კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 სანავთობო ომი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ არ შეშინდეთ!

  მართალია, ჩვენს მენავთობეებს ჯერ არ გაუგიათ (როგორც ჩანს, სრულ საინფორმაციო შიმშილს განიცდიან), მაგრამ ნავთობის ფასი ისეთი სისწრაფით ეცემა, რომ ლამისაა, წამომყენებელი არ გამოუჩნდეს.
  მას შემდეგ, რაც დედამიწას ახალი განსაცდელი ეწვია – უფრო ზუსტად, დედამიწამ ამოისუნთქა ადამიანებისგან, ადამიანებს უწია – ნავთობი გაიაფდა. ბუნებრივია, ოპეკმა გადაწყვიტა, მოპოვება შეემცირებინა, თუმცა რფ არ დათანხმდა (სხვა გზებს გამოვძებნითო).
  რუსული მედიის ცნობით, ამიტომაც რფ-ზე შური იძიესო.  თუმცა, თუ არ თანამშრომლობ და შეთანხმებას არღვევ, ცხადია, რომ ყველა თავის თავზე იფიქრებს. ამიტომაც საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება გაზარდა (რაც ფასს კიდევ უფრო დააგდებს), მოსკოვში კი ჩათვალეს, რომ მათ გამოყრას ცდილობენ ტრადიციული ბაზრებიდან.
  ასეა თუ სხვაგვარად, საუდიტები ევროპას ნავთობს ისეთ ფასად სთავაზობენ, რაც რუსული ნავთობის თვითღირებულებაზეც კი დაბალია.
  საუდიტები კი, მოგეხსენებათ, ვისი მოკავშირეები არიან, ანუ ჩვენთვის (პოლიტიკურად) ესეც კარგი ამბავია (მადლობა კორონავირუსს?!).
  მეორე მხრივ, ჩემი ვერსიით, ეს პანდემია სხვა არაფერია, თუ არა მსოფლიოს მმართველთა და მმართველობის მსურველთა მიერ გავლენების ახლებურად გადანაწილებისა და უფრო მეტი გავლენების მოპოვების მცდელობა და წამალსაც მაშინ გამოაჩენენ, როდესაც ფარულად გარიგდებიან ან ერთი მეორეს ხელებს საფუძვლიანად გადაუგრეხს. ამდენად, საქმეში ნავთობის ჩართვა მიანიშნებს, რომ კულმინაციაც მალე იქნება, რასაც აუცილებლად მოჰყვება კვანძის გახსნა და კორონავირუსსაც უკან დაახევინებენ.
ასე რომ - არ შეშინდეთ!



скачать dle 11.3