კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№13 ვირუსის ნათელი მხარე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ არ შეშინდეთ!

  სანამ დედამიწის მოსახლეობას ვირუსი ზაფრავს – მოდი და, ნუ დაგზაფრავს, როდესაც საინფორმაციო საშუალებების (განსაკუთრებით – ჩვენი მშობლიურის) უმეტესობა კვლავ ლევიტანს ბაძავს და მეორედ მოსვლის სიხშირეზე გადასცემს ახალ ამბებს, ერთი-ორი კვირის წინათ თურქმენეთის პრეზიდენტი (ბ-ნი ბერდიმუჰამედოვი) ბაქოს ეწვია და შევიტყვეთ (მათ შორის, რუსული წყაროებიდანაც), რომ მხარეებმა სადავო საკითხებზეც ისაუბრეს (კასპიის ზღვის შელფს ვერა და ვერ იყოფენ) და თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
  მათი თანამშრომლობა კი ჩვენთვის ფრიად და ფრიად ხელსაყრელია, ვინაიდან ის გულისხმობს თურქმენული ენერგომატარებლების ტრანზიტს (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ევროპა), რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას მეტად წაადგება.
  რაც მთავარია, ამ ამბავს მხარს თეთრი სახლიც უჭერს. თუმცა ის იმთავითვე უჭერდა, იმიტომ რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა საქართველოში ხუთიოდე წლის წინათ თურქმენეთის პრეზიდენტი, ოღონდ, რაკი რფ ეწინააღმდეგება ამ პროექტს (ან კი როგორ არ შეეწინააღმდეგება, როდესაც ეს მის გავლენას ასუსტებს არა მხოლოდ რეგიონში?!), ვერა და ვერ ხორციელდებოდა.
  მაგრამ, ვინაიდან არაფერია მუდმივი ამ მზისქვეშეთში – გარდა სიცოცხლისა და გადარჩენის წყურვილისა, მართალია, კორონავირუსი მძვინვარებს და ადამიანები ოცდამეერთე საუკუნეშიც არა მხოლოდ უძალონი არიან, არამედ შინაპატიმრობაც მიესაჯათ, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე, იმ მარტივი მიზეზით, რომ „ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა“ (ანუ მაშინაც კი გაძლიერებს, თუკი გკლავს).
პათოსით: არ შეშინდეთ!


скачать dle 11.3