კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რა მიზანს ემსახურება კორონავირუსით კაცობრიობის დაშინება და რატომ გამოამწყვდიეს ადამიანები ოცდამეერთე საუკუნეში სახლებში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მსოფლიო ისევ კორონავირუსის გარშემო ტრიალებს. დედამიწის მოსახლეობის ნაწილი სახლებშია გამომწყვდეული, დანარჩენებს კი, ადრე თუ გვიან, გამოამწყვდევენ. ვირუსის წარმოშობის ვერსიაც ბევრია და ამ იზოლაციისაც. პირადად მე საკუთარი ვერსიაც მაქვს და ვვარაუდობ, რომ შექმნილი ვითარება შესაძლოა, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის უფრო ფართოდ დასანერგად და კაცობრიობის კიბორგიზაციისთვის (დამეთანხმებით – რობოტებს კორონავირუსი ან სხვა ამგვარი, ადამიანისთვის საშიში ვირუსები არ ემართებათ). ამ თემას ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის მკვლევართან, ხელოვნური ინტელექტის საქართველოს კოალიციის ხელმძღვანელთან, ლევან ბოძაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– ადამიანი ზედმეტი გახდა დედამიწისთვის და მისი მეორეხრისხოვან არსებად ქცევა იგეგმება? მე ვერ ვიტყვი დაბეჯითებით, რომ აჟიოტაჟი იმისთვის გამოიწვიეს, რომ რობოტები ფართოდ დაინერგოს, მაგრამ შესაძლოა, სიტუაცია გამოიყენონ, რომ ადამიანები უფრო გახდნენ დამოკიდებულები ხელისუფლებებზეც და ტექნიკაზეც. ვისი უპირატესობა გამოჩნდა: ადამიანის თუ ტექნიკის?
–  ეს შეკითხვა სავსებით ბუნებრივად გაგიჩნდათ და არ არის აზრს მოკლებული. ადამიანებს ძალიან უჭირთ ისეთი რეალობის მიღება, რაც შეცვლის მათ არსებულ მდგომარეობას. ამიტომ საფუძვლიანი კითხვაა, თუ როგორ მივაჩვიოთ ადამიანები, რომ შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და ადგილი დაუთმონ ტექნოლოგიურ რევოლუციას, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია, მიმდინარეობს. ხელოვნური ინტელექტი არ არის განყენებული პროგრამა, მას მოსდევს მთელი რიგი სხვადასხვა სისტემა. პირველად შარშან, ნოემბერში, ვთქვი საჯარო ლექციაზე, რადგან ვერიდები ასეთი განცხადებების გაკეთებას, რომ ხელოვნური ინტელექტი არის, ერთი მხრივ, ცალკე არებული სისტემა, რომელსაც ავტონომიურად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, ამ ეტაპზე შეზღუდულად, მაგრამ ვითარდება – ვგულისხმობ მანქანათა თვითსწავლას, რაც, მეორე მხრივ, იძლევა საშუალებას, რომ პროგრამამ, რომელსაც მიცემული აქვს კონკრეტული დავალება, განავითაროს ამ დავალების შესრულება თავისი შეხედულებით. მაგალითად, „გუგლის“ ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა თავისი ცალკე პროგრამა. ათასობით კვლევა არსებობს უკვე იმაზე, რომ ესეც იმოქმედებს საერთო მმართველობის უნიფიცირებაზე. რას ნიშნავს ეს?! 5 ჯი ტექნოლოგია არის სენსორებზე დამოკიდებული ტექნოლოგია, არის სწრაფი და მისი ანძები ერთმანეთისგან უნდა იყოს დაშორებული მცირე მანძილით, მაშინ, როდესაც 3 ან 4 ჯის გადამცემების დამონტაჟება შორსაც შეიძლება.
– განვუმარტოთ მკითხველს, რატომ შემოიტანეთ 5 ჯი ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას.
– იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან. 5 ჯი არის გლობალური ქსელი და კავშირი აქვს ჩინეთთან, „ჰუავეისთან“, რომელსაც მთელი დასავლური უსაფრთხოების სამსახურები და პოლიტიკოსები აშკარად დაუპირისპირდნენ. ბევრგან აეკრძალა ჩინურ „ჰუავეის“ ამ ანძების დაყენება, იმიტომ რომ „ჰუავეის“ უკვე უჭირავს ბაზრის 42 პროცენტი. მას აფინანსებს სახელმწიფო 120 მილიარდამდე დოლარით, რის საფუძველზეც „ჰუავეი“ ვალდებულია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს სახელმწიფოს. 5 ჯის რატომ აქვს კავშირი ამასთან? ის უზრუნველყოფს იმდენად სწრაფ ინტერნეტს, რომ, ფაქტობრივად, რეალურ დროში გადასცემს მონაცემებს. დავამატოთ 5 ჯის ხელოვნური ინტელექტი, სახის ამოცნობის ტექნოლოგია, ბლოკჩეინი, ინტერნეტი ზოგადად, მთელი მსოფლიო უკვე გადადის გლობალურ ვაი ფაიზე, რასაც ითვალისწინებს ილონ მასკის პროგრამა, რაც ერთიანი ცენტრით უნდა იმართებოდეს. რატომ არის ტექნოლოგიური „ცივი ომი“ ამერიკასა და ჩინეთს შორის?! კორონავირუსმა გამოავლინა ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. ჩინელებმა ერთ-ერთ პროვინციაში დააყენეს 5 ჯი-ს რამდენიმე ანძა.
– სწორედ ეს უნდა მეკითხა: კორონავირუსის გავრცელებისთანავე გაჩნდა ინფორმაცია, რომ სწორედ 5 ჯი-ს ანძების გამო დასნებოვნდა ხალხი ჩინეთში, რადგან ეს მაღალი ტექნოლოგია იმდენად დიდი გამოსხივებისაა, რომ ადამიანის იმუნიტეტს ანადგურებს.
– მაგრამ, თუ იტალიის მაგალითს გავიხსენებთ, მხოლოდ 5 ჯისთვის დაბრალება, ვფიქრობ, არასწორია. თუმცა აქ სხვა რამეზეა საუბარი: ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის საავადმყოფოში, ის ხელმისაწვდომია მთელი მსოფლიოს ექიმებისთვის. მაგალითად, ჩვენს დაავადებების კონტროლის ცენტრს შეუძლია, გააგზავნოს ფილტვების ტომოგრაფიის სურათი და ამ სურათის მიღებიდან 10 წამის განმავლობაში პროგრამა გვეუბნება, არის თუ არა კორონავირუსი და ამავდროულად ასხვავებს სხვა ტიპის ვირუსებისგან თუ გაციებისგან. თუმცა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ სკანირების გამოყენება არასასურველი მეთოდიაო. ასეთ კრიზისულ სიტუაციაშიც კი დაპირისპირებაა ორ გლობალურ ძალას შორის.
–  პროგრამა ჩინურია?
– დიახ, ჩინელებმა შექმნეს. იანვარში ვწერდი, რომ ამერიკის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომ ტექნოლოგიების გადინება სახელმწიფოს კონტროლის გარეშე არ მოხდეს. ამას მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ  ორივე ქვეყანას აქვს დიდი შესაძლებლობების მქონე კვანტური კომპიუტერები. კვანტური კომპიუტერი კი ექსპონენსიურად, ანუ მყისიერად, ამუშავებს მონაცემებს. ახლახან გამოქვეყნდა ჩინური ხელოვნური ინტელექტის 2020 წლის სტრატეგია, რომლის მხოლოდ აღწერილობა ღირს 400 დოლარი. იმის თქმა მინდა, იმდენად სახელმწიფოებრივ დონეზეა ეს აყვანილი, რომ, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, ტექნოლოგიების მონაწილეობას იმაში, რაც ხდება. ამასთან, საუბარი იყო უჰანში არსებულ ლაბორატორიაზეც.
– დიახ, რომ თითქოს ვირუსი „გაექცათ“.
– შეიძლება, ადამიანი უფრო შორსაც წავიდეს და ისიც იფიქროს, რომ ჩინელებს ამის ვაქცინაც აქვთ და წამალიც. და ამის მეშვეობით მოიპოვონ გეოპოლიტიკური უპირატესობა. მათი ადამიანური რესურსი იმდენად დიდია, რომ შესაძლოა, ამ რისკზეც წავიდნენ და თვე-ნახევარში ეფექტიანად მოაქციეს კონტროლის ქვეშ ვითარება. მეორე მხრივ – კანადურმა ხელოვნურმა ინტელექტმა 2019 წლის დეკემბერში დააფიქსირა პირველად  კორონავურისი, რაც 2020 წლის 6 იანვარს დაადასტურა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და 9 იანვარს უკვე – მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ. ანუ ხელოვნურმა ინტელექტმა პირველმა გამოავლინა ვირუსი და, ასევე, დაადგინა მისი გავრცელების ტრაექტორია.
– დაასწროო, რომ ვამბობთ, ტექნიკურად როგორ მოხდა ეს?
