კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№12 დიეტა მათთვის, ვინც წონაში სწრაფად იმატებს

ნინო კანდელაკი ანი რევია

  თუ ადამიანთა ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, გადადით მსუბუქ კვებაზე, ამასთან, რეგულარულად მიიღეთ ეს სასმელი და წონის კლებისა და ცხიმოვანი ფენების წვის პროცესს საგრძნობლად დააჩქარებთ. შესაძლებელია 2 კვირაში 12 კილოგრამიც კი მოიკლოთ. რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მათი კომბინირებით იღებთ საშუალებას, რომელიც მაქსიმალურად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და წმენდს ორგანიზმს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან. იმისთვის, რომ მოამზადოთ წონის კლების დასაჩქარებელი სასმელი, დაგჭირებათ: 2 ლიმონი, 5 კბილი ნიორი, 1 საშუალო ზომის ჯანჯაფილის ფესვი და 1 ლიტრი მინერალური წყალი.
  მომზადების წესი: გაჭერით ორივე ლიმონი შუაზე და ბოლომდე გამოწურეთ წვენი. კანი კი შეინახეთ. ნიორი და ჯანჯაფილის ფესვი დააბლენდერეთ, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. ჩაასხით ქვაბში ერთი ლიტრი მინერალური, არაგაზირებული წყალი, მოათავსეთ მასში ლიმონის დაჭრილი კანი და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით, ჩაამატეთ დაქუცმაცებული ნიორი და ჯანჯაფილი. ქვაბს დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ, გადაწურეთ მინის ქილაში, დაუმატეთ ლიმონის წვენი, კარგად შეანჯღრიეთ და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით 100-150 მილილიტრი ყოველ დილას, უზმოზე. კურსის ხანგრძლივობა 10-14 დღეა. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია 1-თვიანი შესვენება.
скачать dle 11.3