კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№N13 ვასუკა...

  არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამორჩეული სიკეთითა და სიყვარულით  ცხოვრებას გვილამაზებენ და გვაფიქრებინებენ, რომ მათნაირები ძალიან იშვიათად თუ იბადებიან. ასეთი ადამიანების წასვლა კი თითქოს სულს გვართმევს და ცარიელი სხეულით არსებობას გვაიძულებს... ერთი წელი გავიდა, ვასო ვასაძის გარდაცვალებიდან, მაგრამ მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილსა და სიცარიელეს ოჯახი და გარშემო მყოფები ვერასოდეს შეივსებენ და  შეეგუებიან. დრო ყოველთვის არ არის მკურნალი, ცხოვრება გრძელდება იმ იმედით, რომ სადღაც, პარალელურ  სამყაროში ისევ შეხვდებიან მარადიულ ახალგაზრდად დარჩენილ, განუსაზღვრელი სიკეთისა და სიყვარულის მფრქვეველ,  ყველაზე მზრუნველ საყვარელ ვასუკას, რომელიც მთელს გურიას
დააკლდა...
  კაცთმოყვარე და კეთილშობილი ვასუკა ოზურგეთის რაიონში, გოგორეთში დაიბადა, 47 წლის ასაკში ყველაფერი მოასწრო, თავი შეაყვარა და დაამახსოვრა მთელ რაიონს, ყველას, ვისაც ერთხელ მაინც შეხვედრია... ორწელიწად-ნახევარი იავადმყოფა, უმოძრაოდ მწოლიარე, მნახველების მისვლაზე მხოლოდ ცრემლით რეაგირებდა... ერთადერთი ძმა უვლიდა, რომელსაც ახლა მხოლოდ სიზმრებში თუ შეხვდება...
  გოგონა ვასაძე (ვასო ვასაძის მამიდა):ფიზიკურად, სულით, გულით, მოქმედებით, ცხოვრებით ლამაზი იყავი, ვასუკა... ერთი წელია, რაც ცივ სამარეს მიგაბარეთ, ძალიან გვიჭირს უშენოდ, ჩვენო ეგრთგულო, ჩვენო იმედო... 28 რიცხვი შენი ბედისწერა ყოფილა. 28 იანვარს გაგიკეთეს შუნტირება თავში, 28 მარტს კი სამუდამოდ დახუჭე თვალი. 2 წელი და 2 თვე ებრძოდი სიკვდილს. 2017 წლის 26 იანვარს შენით გადაფრინდი სტამბოლში საოპერაციოდ და მეორე დღესვე სამუდამოდ დაგამახინჯეს ერთ-ერთი საავადმყოფოს პროფესორებმა. უცქერდი შენს პატარებს და ცრემლები მოგდიოდა, ვინ იცის
, რას ფიქრობდი, თუ გქონდა ფიქრის თავი.
  აეროპორტში ბიჭებს ეჭიდავებოდი, იცინოდი, თურმე, ბოლოჯერ იყავი შენს ძმაკაცებთან, თურმე საბოლოოდ დაემშვიდობე – ცოლს, შვილებს,  დედას, მამას, მამიდას, მეგობრებს, სოფელს. დიდთან დიდი იყავი, პატარასთან – პატარა. ძალიან დაიჩაგრე ჩვენო ვაჟკაცო. არც ენა გქონდა, არც ხელი, არც ფეხი. თავი – ამოხვრეტილი, ყელი გახვრეტილი, კუჭი გახვრეტილი...  მოუშუშებელი ჭრილობებით მიგაბარეთ მიწას. ვინ იცის, რამდენი დარდი წაიღე სამარეში. იქნებ აუცილებელი სიტყვა უნდა გეთქვა ჩვენთვის.