– ხელოვნური ინტელექტის მთავარი წყარო არის მონაცემები, ჩინეთი რატომ არის უპირატეს მდგომარეობაში? ჩინეთში ცხოვრობს მილიარდ 400 მილიონი ადამიანი, ყველა ინტერნეტშია, ყველას ინფორმაცია, სახის ამოცნობიანად შეყვანილია მონაცემთა ბაზაში, ანუ მონაცემები უსაზღვრო რაოდენობითაა ჩინეთში. მონაცემები კი უმნიშვნელოვანესია ხელოვნური ინტელექტისთვის გადაწყვეტილების მისაღებად. როდესაც ეს მონაცემები შევიდა ხელოვნურ ინტელექტში, მან მაშინვე დაადგინა, რომ ასეთი ტიპის ვირუსი არსებობდა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ, რასაც ხელოვნური ინტელექტი იტყვის, სახელმწიფომ მაშინვე აიტაცოს. ჩვენამდე, მოსახლეობამდე ეს ინფორმაცია ძალიან გვიან მოდის, მაგრამ შესაბამის სამსახურებს ის აქვთ უფრო ადრე. უბრალოდ, შემდეგ პროცესი ან გამოდის, ან შეგნებულად გამოჰყავთ კონტროლიდან. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ძლიერი ქვეყნის სპეცსამსახურები ძალიან დიდ თანხას ხარჯავენ შესაბამისი იარაღის შექმნაზე. ვერც ამ ვერსიას გამოვრიცხავთ. ნიუ-იორკის ბირჟა დაიხურა და ამ თვალსაზრისით, კატასტროფა ხდება – ფაქტია, მთელი მსოფლიო გაჩერდა, ანუ რაღაც მიზანს მიაღწიეს ჩინელებმა. გავიხსენოთ, რომ ამ წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან უცხოური ორგანიზაციები გაიქცნენ, მათ მფლობელობაში არსებული აქციების ფასები დავარდა და ისინი ისევ ჩინელებმა იყიდეს. ფაქტობრივად, დაიბრუნეს ის კაპიტალი, რომელიც დასავლური ინვესტიციების შედეგად დაგროვდა იქ. ამდენად, ერთ-ერთი ვერსია ისიცაა, რომ შესაძლოა, ამის გამო ეფეთქა ეპიდემიას ჩინეთში. ასობით მილიარდ დოლარზეა საუბარი და, შესაბამისად, გლობალური ფინანსური აფიორის ვერსიაც შეიძლება, განვიხილოთ. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ: უნდათ თუ არა, რომ ადამიანები მიაჩვიონ სახლებში ყოფნას?!
– და იმასაც, რომ ისინი მეორადი არსებები არიან დედამიწაზე და უსარგებლონი და სუსტები.
– მთავარი აქ არის არა ის, რომ სიკვდილიანობაა მაღალი, თუ სტატისტიკას გადავხედავთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი არ არის, 60 წლამდე ასაკის მოსახლეობაში, მაქსიმუმ, 1,3 პროცენტია. ეს ნიშნავს, რომ მიზანი მასობრივი სიკვდილიანობა კი არა – შიშია, რომ კაცობრიობა იყოს შეშინებული, რომ მიმართოს სხვა საშუალებებს თავისი საქმიანობისთვის. სკოლები თუ უნივერსიტეტები ფიქრობს ონლაინსწავლებაზე, ცდილობენ, ანუ ჩვენ ბუნებრივად მივედით ან მიგვიყვანეს იქამდე, რომ ასეთ ყოფას შევეგუოთ. ადამიანის ცხოვრება დღეს შედგება რეალური და ვირტუალური ქმედებებისგან. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა თავისი დროის, მინიმუმ, ნახევარს ატარებს სოციალურ ქსელებში, სმარტფონებში... ასეთი პანიკური შიშის ქვეშ ყოფნა შესაძლოა, არის შემოწმება ადამიანების, რამდენად ადეკვატურები იქნებიან და შეეგუებიან თუ არა ასეთ მდგომარეობას და არიან თუ არა მზად ტექნოლოგიების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებისთვის. რობოტიკის ძალიან მნიშვნელოვანმა კომპანიებმა შექმნეს სინთეტიკური ინტელექტი, ქმნიან ადამიანის ქსოვილებს. ფაქტობრივად, შეიცვალა ცხოვრების წესი, ყველანი სახლში ვართ, ვცდილობთ, ნაკლებად გავიდეთ გარეთ, იმ იმედით, რომ ვითარება დასტაბილურდება, თუმცა მაინც არ მგონია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა აჯობოს ადამიანს.

скачать dle 11.3