაც – კონსერვატიული ძალების ძალიან კარგი ელიტაა იქ, ხელისუფლებაში. კონკურენცია დიდ სახელმწიფოებს შორის გაგრძელდება. ალბათ, რაღაც შეთანხმებებია საჭირო და ადრე თუ გვიან, ეს შეთანხმებები იქნება. ეს შეთანხმებები გაავლებს ახალ წითელ ხაზებს. მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ კრიზისი საუკეთესო საშუალებაა იმ უსწორმასწორობის გასასწორებლად, რაც მსოფლიოსა და ცალკეულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა. ცხადია, ეს საქართველოსაც ეხება. ჩვენ უამრავი რამის გადაფასება გვჭირდება.

скачать dle 11.3