  დრო გავა, შენი პატარები უმამოდ გაიზრდებიან. არც მამის სიყვარული ექნებათ, არც შიში, არც იმედი, მაგრამ ბევრი ეტყვის, კარგი მამის შვილები ხართო.
  ნანა ჩხიკვიშვილი (მეგობარი): სისხლით ნათესავები არ ვართ, მაგრამ ვასუკა ჩემი ძმა იყო. ვერ გადმოგცემთ, როგორ დამაკლდა. თბილისიდან ოზურგეთში რამე რომ მეთხოვა, ფეხით ჩამოვიდოდა. მთელი რაიონის კოლორიტი და იმედი იყო... მის გადასარჩენად უკან არავის დაუხევია. სულ მოძრაობაში ვიყავით, წამით არ დაგვისვენია, არ შევგუებულვართ. ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა პატარა შანსსაც კი დიდი იმედით ვებღაუჭებოდით და გვჯეროდა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდოდა.  თავად იყო ასეთი,  ოჯახისა და მეგობრების უზომოდ მოყვარული, გაუჩენელის გაჩენა შეეძლო ყველასთვის. ვასუკა დიდი დანაკარგია ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. მისნაირი ადამიანი ჩვენი დროის უიშვიათესი მოვლენაა, მისი წასვლით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს მხოლოდ მასთან დაკავშირებული უამრავი სიკეთითა და სიყვარულით გაჟღენთილი მოგონებებით ვებრძვით.
ვასუკა მოგონებებში...
 უზომოდ გახსნილი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ამასთანავე ძალიან მორიდებული იყო. ყველას მოსწონდა, უამრავი გოგო ეპრანჭებოდა. 39 წლის იყო, ცოლის მოყვანა რომ გადაწყვიტა, ჩვენ შორის საიდუმლო არ არსებობდა და ეკას შესახებ პირველი მე გამიმხილა, წამიყვანა მის სამსახურთან და შორიდან დამანახვა, ძალიან მომეწონა, პირდაპირ გულში ჩამივარდა და ვუთხარი, ეს გოგო ჩვენი რძალი უნდა გახდეს-მეთქი. მისი დაოჯახება ძალიან დიდი სიხარული იყო ჩვენთვის.
ბოლო შეხვედრა...
 ჩვენი ბოლო შეხვედრა კლინიკაში იყო, რომ მიდოდა, მანდარინით სავსე ყუთი გადმომიდო მანქანაში, ჩამეხუტა და
წავიდა... იმ ძალიან რთულ მდგომარეობაშიც არ დაავიწყდა ის თავისი ჩვეული ჟესტი, ეს იყო ბოლო დამშვიდობება და მას მერე მეტყველი აღარ მინახავს.
 მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მისმა მეუღლემ ლოცვის წიგნში აღმოაჩინა ორი ფურცელი, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს და დღემდე ვერ ამოუხსნია, როგორ მოხვდა ეს ფურცლები წიგნში, რომელსაც ყოველდღე კითხულობდა ეკა. „ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ“ – ეს ერთგვარი ნუგეშის წერილი თითქოს ვასომ დაგვიტოვა გასამხნევებლად...
  კახა ლომაძე (მეგობარი): ვასოს სახით ძმა დავკარგე... 16 წლიდან ერთად გიყავით, მის გარეშე ერთი დღე არ გამივლია. დამრჩა მასთან დაკავშირებული უამრავი მოგონება, კურიოზი... ძალიან მიჭირს მის გარეშე, მისნაირი ადამიანის დაკარგვა რთული შესაგუებელია...

  დავით სურგულაძე (მეგობარი):
ვასუკა დიდი სიკეთის მატარებელი იყო... საუკეთესო მოგონებები დაგვრჩა მისგან. ერთი დღეც რომ არ გვენახა, უკვე ძალინ მაკლდა თვალში. უზომოდ დადებითი ადამიანი იყო. დღე არ გავა, რომ არ გავიხსენოთ.
  3 შვილი დარჩა, 9 წლის ვაჟი, 8 წლის გოგონა და 3 წლის ელენე, რომელიც ავადმყოფობის დროს თავთან უჯდებოდა,  ეფერებოდა და  დღემდე ყველა მანქანის დანახვაზე, სულ მამამისის მოლოდინი აქვს...
დედა ყოველ დღე დადის ყანაში, თხილებში, საფლავზე, ბოლო ხმაზე ტირის. ეძებს და ელოდება, სად და როდის შეხვდება შვილს....
  ასე ცოცხლობს ვასო ვასაძე ყველას გულსა და მოგონებებში, ყველა თავისებურად გლოვობს თავის წილ ვასუკას....
скачать dle 11.3