კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ჩემი ცოლი იმის გამო გამშორდა, რომ მისადმი სითბოს ხშირად ვერ გამოვხატავდი

  მეოჯახე კაცი ვარ და ვცდილობდი, ოჯახის წევრებისთვის რამე არ მომეკლო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ შენი თავდაუზოგავი, გათიშვამდე შრომა, ბევრი უსიამოვნების ატანა, ათას რამეზე ფიქრი, სახლში ფულის შეტანა არ არის საკმარისი. ახლახან ისეთი ოჯახი დამენგრა, სადაც ხმამაღალი სიტყვაც კი არ თქმულა. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ცოლს ხშირად ვერ ვეალერსებოდი, არ ვეუბნებოდი: მიყვარხარ-მეთქი, რომანტიკულ ვახშამს არ ვუწყობდი ბუშტების, ყვავილებისა და სანთლების ფონზე. სახლში დედა, მამა, და-ძმა, ჩემი ცოლი და შვილები, ერთად ვცხოვრობდით. მიუხედავად ოჯახის წევრების სიმრავლისა, არასოდეს ყოფილა კამათი და დაპირისპორება. ზოგადად, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ვარ, მაგრამ მიჭირდა და მერიდებოდა ამდენ ხალხში ცოლისთვის თბილი სიტყვების თქმა, მოფერება, ჩახუტება. თან, სახლში ისეთი დაღლილი მივდიოდი, იმის თავიც არ მქონდა, ხელი მომეკიდა და სადმე გამეყვანა. მართლა იმაზე ვიყავი მომართული, რამე არ მოჰკლებოდათ. რას წარმოვიდგენდი, თუ ეს გახდებოდა ჩემი ცოლის განაწყენებისა და გაქცევის მიზეზი. არადა, დარწმუნებული ვარ, ვუყვარვარ და ინანებს კიდეც. მართალია, ამას ახლა არ აღიარებს და იმიზეზებს – იმ სახლში უცხოსავით ვცხოვრობდი, ქმრის სითბოსა და ალერსს ვერ ვგრძნობდიო, მაგრამ გული სიღრმეში თუ ჩაიხედავს, ამ სიტყვების შერცხვება. არ დამავიწყდება, ოჯახის წევრები საღამოს დავსხედით ფილმის საყურებლად. ჩემმა ცოლმა აღნიშნა: იმ ქალს რა ლამაზი კაბა აცვია, ჩანთაც რა შესაბამისი აქვსო. არაფერი შევიმჩნიე და მეორე დღეს ჩემს დასთან ერთად მოვირბინე მაღაზიები ისეთი არა, მაგრამ მიმსგავსებული კაბა და ჩანთა რომ მეყიდა. თან, დაბადების დღე მოდიოდა და ვიფიქრე, გავახარებ-მეთქი. მივუტანე, გაუხარდა, მაგრამ მაინც მისაყვედურა: არ შეიძლებოდა, ცოტა რომანტიკულად გადმოგეცა საჩუქრები, ასე რომ მეტაკე და ხელში მომაჩეჩეო. იმაზე კი არ დაფიქრდა, სამსახური რომ გავაცდინე, რამდენი ვიარე, ვეძებე და მის გახარებაში უამრავი ფული დავხარჯე,. მოკლედ, თუ არ გინდა, არ დაინახავ, ასეთი ყოფილა ადამიანი. ვერ დავმალავ, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ მას აღარ დავიბრუნებ. კაცი ვარ, მეც მაქვს თავმოყვარეობა და სინდისი. თან გადავყევით მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც და გაქცევით დაგვიფასა? ხვეწნასაც არ დავუწყებ. შვილებს მივხედავ და არაფერს მოვაკლებ, მაგრამ მისი კაბისა და ჩანთისთვის ვეღარ ვირბენ მაღაზია-მაღაზია. არ დამაფასა და იჯდეს დედამისთან. უცადოს, როდის მივადგები ყვავილებით და შევეხვეწები, დაბრუნდეს. თითქოს, არ იყო ასეთი ამაყი და დაუნახავი და ამ ბოლო დროს რა დაემართა, არ ვიცი. დედაჩემმა მითხრა: ეს იმის ბრალია, მუშაობა რომ არ ისურვა, მთელი დღე სულელურ სერიალებს უყურებდა და იქიდან ისწავლა სახალხო რომანტიკა-მოფერებაო. მე იმას არ ვამბობ, რომ ქალს და მით უმეტეს, ცოლს, ქმარმა რომანტიკული დღეები არ უნდა მოუწყო, არ მოეფერი და ხშირად არ უთხრა: მიყვარხარო, მაგრამ რა ვქნა, მორიდებული კაცი ვარ, ჩემი დედ-მამისა და და-ძმის თვალწინ ვერ დავუწყებდი ხვევნა-კოცნას. მოსიყვარულე მამაკაციც ედგა გვერდით, ინტიმური ცხოვრებაც ჰქონდა და უზრუნველი ოჯახიც, მაგრამ არ ისურვა და იჯდეს ახლა და უყუროს სერიალებს, რა ვუყო. ვერ იტყვის, რომ მე მისთვის ოდესმე შეურაცხყოფა მიმიყენებია, დამიმცირებია ან რამე მომიკლია. მე სუფთა და უდანაშაულო ვარ ჩემს სინდისთან და თუ სიყვარულსა და მეორე ნახევარში არ გამიმართლა, ეს, ალბათ, მართლა ბედისწერის ბრალია – აი, რომ ამბობენ, დაბადების მომენტში გვეწერება შუბლზეო.
გიორგი, 43 წლის.
скачать dle 11.3