კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№12 როგორ დაუბრუნა ბერიამ კონსტანტინე სიმონოვს მოღალატე ცოლი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მსოფლიო ისტორიოგრაფიაში ლავრენტი ბერია ცნობილია, როგორც  არა მარტო სისხლისმსმელი ტირანი, არამედ როგორც ქალებზე მოძალადე, დაუნდობელი მამაკაცი, რომლის ბრძანებითაც მისი ხელქვეითები ქუჩიდან იტაცებდნენ ლამაზ ქალებს და თავიანთ პატრონთან მიჰყავდათ გასაუპატიურებლად... ისტორიკოსი მატვეი ბელეცკი წერს: „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამას ჩემი კვლევებიც ადასტურებს, რომ საბჭოთა კავშირის მარშალი ლავრენტი პავლეს ძე ბერია სანიმუშო მეოჯახე იყო. არასოდეს არცერთ ქალზე არ უძალადია და მით უმეტეს, მისი ბრძანებით არავინ გაუტაციათ და გასაუპატიურებლად არ მიუგვრიათ. ეს საზიზღარი ზღაპრები მოგვიანებით ხრშუჩოვისეულმა პროპაგანდამ გაავრცელა, რაც ერთადერთ მიზანს ისახავდა – გაემართლებინათ საკუთარი დანაშაული – ბერიას ვერაგული მკვლელობა. ამის გაკეთება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუკი თავიანთ მსხვერპლს ჩირქს მოსცხებდნენ და ასეც მოიქცნენ... აქედანვე უნდა ვთქვა, რომ ბერიას მართლაც ჰყავდა უკანონოდ შობილი ასული, რომელსაც დედის პატივსაცემად, მარტა დაარქვა, მაგრამ ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს იმ ჭორთან, რომელიც ბერიას წინააღმდეგ აგორდა. პატარა მარტას დედა სრულიად ნორჩი გოგონა ლიალია დროზდოვა იყო. ის ბერიას შეუყვარდა და ისიც ყოველგვარი ძალადობის გარეშე დათანხმდა თანაცხოვრებაზე. გოგონამ არც კი იცოდა, თუ ვინ იყო ბერია და არც ბერიას გაუმხელია ეს. ისინი კონსპირაციულ ბინაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ბერია თავს ევლებოდა მარტას. ეს იცოდა ბერიას ცოლმა, ნინო გეგეჭკორმაც, ვის წინაშეც ბერიამ მოინანია ეს ფაქტი. თავის კანონიერ შვილს – სერგოს კი, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე (ალბათ, გული უგრძნობდა), სთხოვა, თავის ნახევარდაზე ეზრუნა. ასეთი რამ შეიძლება, ნებისმიერ მამაკაცს შეემთხვეს და არ ვამართლებ, მაგრამ ეს ის არაა, რაც მას ხრუშჩოვმა და კამპანიამ დააბრალეს და ბერია მექალთანე მონსტრად შერაცხეს... სერგო ბერია იხსენებდა: „მამაჩემი, ისევე როგორც, კავკასიელ მამაკაცთა უმრავლესობა, ქალის სილამაზეს პატივს სცემდა, მაგრამ ის არც მოძალადე იყო და არც დონ ჟუანი. შესაძლოა, პატარ-პატარა ურთიერთობები ჰქონდა კიდეც ქალებთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამა მოძალადე იყო. მას დროც არ ჰქონდა ასეთი ურთიერთობებისთვის. ლიალია დროზდოვას შემთხვევა კი განსაკუთრებული ფაქტი იყო. მამა თავს დამნაშავედ გრძნობდა როგორც დედაჩემის, ასევე  იმ ქალის წინაშე. თავის ქალიშვილს კი თავადაც პატრონობდა და მეც ამისკენ მომიწოდებდა. მამა სანიმუშო მეოჯახე იყო და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ოჯახის მიღმა კავშირებს. თუმცა, იმასაც ამბობდა, შევცდი და დამნაშავე ვარო. რომელ ამორალურობაზეა საუბარი, როდესაც მამა, რომ იტყვიან, შუბლით შეეჯახა მარშალ როკოსოვსკის და მას მარშლის ფორმაში გამოწყობილი არამზადა უწოდა...“
 სერგო ბერია გულისხმობს სახელოვანი საბჭოთა მხედართმთავრის, მარშალ კონსტანტინე როკოსოვსკის რომანს საბჭოთა კინოვარსკვლავთან, ვალენტინა სეროვასთან. სეროვა ცნობილი საბჭოთა ლიტერატორის, სამხედრო ჟურნალისტის, პოლკოვნიკ კონსტანტინე სიმონოვის მეუღლე იყო. სიმონოვი ბერიასთან მეგობრობდა და თავისი კინოვარსკვლავი მეუღლე სიგიჟემდე უყვარდა. თუმცა, დონ ჟუანი მარშლით მოხიბლული სეროვა როკოსოვსკისთან ატარებდა დროს და სიმონოვს ამის აღსაკვეთად ძალა არ ჰქონდა. პოეტს არც ცოლთან გაშორება უნდოდა, თუმცა მას ეს არაერთხელ ურჩიეს. ამ რომანის შესახებ ბერიამაც კარგად უწყოდა. დეტალებში იცოდა, თუ როგორ „დაათრევდა“ როკოსოვსკი ფრონტიდან ფრონტზე სეროვას და  ისიც კი, რაც მათ შორის ხდებოდა, თუმცა, ომი იყო და როკოსოვსკი სტალინს სჭირდებოდა. თანაც, სიმონოვის გარეშე მოქმედებაც არ უნდოდა. ხოლო, როდესაც ომი დასრულდა, თან სიმონოვმა ამის შესახებ ბერიასთან დაიჩივლა, ლავრენტი პავლოვიჩმა მოქმედება დაიწყო... სერგო ბერია ყვებოდა: „მამისგან ვიცი, თუ როგორ დათრგუნული იყო სიმონოვი და ამბობდა – მარშალი ჩემს ცოლს ყვარობს, მე არაფრად მაგდებს და ასეთ სიტუაციაში, ალბათ, სწორი იქნება, რომ ვალიას დავშორდე, მაგრამ მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო... ერთ მშვენიერ დღეს მამამ კრემლში მყოფი როკოსოვსკი გაიხმო და უთხრა: „შენ ხარ მარშლის ფორმაში გამოწყობილი არამზადა. წარმატებამ თავბრუ დაგახვია და არაკაცობას სჩადიხარ. შენ ნახევარი გერმანია გაძარცვე და ეგრეთ წოდებულ, ალაფს გულუხვად ურიგებ შენს საყვარლებს. ერთ კვირას გაძლევ, რომ ნაძარცვი დააბრუნო, სეროვას დაეხსნა და ის თავის კანონიერ ქმარს დაუბრუნოო...“
ბერიას მუქარას მარშალ როკოსოვსკისთვისაც კი კანონის ძალა ჰქონდა და მან უპირობოდ შეასრულა ყველაფერი. ნაძარცვიც დააბრუნა და სეროვასაც დაეხსნა. სიმონოვი კი ბერიას მიმართ მადლიერებას ვერ მალავდა და სიხარულისგან, რომ იტყვიან, მეცხრე ცაზე იყო... ამ ისტორიის კულმინაცია კი ისაა, რომ როდესაც ბერია მოკლეს და მისი „გაშავების“ კამპანია გაჩაღდა, მასში კონსტანტინე სიმონოვიც აქტიურად ჩართეს და ბერიაზე ათასი სიბინძურე ათქმევინეს.“

скачать dle 11.3