კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№12 კითხვა-პასუხი

კითხვა: კანზე მოყავისფრო, დიდი ზომის პიგმენტური ლაქები გამიჩნდა, რაც ვიზუალურად საკმაოდ ცუდი შესახედია და ჩემს ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. არსებობს რაიმე საშუალება მათ გასაღიავებლად ან მოსაცილებლად?
პასუხი: 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზ შვრიის ფანტელებს, დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის მასა და კარგად შეიზილეთ იმ ადგილებში, სადაც პიგმენტური ლაქებია. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. რეგულარული პროცედურების შედეგად, პიგმენტური ლაქები გაღიავებას დაიწყებს და შესალოა,  გაქრეს კიდეც.
კითხვა: სახეზე გამონაყარი ვიწვალე, რითაც კანი გავიღიზიანე. იმ ადგილებში დამეწყო შეწითლება და შეშუპება. მითხრეს, რომ ასპირინი შველის და როგორ გამოვიყენო?
პასუხი: ასპირინი დაგეხმარებათ გამონაყრის, შეწითლებისა და შეშუპების სწრაფად დამარცხებაში. დაფქვით ასპირინის ორი აბი და დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. ამ საშუალებით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები, დაიტოვეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ საპნის გამოყენებით მოიშორეთ.
კითხვა: კისრის არეში გამიჩნდა პატარა მეჭეჭები. გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ცუდი შესახედი და თვალშისაცემია, მაწუხებს ისიც, რომ ვეღარ ვიკეთებ საყვარელ ოქროს ძეწკვს, რომელიც მეუღლემ მიყიდა, რადგან ამ წამონაზარდებს ედება და მწიწკნის. არის ისეთი საშუალება, რომ ისინი მოვიშორო?
პასუხი: არსებობს ბევრი ხალხური, თანაც საკმაოდ ეფექტური მეთოდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია, კანზე პატარა წამონაზარდის, ანუ, ეგრეთ წოდებული, მეჭეჭების მოშორება. თუ ყოველდღიურად მეჭეჭს შუაზე გაჭრილი ახალი ვაშლით დაიმუშავებთ, მეჭეჭი დაიწყებს გამუქებას, ზომაში შემცირებას და  შესაძლოა, სულ მალე, მისი კვალიც არ დარჩეს. ასევე,  ეფექტურია ვაშლის ძმრის გამოყენება. მეჭეჭი 1 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ დაიმუშავეთ ვაშლის ძმარში დასველებული ბამბით და ხანმოკლე დროში ამ უსიამოვნო პრობლემისგან გათავისუფლდებით.
მოამზადა
ანი რევიამ
скачать dle 11.3